Georgian (Georgia)English (United Kingdom)
კონსტრუქტივიზმი - თბილისის დასაცავი ფასეულობა Array ბეჭდვა Array

2010 წლის 17 დეკემბერს, საქართველოს არქიტექტორთა კავშირში, არქიტექტურის ისტორიკოსის, მაია მანიას მიერ წარმოდგენილი იქნა მოხსენება თემაზე: კონსტრუქტივიზმი - თბილისის დასაცავი ფასეულობა.
მკვლევარმა ისაუბრა თბილისის კონსტრუქტივისტული ნაგებობების მხატვრულ და ისტორიულ-კულტურულ ღირებულებებზე.

123

მან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო არქიტექტორ დავით ჩისლიევის მიერ თბილისში აგებულ „ზარია ვოსტოკას“ რედაქციის შენობას (1929 წ.). მ. მანიამ დამსწრე საზოგადოებას გააცნო ქალაქის მერის საბჭოზე წარდგენილი, განსახორციელებლად განსაზღვრული ის პროექტები, რომლებზეც ასახულია „ზარია ვოსტოკას“  შენობაზე დაგეგმილი სარეკონსტრუქციო სამუშაოები. გაუზიარა რა კოლეგებს  თავისი უარყოფითი დამოკიდებულება შემუშავებული პროექტების მიმართ, დაეყრდნო არსებული ნაგებობის ისტორიულ-კულტურულ მნიშვნელობას, ხაზი გაუსვა იმ დანაკლისს რაც საბოლოოდ ამ ძეგლის ხელყოფით იქნება მიღებული.
არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარემ, დავით აბულაძემ  თხოვა შეხვედრაზე მოსულ დამსწრე სპეციალისტებს (არქიტექტორებსა და ხელოვნებათმცოდნეებს) გამოეთქვათ თავიანთი აზრი, რის საფუძველზეც შემუშავდება რეკომენდაციები ქალაქის მერიაში წარსადგენად, რათა მოხდეს თბილისის ერთ-ერთი uმნიშვნელოვანესი კონსტრუქტივისტული ნაგებობის თავდაპირველი სახით შენარჩუნება.

56

სიტყვით გამოვიდნენ და კამათში მონაწილეობა მიიღეს: გ. ბათიაშვილმა, ლ. მეძმარიაშვილმა, თ. ბოჭორიშვილმა, ვ. დავითაიამ, დ. აბულაძემ, პ. ძინძიბაძემ, ლ. გოშაძემ, მ. სურამელაშვილმა, ნ. ცინცაბაძემ...
ხაზგასმით აღინიშნა, რომ  საქმეს ართულებს ის გარემოება, რომ ნაგებობას ამჟამად მოხსნილი აქვს ძეგლის სტატუსი, მაგრამ მისი მხატვრულ-ისტორიული მნიშვნელობის გამო, აუცილებლობას მოითხოვს - მხოლოდ კონკურსის შედეგად, საზოგადოების აზრის გათვალისწინებით და სპეციალურად შედგენილი კომისიის მიერ - ღია  განხილვის საგანი გახდეს ამ ადგილზე განსათავსებლი პროექტის მისაღები ვარიანტი.


ნანახია: 10159-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani