Georgian (Georgia)English (United Kingdom)
მხატვარ ვახტანგ ჯაფარიძის პეიზაჟები Array ბეჭდვა Array

ნათელა ალადაშვილი

მხატვარ ვახტანგ ჯაფარიძის შემოქმედებაში ძირითად და, შეიძლება ითქვას, განმსაზღვრელ ჟანრს პეიზაჟი წარმოადგენს, ხოლო ტექნიკა, რომლითაც მისი ნაწარმობებია შესრულებული, უმთავრესად აკვარელური მხატვრობაა. მხატვარი სხვა ტექნიკითაც მუშაობს, მრავალი პეიზაჟი მას ზეთის ფერებითა აქვს შესრულებული. პეიზაჟებს გარდა, სხვა სახის ნამუშევრებიც შეიძლება დავასახელოთ. პორტრეტები (მაგ. დედის პორტრეტი - აკვარელი, ანდა პორტრეტული ჩანახატები ფანქრით), აგრეთვე ნატურმორტი და სხვ.,
მაგრამ მხატვრის შემოქმედების დამახასიათებელი ნიშნები სწორედ აკვარელში პოულობს გამოხატულებას. წამყვანი ადგილი აკვარელით შესრულებულ პეიზაჟს მიეკთვნება. საქმე ის კი არ არის, რომ აკვარელური პეიზაჟი რაოდენობის მხრივ ვ. ჯაფარიძის ნამუშევრების უდიდეს ნაწილს შეადგენს; აკვარელები მხატვრული თვალსაზრისითაც, თავისი მხატვრული ხარისხითაც, განსაკუთრებით გამოიყოფა. ჯაფარიძე ფართოდ იყენებს აკვარელით ფერწერის ორივე კატეგორიას - გამჭვირვალესა და გაუმჭვირს (გუაშირ).. უფრო ხშირად კი იგი შერეული ტექნიკით მუშაობს. ე. ი. ერთსა და იმავე ნამუშევარში, ხმარობს წმინდა აკვარელსაც და გუაშსაც.
ვ. ჯაფარიძე დაიბადა 1901 წლის 22 სექტემბერს სოფელ ჩუმლაყში (სიღნაღის რაიონი). ამავე წელს მშობლები გადასახლდნენ ყვარელში, სადაც ვ. ჯაფარიძემ გაატარა ბავშვობა და ახალგაზრდობის წლები. სწავლობდა თელავის გიმნაზიაში.

53

ხატვა მან ბავშვობიდანვე დაიწყო. იმთავითვე გამომჟღავნდა მისი მიდრეკილება აკვარელური მხატვრობისადმი. სკოლაში იგი გაეცნო აკვარელის ტექნიკის პირველ საფუძვლებს. ხატვის მასწავლებელს ხშირად დაჰყავდა მოსწავლეები ექსკურსიებზე. ექსკურსიების დროს ვახტანგი ასრულებდა აკვარელებს ნატურიდან, ხატავდა კახეთის პეიზაჟის ცალკეულ მონაკვეთებს. ამრიგად, მხატვარი ბავშვობიდანვე გაეცნო საქართველოს ბუნებას, შეუყვარდა იგი ამავე დროს, მასზე დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია ძველი ქართული არქიტექტურის ძეგლებს, რომელთა ჩანახატებიც მას აგრეთვე
შეუსრულებია. საერთოდ ისტორიულ-არქიტექტურული პეიზაჟი ვ. ჯაფარიძისათვის შემოქმედების მთელ მანძილზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემად რჩება.
ამრიგად, მხატვრის შემოქმედებითი სახის ჩამოყალიბებისათვის, როგორც პეიზაჟისტისა და, ამასთანავე, ძირითადად პეიზაჟისტ-აკვარელისტისა, დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა ჯერ კიდევ ბავშვობაში მიღებულ შთაბეჭდილებებს: მშობლიური ბუნების სილამაზემ და მრავალფეროვნებამ განსაზღვრა მისი მიდრეკილება პეაზაჟისადმი (ამ ხანის ნამუშევრებიდან არც ერთი არაა შენახული).
1920 წელს ვ. ჯაფარიძე გადმოდის თბილისში ვაჟთა მეორე გიმნაზიაში, რომელსაც იმავე წელს ამთავრებს. 1921 წელს იგი შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაგრამ აქ კურსი არ დაუმთავრებია, 1924 წლიდან კი იგი უკვე სამხატვრო აკადემიის სტუდენტია. დაახლოებით ამ წლებში, სახელდობრ, სამხატვრო აკადიამიაში შესვლამდე. შესრულებულია რამდენიმე აკვარელი, რომლებშიაც პეიზაჟის სხვადასხვა მონაკვეთებია აღბეჭდილი. ეს მცირე ზომის აკვარელები ნატურიდან ჩანახატებს წარმოადგენს: ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთი კუთხე, სიღრმეში მიმავალი ქუჩა, ცალკე აღებული ხეების ჯგუფი, სხვაგან - ხეებს შორის სახლები მოჩანს და სხვ. ეტიუდებში პეიზაჟის საერთო ფართო ხედი კი არაა მოცემული შორიდან, არამედ უშუალოდ ახლოდანაა ასახული უკანასკნელის პატარა მონაკვეთი, რომელიც თითქოს ამოღებულია მთლიანიდან, როგორც პეიზაჟის ცალკეული ამონაჭერი. ამ ნამუშევრებში მხატვარი

54

თავის წინაშე განსაზღვრულ ამოცანებს აყენებდა: მას აინტერესებდა აღებეჭდა ეტიუდებში განათების სხვადასხვაობა, გადმოეცა ფერების საშუალებით შუქ-ჩრდილის სხვადასხვაგვარი ვფექტები. ამ მხრივ საინტერესოა აკვარელები, რომლებიც ყაზბეგის ქუჩაზე ერთ-ერთი სახლის ხედს გადმოგვცემს (ვ. ჯაფარიძე ამ დროს ყაზბეგის ქუჩაზე ცხოვრობდა). ეს ეტიუდები მხატვრის ცდას, მის დაკვირვებას წარმოადგენს, რადგანაც იგი ამ შემთხვევაში ერთსა და იმავე ხედს დღის სხვადასხვა დროს, სხვადასხვა განათების პირობებში, ასახავდა და ამის შესაბამისად სრულიად ცვლიდა ფერთა შეხამებას. ამასთანავე, თვით კომპოზიციის მხოლოდ მსუბუქ ვარიაციას ახდენდა, გამოსახავდა რა სახლის ერთსა და იმავე მონაკვვთს და ქუჩას მის წინ, აღებულს ხან უფრო ზევით, ხან უფრო ქვევით. ახლა აღნიშნული ნამუშევრებიდან დარჩენილია მხოლოდ სამი.
ერთ-ერთ ეტიუდში მზიანი შუადღეა გადმოცემული და ძლიერი, კაშკაშა განათების შთაბეჭდილებაა მიღწეული, კედლის ზედაპირზე და ქვაფენილზე ერთმანეთს უპირისპირდება ფართო განათებული ადგილები ღია ყვითელი ფერისა და მათზე გაბნეული ჩრდილების მოძრავი ლაქები. ჩრდილები მრავალფეროვანია - ცისფერი, ნაცრისფერი, ვარდისფერი; სურათის ზედაპირი გაცოცხლებულია მათი ცხოველხატული, ფერადოვანი ლაქებით და მოძრავ ხასიათს იღებს.
მეორეზე ღამის პეიზაჟია ასახული და აკვარელიც გადაწყვეტილია მუქი კოლორიტით - მწვანე, ლურჯი და იისფერი ფერები, რომლებთანაც კონტრასტით გამოიყოფა მხოლოდ სახლის თეთრი კედლის ზედაპირი, განათებული მთვარის მკრთალი შუქით. მაშინ როდესაც წინა აკვარელში ჩრდილების მოძრავი მრავალფეროვანი თამაში გვქონდა ზედაპირზე და ჩრდილები თავისთავადაც ნათელი ლაქების სახით იყო მოცემული, აქ ჩრდილები ფართო, მთლიან მუქ ლაქებადაა დადებული, რითიც გადმოცემულია განათების სხვაგვარი ვფექტი. ამრიგად, იმის შესაბამისად, თუ დღის რა დრო და განათების რა პირობები უნდოდა გადმოეცა, მხატვარი სხვადასხვა ტონალობაში წყვეტს სურათს და, გარდა ამისა, თვით შესრულების ხასიათს ამ მომენტს უფარდებს.

55

ადრინდელი ხანის ნამუშევრები დამთავრებულ სურათებს კი არ წარმოადგენს, არამედ სასწავლო ცდებს, მიმართულს განსაზღვრული ამოცანების გადაწყვეტისაკენ. მხატვარი მათში საინტერესო კომპოზიციას კი არ ეძებს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ცდილობს დაეუფლოს განათებისა და შუქ-ჩრდილის ეფექტების გადმოცემას. აღნიშნული ნამუშევრები შესრულებულია უფრო ადრე, ვიდრე ვ. ჯაფარიძე სისტემატურ მხატვრულ განათლებას მიიღებდა. ისინი ჯერ კიდევ არ გამოირჩევიან დასრულებული ტექნიკური ოსტატობით, მაგრამ საინტერესოა, რომ ამ ეტიუდებში ძირითადად უკვე გამომუშავებულია მხატვრისათვის დამახასიათებელი შესრულების ცხოველხატული მანერა.
1924 წლიდან 1928 წლამდე ვ. ჯაფარიძე სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა ფერწერის კლასში, რომელსაც პროფესორი გიგო გაბაშვილი ხელმძდვანელობდა. 1926 წლიდან იგი იმავე დროს ირიცხებოდა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში საინჟინრო-საარქიტექტურო ფაკულტეტზე, რომელიც 1931 წელს დაამთავრა. აკვარელს მას განთქმული მხატვარი-აკვარელისტი ა. ჰრინევსკი ასწავლიდა.
ამრიგად, ვ. ჯაფარიძე საქართველოს მხატვართა იმ თაობის წარმომადგენელია, რომელთაც სამხატვრო განათლება თბილისში, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ახლად დაარსებულ სამხატვრო აკადემიაში მიიღეს. იგი აკადემიის კურსდამთავრებულთა ერთ-ერთ პირველ გამოშვებას ეკუთვნის. აქ, თბილისის სამხატვრო აკადემიაში, სადაც მოღვაწეობდნენ გამოჩენილი პედაგოგები და მხატვრები: გ. გაბაშვილი, ე. ლანსერე, ი. შარლემანი, ჰ. ჰრინევსკი და სხვ., ვახტანგმა რეალისტური ფერწერის საფუძვლიანი სკოლა გაიარა.
აღსანიშნავია, რომ ვ. ჯაფარიძე სამხატვრო აკადემიაში ფერწერის კლასში სწავლობდა, მაგრამ მისი შემოქმედება, როგორც თავიდანვე აღვნიშნეთ, ძირითადად აკვარელის დარგში გაიშალა. ამრიგად შემოქმედების პირველი ნაბიჯებიდანვე გამომჟღავნებული მიდრეკილება მხატვრობის ამ დარგისადმი, შემდეგშიაც გრძელდება.
ვ. ჯაფარიძემ გამოფენაზე მონაწილეობა პირველად ჯერ კიდევ სამხატვრო აკადემიაში შესვლამდე მიიღო; 1922 წელს მისი აკვარელები წარმოდგენილი იყო საქართველოს მხატვართა საზოგადოების

56

მიერ მოწყობილ გამოფენაზე. 1930 წელს ორ ნამუშევარს რევოლუციურ მხატვართა ასოციაციის - „სარმას“ - გამოფენაზე ვხვდებითრევოლუციურ მხატვართა ასოციაციის „სარმა“-ს გამოფენა. კატალოგი. თბ., 1930, გვ. 14. „26 კომისრის ახალი ქარხნის მშენებლობა“, აკვარელი ნატურიდან. შემდეგში მხატვარი სისტემატურ მონაწილეობას იღებს მხატვართა კავშირის მიერ მოწყობილ რესპუბლიკურ გამოფენებში, აგრეთვე საკავშირო გამოფენებშიაც. მაგალითად, საკავშირო გამოფენაზე „სოციალიზმის ინდუსტრია“ (1937 წ.) წარმოდგენილი იყო ჯაფარიძის ნამუშევრები, რომლებიც ასახავდნენ სანაპირო ქუჩისა და მთავრობის სასახლის მშენებლობას თბილისში.
ვ. ჯაფარიძის შემოქმედებაში პეიზაჟი მრავალფეროვნებით ხასიათდება, იგი ფართოდ მოიცავს საქართველოს ბუნებას, როგორც მის წარსულს, ისე საბჭოთა სინამდვილეს. თემატიკის მიხედვით ნამუშევრებში შესაძლებელია რამდენიმე ძირითადი ჯგუფი გამოვყოთ. ეტიუდები, რომლებშიაც ბუნების სხვადასხვა კუთხეებია აღბეჭდილი, არქიტექტურული პეიზაჟი - ამ ჯგუფში ერთიანდება ნამუშევრები, რომლებიც ქართული არქიტექტურის ისტორიულ ძეგლებს გვიჩვენებს; აკვარელები, რომლებიც ძველი თბილისის დამახასიათებელ კუთხეებს გამოხატავს და, როგორც დაპირისპირებას მათთან - ახალი თბილისის ხედებს, ინდუსტრიული პეიზაჟი სადაც საქართველოს ახალი მშენებლობანია აღბეჭდილი. წლების განმავლობაში ვ. ჯაფარიძე ასრულებდა აკვარელებს, რომლებშიაც გადმოცემულია ადგილები, დაკავშირებული საქართველოს გამოჩენილ მწერალთა, საზოგადო მოღვაწეთა და სხვათა ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან.მაგალითად: „აკაკის სახლი სოფ. სხვიტორში“, „ი. გოგებაშვილის სახლი სოფ. ვარიანში“, „ა. ჭავჭავაძის სასახლს ეკლესია წინანდალში“, „ი. ჭავჭავაძის კარმიდამო საგურამოში“, („ლიტერატურული საქართველო“, 1937. 20. IV). „სახლი, სადაც ცხოვრობდა ნ. ბარათაშვილი“ და სხვ... აკვარელების უმრავლესობა შესრულებულია თბილისის ლიტერატურული მუზეუმისათვის, აგრეთვე მხარეთმცოდნეობის მუზეუმებისა და მწერალთა სახლ - მუეუმებისათვის. ამ ნამუშევრებს დოკუმენტური მნიშვნელობა აქვს ამრიგად, მხატვრის ყურადდებას იპყრობს როგორც საქართველოს

57

წარსული, ისე იმ მიღწევათა ასახვაც, რომელთაც ადგილი აქვს საბჭოთა საქართველოში.
დიდი სამამულო ომის წლებში ვახტანგ ჯაფარიძე საქართველოს სხვა მხატვრებთან ერთად მუშაობდა ფრონტზე, ამასთან დაკავშირებით იგი საპატიო სიგელითაა დაჯილდოებული. ვ. ჯაფარიძე იყო ყირიმსა და ჩრდილოეთ კავკასიაში, სადაც 414-ე ქართული დივიზია აწარმოებდა სამხედრო მოქმედებას. მხატვარმა პეიზაჟებში ასახა ხედები იმ ადგილებისა, სადაც ბრძოლა მიმდინარეობდა, ამასთანავე, ფანქრით ჩანახატების სახით აღბეჭდა ცალკეულ მებრძოლთა სახეები. ეს საფრონტო ჩანახატები ქვეყნდებოდა გაზეთებში 1943-44 წლებში.„კომუნისტი“, 1943 წ. 16. XI, „ლიტერატურა და ხელოვნება“, 1944 წ. 14.1, 21.1, 2.IV, 9.VI. 9 ივნისის ნომერში მოთავსებულია გ. გაბუნიას წერილი ვახტანგ ჯაფარიძის შესახებ.
მხატვარი სისტემატურ მონაწილეობას იღებს საბავშვო ჟურნალების - „პიონერის“, „დილას“ - და სხვ. გაფორმებაში, ასრულებს ყდებს, ილუსტრაციებს.
ვ. ჯაფარიძე პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწევა. 1938 წლიდან იგი თბილისის სამხატვრო აკადემიის დოცენტია. მხატვარი ავტორია წიგნებისა აკვარელისა და ფერწერის ზოგადი საკითხების შესახებ.ვ. ჯაფარიძე, აკვარელით ფერწერა. (ზოგადი საფუძვლები). გამომცემლობა „ხელოვნება“, თბ. 1952. ვ. ჯაფარიძე, მხატვრის ჩანაწერები (ფერწერის ზოგიერთი საკითხები), თბ., 1962.
როგორც აღვნიშნეთ, ვახტანგ ჯაფარიძის შემოქმედება პეიზაჟური მხატვრობის სხვადასხვა სახეს მოიცავს.

1

მხატვარი ხშირად ასრულებს ეტიუდებს ნატურიდან, გამოხატავს აკვარელებში პეიზაჟის ამა თუ იმ მონაკვეთს, რომელმაც მიიპყრო მისი ყურადღება თავისი ცხოველხატულობით. მას აინტერესებს გადმოსცეს პეიზაჟში წლის ამა თუ იმ დროის სპეციფიკური ხასიათი და განათების თავისებურება. ეტიუდში „სოფელი“ (1943 წ.)სოფელი, 1943 წ., აკვარელი. საქართველოს სსრ ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი. - შემოდგომის ავდრიანი დღეა ასახული. შემოდგომის პეიზაჟის ხასიათი თვით კომპოზიციური გადაწყვეტითაა ხაზგასმული. შიშველი, მცენარეულობას თითქმის სრულიად მოკლებული.

58

გაშლილი მინდვრის ფართო ზოლი სიღრმეში მიიმართება და უპირისპირდება ცის ფართო ზედაპირს; მხოლოდ სიღრმეში, ჰორიზონტის საზღვარზე სახლების რიგია მოცემული. ძუნწი მცენარეულობა ქარისაგან იხრება. ცა დაფარულია მოძრავი ღრუბლებით, რომლებიც მძიმედ ეშვებიან ძირს. ეტიუდში გადმოცემულია შემოდგომის ავდრიანი დღის განწყობილება, რაც ხაზგასმულია სურათის მოყვითალო-ყავისფერი კოლორიტითაც.

2

პეიზაჟებში კოლორიტი ზოგჯერ საერთო ტონალობითაა გადაწყვეტილი, სხვა შემთხვევებში მასში ფერთა ჟღერადი აქცენტებია შეყვანილი, როგორც მაგალითად საგურამოს პეიზაჟში ი. ჭავჭავაძის სახლის ხედით (1950 წ.)საგურამო, ილია ჭავჭავაძის სახლი. 1950 წ.. აკვარელი. საქართველოს სურათების სახელმწიფო გალერია. იხ. „დროშა“, № 6, გვ.11 - ფერადი რეპროდუქცია. ჟურნალის ამ ნომერში გვ. 11-12 მოთავსებულია წერილი ვახტანგ
ჯაფარიძის შესახებ
, სადაც ზოგადი მოყავისფრო მწვანე ფერადოვანი გამა გაცხოველებულია ფოთლების ყვითელი და მოწითალო ფერების კაშკაშა ლაქებით.
განათების სხვადასხვა პირობებისა და ეფექტების გადმოცემის ამოცანა, რომლითაც ადრინდელი ხანის ნამუშევრები ხასიათდებოდა, შემდეგშიაც იპყრობს მხატვრის ყურადდებას. მაგრამ ამ პეიზაჟებს დიდი მანძილი აშორებს ადრინდელი ეტიუდებისაგან, რომლებიც უფრო სასწავლო ნამუშევრებს წარმოადგენდნენ. ახლა აკვარელები ფართოდ მოიცავენ პეიზაჟს, გამოსახულ მონაკვეთს კომპოზიციური დასრულებულობა აქვს მიღებული, მასში გარკვეული განწყობილებაა შეტანილი.
განსაკუთრებით მრავალრიცხოვანია აკვარელები ქართული არქიტექტურის ისტორიული ძეგლების გამოსახულებით. ვ. ჯაფარიძემ სხვადასხვა დროს შეასრულა ცალკეული სერიები საქართველოს სხვადასხვა რაიონების არქიტექტურულ ძეგლთა ხედებისა. 1938 წელს ეკუთვნის გუდარეხის მონასტრის ხედები, მათ შორის: გუდარეხის მცირე ეკლესია, სამრეკლო, სასახლის ნანგრევები დიდი ტაძრის მახლობლად, ციხის კედელი და სხვ. თვითეულ შემთხვევაში გამოსახული მონაკვეთი პეიზაჟისა არქიტექტურული ნაგე-

59

ბობით მასში, იქნება ეს ეკლესია მთლიანად, თუ კედლის ნანგრევი კომპოზიციის მხრივ მარჯვედაა შერჩეული. აღებულია ბუნების მონაკვეთი უშუალოდ, მაგრამ იგი მხატვრულად დასრულებულ მთლიანს ქმნის. მხატვარი მოხერხებულად ავსებს თავისუფალ ადგილებს სურათში ხეების ჯგუფით, ხეების ფოთლების გვირგვინით ქმნის გამაწონასწორებელ მომენტებს კომპოზიციის შიგნით, უპირისპირებს ერთმანეთს სურათის სიბრტყეზე ცხოველხატულ ლაქებს. იქმნება საერთო ცხოველხატული შთაბეჭდილება პეიზაჟისაგან და არქიტექტურული ძეგლისაგან, როგორც ამ პეიზაჟის შემადგენელი ნაწილისაგან. თვით ნაგებობის არქიტექტონიკურობა არაა განსაკუთრებით ხაზგასმული. მხატვარი ხაზს არ უსვამს არქიტექტურის ყველა დეტალის ზუსტ გადმოცემას. ამგვარი მიდგომა საერთოდ დამახასიათებელია ვ. ჯაფარიძისათვის. მის აკვარელებში ნახატი, რომელიც მკვეთრად და ზედმიწევნით შემოხაზავდეს არქიტექტურულ ფორმებსა და დეტალებს, არ გამოიყოფა, როგორც ძირითადი. პირველ რიგში შეიგრძნობა მთლიანად პეიზაჟის ცხოველხატულობა და არა არქიტექტურული ძეგლის სპეციფიკურობა.

3

გუდარეხის აკვარელები ნათელი ფერებითაა შესრულებული იმის შესაბამისად, რომ ზაფხულის კაშკაშა განათებაა მოცემული. ასეთია, მაგალითად, აკვარელი მცირე ეკლესიის ხედით. კოლორიტი თბილია, მოყვითალო-ყავისფერი. ამ საერთო ღია კოლორიტში აქცენტებად გამოიყოფა კედლების მოყვითალო წყობაში ჩადგმული ქვის წითელი ფილების რიგები. იქმნება ცვალებადი, მოძრავი განათების შთაბეჭდილება. მზის სხივები, რომლებიც ხის ფოთლებს შორის აღწევენ, კედლებსა და ნიადაგზე შუქ-ჩრდილის
თამაშს გვაძლევენ. მათი ლაქები მოძრავადაა გაბნეული ზედაპირზე. თვით ჩრდილი სინათლითაა გაჟღენთილი. სურათი თითქოს სავსეა სინათლითა და ჰაერით, და სწორედ ამით იქმნება ძირითადად სივრცობრიობის შეგრძნება.
შესრულების ცხოველხატული, თავისუფალი მანერა. რომელიც ადრინდელ ნამუშევრებში გამომჟღავნდა, ვ. ჯაფარიძისათვის დამახასიათებელი რჩება მისი შემოქმედების მთელ მანძილზე. დამახასიათებელია, სახელდობრ, მუშაობა თავისუფლად დადებული მოძრავი, ცხოველხატული ლაქებით, როდესაც ფორმა მკაფიოდ მოხა-

60

ზული ნახატის საშუალებით კი არ იქმნება, არამედ ფერადოვანი ლაქების დაპირისპირებით. გუდარეხის აკვარელებიც ამავე მანერითაა შესრულებული. ადრინდელ აკვარელებთან შედარებით უკანასკნელებში შესრულების ოსტატობაა აღსანიშნავი.
1943-46 წლებში ვ. ჯაფარიძემ სვანეთში იმოგზაურა და შექმნა საქართველოს ამ კუთხის პეიზაჟების სერია.
აკვარელები გვიჩვენებს როგორც ზემო სვანეთის პეიზაჟის ფართო ხედებს - მაღლობზე აღმართულ ეკლესიას, სოფლის საერთო ხედს შორიდან, ისე სოფლის ცალკეულ კუთხეებსაც. ვ. ჯაფარიძის აკვარელების სერიაში ზემო სვანეთის ბუნებისა და მისთვის დამახასიათებელ ნაგებობათა მრავალმხრივი სურათია წარმოდგენილი.
ერთ-ერთი აკვარელი მესტიის საერთო ხედს გვიჩვენებს სოფ. ლაღამის გზიდან. ამწვანებული მთების ფონზე ზემოდან ქვვმოთ ირიბად ეშვება კოშკების რიგი, რომელიც გამოჰყოფს მესტიას მის წინ გაშლილი მინდვრებისაგან. კოშკების მკაფიოდ აზიდული ვერტიკალებით სურათის სიბრტყე დიაგონალურად ორ ნაწილადაა გადაკვეთილი. მოყვითალო-ყავისფერი წინა პლანი - გაშლილი მინდვრებით - უპირისპირდება უკანა პლანს - მწვანე მცენარეულობით დაფარულ მთებსა და ცისფერ სივრცეს. კომპოზიციურად ხედვის წერტილი კარგადაა აღებული, სურათი გადმოსცემს იმ შთაბეჭდილებას, რომელიც ადგილზე იქმნება, როდესაც ლაღამის გზიდან მესტიას ვუყურებთ.
სხვა ნახატებში მესტიის ცალკეული კუთხეებია აღბეჭდილი. მათ შორის ვხვდებით ძველი სვანური სოფლისათვის დამახასიათებელ ტიპიურ ადგილებს კოშკებით, რომლებსაც ქვის დაბალი სახლები მჭიდროდ ეკვრის. კოშკების ზემოთკენ ატყორცნილ ვერტიკალებს მხატვარი მარჯვედ იყენებს სურათში კომპოზიციური წონასწორობის შესაქმნელად. მაგალითად, აკვარელში, რომელზედაც გამოსახულია მესტიის ერთ-ერთი კუთხის ხედიზემო სვანეთი. მესტია. 1946 წ., აკვარელი. საქართველოს სსრ ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი., წინა პლანზე მარ-

61

ცხენა ნაპირთან მოთავსებული სახლები სიღრმეში გამოსახული ორი კოშკითაა გაწონასწორებული.

4

აკვარელებში გადმოცემულია სვანეთის სოფლებისათვის დამახასიათებელი სიმჭიდროვე. ის შთაბეჭდილება, რომ თითოეული სოფელი ნაგებობათა მთლიან, ერთმანეთზე მჭიდროდ მიკრულ, ჯგუფს ქმნის, ხოლო სოფლის ირგვლივ თავისუფალი სივრცეა გაშლილი.
ამ სერიაში ვ. ჯაფარიძე გადმოგვცემს პეიზაჟს სხვადასხვა განათებისას, მზის შუქში და მოღრუბლულ დღეში. კოლორიტის მხრივ უფრო სასიამოვნო შთაბეჭდილებას ის აკვარელები ახდენს, რომლებიც ნათელ, ღია ფერებშია შესრულებული, რადგანაც მათში მეტად იგრძნობა ჰაერი და სივრცე, ამავე დროს ჰაერის გამჭვირვალობა და სიმსუბუქე, ე. ი. ის თვისებები, რომლებიც სწორედ აკვარელის სპეციფიკას წარმოადგენს. შორეული მთების ზოლი ჩვეულებრივ ცისფერის სხვადასხვა ტონებითაა შესრულებული, ხოლო თოვლიანი მთების თეთრ ზედაპირზე მოცისფრო ან იასამნისფერი ჩრდილების ნათელი და მსუბუქი ლაქებია დადებულ. ღია ტონებში, მსუბუქად აღნიშნული უკანა პლანი სივრცის სიშორის შეგრძნებას გადმოგვცემს
უნდა აღინიშნოს, რომ ზოგჯერ ვ. ჯაფარიძე განმეორებით ასრულებს პეიზაჟებს, რაც გარკვეულ ნიშანს ასვამს მათ მხატვრულ ხარისხს, რადგანაც განმეორებისას ჩვეულებრივ იკარგება უშუალო განწყობილება. ეს მომენტი კერძოდ სვანეთის პეიზაჟებში იგრძნობა. ამიტომაა რომ იმ აკვარელების გვერდით, სადაც მხატვარს გადაწყვეტილი აქვს როგორც საერთო კომპოზიციური აგების, ისე ფერების განსაზღვრული შეხამების ამოცანები და ამასთანავე, პეიზაჟი გარკვეული განწყობილებითაა გადმოცემული, ვხვდებით ასე ვთქვათ „გარეგნულ“ ნამუშევრებსაც.

7

ვ. ჯაფარიძემ შეასრულა კახეთის არქიტექტურულ ძეგლთა მრავალი ხედი. 1938 წელს ეკუთვნის აკვარელი - იყალთოს აკადემიის ნანგრევები, რომელიც საღამოს პეიზს გადმოსცემს მზის ჩასვლის შემდეგ. მთების რბილი კონტურები მკვეთრად არ გამოიყოფა და სივრცეში ინთქმება. მათ ფონზე მუქად მოიხაზება ფოთოლგაძარცვული შემოდგომის ხეების სილუეტები. იქ სადაც მკრთალი შუქი შენობებსა და ნანგრევებს ეცემა, მათი კედლები ნათელი

62

ზედაპირების სახითაა მოცემული, მაშინ როდესაც სხვა ნაწილები უკვე სიბნელეშია ჩაძირული. განათება არბილებს საგნების ფერსა და მათ კონტურებს. კოლორიტი ჩამქრალი ფერებისაგანაა შემდგარი, ძირითადად ყავისფერისა და ნაცრისფერისაგან, და მასში არც ერთი კაშკაშა ლაქა არაა შეყვანილი. იყალთოს აკვარელში მხატვრულადაა გადაწყვეტილი პეიზაჟისა და არქიტექტურის ერთიანობა. უკანასკნელი პეიზაჟთან ერთ მთლიანშია შერწყმული როგორც ფერადოვანი გადაწყვეტის, ისე საერთო განწყობილების მხრივ, ნანგრევები გამოყენებულია რომანტიკული განწყობილების შესაქმნელად.
1945-46 წლებში ვ. ჯაფარიძემ შექმნა სერია კახეთის არქიტექტურულ ძეგლთა პეიზაჟებისა, მათ შორის როგორც ეკლესიების, ისე ციხის ნანგრევების ხედები. მაგალითად: გრემის მთავარანგელოზის ეკლესია, ლელიანის წმ. თევდორეს ეკლესია, ჭიკაანი - კვირაცხოველი და სხვ. თითოეულ კერძო შემთხვევაში ხედვის წერტილი გააზრებულია, ისე რომ ძეგლი მარჯვედაა ჩასმული პეიზაჟში და სურათიც დამთავრებულ კადრს ქმნის. ჩვეულებრივ, პეიზაჟის წინა პლანზე ფართო თავისუფალი მონაკვეთია დატოვებული, თვით ნაგებობა სიღრმეშია აღმართული, ხოლო კომპოზიციის ნაპირები ან მცენარეულობითაა შევსებული, ანდა ორივე მხარეს სივრცეში ხედია მოცემული. ეკლესიის ხედი კუთხიდანაა აღებული.
რითიც მისი სივრცობრიობაა ხაზგასმული. ამრიგად, უკვე კომპოზიციური აგებით სიღრმის შთაბეჭდილებაა შექმნილი, მიუხედავად იმისა, რომ თვით პეიზაჟი არსებითად ძლიერ არაა სიღრმეში გაშლილი.
არქიტექტურულ ნაგებობათა გადმოცემაში აქაც პირველ ადგილზე საერთო ცხოველხატული შთაბეჭდილება გამოდის, ეს მომენტია წინ წამოწეული და არა არქიტექტურულ ფორმათა მკაფიობა.

5

აკვარელში, სადაც გამოსახულია ნეკრესის სასახლის ნანგრევების შიგნითა ხედი (სიღრმეში მიმავალი პერსპექტივით, მხატვრისათვის ძირითადი იყო გადმოეცა განათების ის განსა-

63

კუთრებული ეფექტი, რომელსაც იწვევს კედელში გაჭრილ ფართო თაღოვან სარკმელებში შემოჭრილი მზის შუქი. მზის სხივები ნათელი ლაქების სახით ეცემა მიწაზე და აირეკლება კედლებზე, რომელთა ზედაპირიც დანაწევრებულია ფერადოვანი რეფლექსების ცხოველხატული თამაშით, რის გამოც იკარგება ქვის წყობას ნახატის სიმკვეთრე. განათება ფერებს სხვადასხვა ჟღერადობას ანიჭებს. ჩრდილები მრავალფეროვანია (იასამნისფერი, ცისფერი. მოყავისფრო) და თავისთავად ნათელი ლაქების სახით მოცემული, თუმცა მუქად შეიგრძნობიან განათებული ადგილების ნათელ ზედაპირთან შედარებით.

6

ცხოველხატულობის შთაბეჭდილებას განსაკუთრებით ის პეიზაჟები ახდენს, რომლებშიაც ციხის ნანგრევებია გამოსახული (ციხე თოღა - ლაგოდეხის რაიონი; ყვარლის რაიონი, სოფ. ჭიკაანი - ციხე „გალავანი“; ტურის ციხე). ნანგრევები განსაკუთრებულად არაა გამოყოფილი, არამედ ერწყმის პეიზაჟს. მაგალითად, ტურას ციხე, რომლის კედლები იმგვარად აგვირგვინებენ მთის ფერდობს, თითქოს მის გაგრძელებას წარმოადგენდნენ. ფერდობი ხშირი მცენარეულობითაა დაფარული, რომლის საერთო მწვანე მასაში ცოცხალი ფერადოვანი აქცენტებია ჩართული დიდი რაოდენობით (ყვითელი, იისფერი, ვარდისფერი და სხვ.). პეიზაჟი და არქიტექტურა ცხოველხატულად გადაწყვეტილ ერთიან სურათს ქმნის.
თუ შევადარებთ აკვარელებს კახეთის ბუნების ხედებით სვანეთის პეიზაჟებს, დავინახავთ, რომ მათი ფერადოვანი გადაწყვეტა სხვადასხვანაირია. სვანეთის პეიზაჟები ძირითადად შესრულებულია მწვანისა და მოყვითალო-ყავისფერი ტონების ფერადოვანი შეხამებით. ამასთანავე, მწვანე ფერის სხვადასხვა ელფერია მოცემული. კახეთის პეიზაჟების სერია კოლორიტის შედარებით მრავალფეროვნებით ხასიათდება. მასში ხშირად ჟდერადი ფერებია შეტანილიარქიტექტურული პეიზაჟების დასახელებული სერიები შესრულებული იყო არქიტექტურის საქმეთა სამმართველოსათვის.

8

დიდი ადგილი უჭირავს ვ. ჯაფარიძის შემოქმედებაში ძველი თბილისის თემას. მრავალ აკვარელში გამოხატუ-

64

ლია ძველი თბილისის ტიპიური კუთხეები, მისი ვიწრო, მიხვეულ-მოხვეული ქუჩებით, აივნიანი სახლებითა და მჭიდროდ შეჯგუფული ნაგებობებით. ერთ-ერთი ხედი ნარიყალას ციხის ნანგრევებითაა დაგვირგვინებული. მეორეზე - კლდეზე აღმართული მეტეხია მოცემული და სხვ.
თბილისის ამსახველ პეიზაჟებში ბევრს დოკუმენტური მნიშვნელობა აქვს, რადგანაც მათში ფიქსირებულია ძველი ქალაქისათვის დამახასიათებელი არქიტექტურული ნაგებობანი, მაგალითად, გასული საუკუნის საცხოვრებელი სახლები. ეს თემა დიდი ხნის მანძილზე იპყრობდა მხატვრის ყურადღებას, განსაკუთრებით კი შემოქმედების ადრინდელ პერიოდში - ოცდაათიან წლებში. ძველი თბილისის სერიის პეიზაჟები გამოირჩევა კომპოზიციური გადაწყვეტის მთლიანობით და შესრულების დამთავრებულობით. მოფიქრებულია კოლორიტის მხრივ. ასეთია, მაგალითად აკვარელი მეტეხის ხედითძველი თბილისი, აკვარელი, საქართველოს სსრ ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი. ხედვის წერტილი ქვევიდან ზემოთაა აღებული: სახლებით გარშემორტყმული მოედანი მაღლა კლდეზე აღმართული მეტეხითაა დაგვირგვინებული. აქ ბატონობს მეტეხის ციხისა და ეკლესიის კომპლექსი, რომელშიაც ეკლესიის შენობა, როგორც ყველაზე უფრო მაღალი წერტილი, თავისი მოხაზულობით მკაფიოდ გამოიყოფა ცის ნათელ ფონზე. ნაგებობანი ფერების მიხედვით კლდეს ერწყმიან, თითქოს გადადიან მასში, მათი რბილი მოყვითალო-ყავისფერი ტონები კარგად ეხამება კლდის მოყავისფრო და ნაცრისფერ ტონებს. აქ ფერებს გარკვეულობა და სიმკვეთრე არ ახასიათებს. სურათის წინა პლანი კი, რომელსაც მზის სხივები ეცემა ცოცხალი, მხიარული ფერებითაა მოცემული. განათება განსაკუთრებულ სიძლიერეს ძირს მოედანზე ადწევს, სადაც ძლიერად განათებული ნაწილები მკვეთრად დაჩრდილულს უპირისპირდება (სურათის მარჯვენა მხარე). გვაქვს კონტრასტი ლილისფერი ჩრდილებისა და ყვითელი განათებული ზედაპირისა. ამრიგად, აკვარელში მკვეთრადაა დაპირისპირებული მუქი და ღია ნაწილები, ჩრდილი და სინათლე; ზაფხულის დღეა გადმოცემული. ფერადოვანი გადა-

65

წყვეტით აკვარელი მეტად სასიამოვნო შთაბეჭდილებას ახდენს: იგი მსუბუქი და რბილია. აქ წმინდა აკვარელური, გამჭვირვალე ფერებია. სახლების წინ ჩარდახებით დაჩრდილულ ქვაფენილზე ხალხი ირევა. ადამიანთა ფიგურები მხოლოდ მსუბუქადაა აღნიშნული, ესკიზურად მოხაზული და სურათში გამაცოცხლებელი ნიუანსები შეაქვთ.

11

ვ. ჯაფარიძეს იზიდავდა ძველი თბილისის კოლორიტული კუთხეები, რომელთაც იგი დიდი სიყვარულით გადმოსცემდა. ერთ-ერთ კომპოზიციაში სიღრმეში მიიმართება აივნიანი სახლებით შემოსაზღვრული ვიწრო აღმართიძველი თბილისი, გუაში. საქართველოს სსრ ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი.ფონი -ციხის კედლებით დაგვირგვინვბული მთების ზოლია. ქუჩის ხედი გაცოცხლებულია ძველი თბილისის ყოფისათვის დამახასიათებელი ჟანრული მოტივებით. დუქნის წინ ღია ცის ქვეშ დახლია გამოტანილი და ვაჭრობაა გამართული, ქუჩის სიღრმეში კაცი სახედარს მიერეკება. ადამიანთა ფიგურები ამ შემთხვევაშიც დამატებით როლს ასრულებენ და მხოლოდ ზოგადად, საერთო ხაზებში არიან მოცემული (სახის ნაკვთები არც კია აღნიშნული), მაგრამ ისინი გარკვეულად ხაზს უსვამენ პეიზაჟის სპეციფიკურ ხასიათს. ეს ნამუშევარი თითქმის მთლიანად გუაშის საღებავებითაა შესრულებული, აკვარელის მხოლოდ მცირე გამოყენებით.

10

გუაშითაა შესრულებული მეორე ხედი, რომელიც ასახავს ძველი თბილისის ერთ-ერთ კუთხეს გოგირდის აბანოების რაიონშიძველი თბილისი. გუაში. საქართველოს სსრ ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი.მხატვარი მთლიანად ავსებს სურათის სიბრტყეს მჭიდროდ განლაგებული სახლებით; ვერტიკალური ფორმატი, რომელსაც ირჩევს იგი, ამ შემთხვევაში სიმჭიდროვის შთაბეჭდილების შექმნას უწყობს ხელს. ტერასებად მოთავსებული სახლების ვერტიკალური მიმართულება ზემოთკენ პოულობს გაგრძელებას ციხის კედლებით დამთავრებულ კლდის მასივში. მთლიანად კომპოზიცია კარგად გადმოსცემს ძველი თბილისის სპეციფიკურ ხედს.

66

ნამუშევარი ყურადღებას იქცევს თავისი ფერწერული შესრულებით. ამ შემთხვევაში, ისევე როგორც მთელ რიგ სხვა, უმთავრერესად გუაშით შესრულებულ, ნამუშევრებშიაც, მხატვარი არ იყენებს მისი მუშაობის მანერისათვის საერთოდ ასე დამახასიათებელ წვრილ-წვრილ, მოძრავ მონასმებს. გუაშის საღებავი დიდი სიბრტყეებითაა დადებული. ზედაპირი - მუქ ფერს ზემოდან ღია ფერით ფერწერულად დამუშავებული (სახლების კედლებისა და კლდის ყავისფერი ზედაპირი - თეთრი, მოვარდისფრო და ცისფერი საღებვით), რაც ტონების რბილ გადასვლებს ქმნის. საერთო ყავისფერი ტონალობა შერბილებულია მოვარდისფრო ელფერით. ხეების ფოთლების გვირგვინი ზოგადი მასის სახითაა გადმოცემული და აძლიერებს საერთო ცხოველხატულობის შთაბეჭდილებას. მათი ფერები პეიზაჟის საერთო რბილ, მქრქალ კოლორიტს ერწყმის.
ვ. ჯაფარიძე გამოხატავს ქალაქის სხვადასხვა ადგილებს, რომლებმაც მიიპყრეს მისი ყურადღება საინტერესო ხედით, თუ განათების უეცარი ეფექტით. ზოგჯერ შესრულებისას იგი ეტიუდზე ჩერდება, სხვა შემთხვევაში მას დამთავრებული სურათის სახეს აძლევს. იგი ერთსა და იმავე ხედს ხშირად უბრუნდება, ხელმეორედ ხატავს მას, ამასთანავე კომპოზიციას მხოლოდ მსუბუქად ცვლის. ეს ცდები უბრალო განმეორებას კი არ წარმოადგენს, არამედ ძიების პროცესს; მხატვარი ეძებს ფერადოვანი გადაწყვეტის დამთავრებულობას, გადმოსცემს განათების სხვადასხვაგვარ ეფექტებს. მაგალითად, იგი რამდენჯერმე ხატავს ჩელუსკინელთა სახ. ხიდის პატარა მონაკვეთს, ცვლის რა ფერებს და მათ შეხამებას.

9

1941 წელს შესრულებულ პეიზაჟზე წარმოდგენილია სასახლის ქუჩის პერსპექტივი ლენინის მოედნიდან. აკვარელი მხატვრის ცოცხალი, უშუალო მხედველობითი შთაბეჭდილების სწრაფ ფიქსაციას წარმოადგენს და განწყობილებითაა სავსე. მას
ეწოდება „თბილისი წვიმიან დღეს“მუზეუმი.თბილისი წვიმიან დღეს. 1941 წ. გუაში. საქართველოს სსრ ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი. „დროშა“, 1955, № 6. გვ. 13 - ფერადი რეპროდუქციადა მართლაც მშვენივრადაა გადმოცემული წვიმიანი, ბურუსიანი დღის შთაბეჭდილება. ქუჩის სველ, აპრიალებულ ზედაპირზე ადამიანთა ფიგურები ირეკლება.

67

საგნები თითქოს მსუბუქ ნისლშია გახვეული და მათი კონტურებიც მკაფიოდ არ გამოიყოფა, ხოლო სიღრმეში ხეებისა და სახლების მოხაზულობა ერთმანეთს მთლიან მასად ერწყმის. ნისლიანი ატმოსფერო, რომლის გადმოცემასაც ისწრაფოდა ამ შემთხვევაში მხატვარი, არბილებს სილუეტებს და მათ სიმკვეთრეს უკარგავს.
საერთო ფერადოვანი გადაწყვეტა, ძირითადად, მოცისფრო-ნაცრისფერისა და მოვარდისფრო ტონების შეხამებას ემყარება, რაც რბილ, ჩამქრალ კოლორიტს ქმნის. აკვარელთან ერთად აქ დიდი რაოდენობითაა გამოყენებული გუაშის საღებავები. ასფალტის
ალაპლაპებული ზედაპირის გადმოცემა გუაშის გაუმჭვირი ფერებითაა მიღწეული, ხოლო უკანა პლანზე გუაში მთლიან ფენებადაა დადებული. ამ ნამუშევარში მკაფიოდ იჩენს თავს მხატვრის დაინტერესება ფერწერული, კოლორისტული ამოცანებით. იგი ფერების ცხოველხატული ლაქების თავისუფალი დადებითაა შესრულებული.
ვ. ჯაფარიძე ქალაქის პეიზაჟებს ჩვეულებრივ ადამიანთა ფიგურებით აცოცხლებს, მაგრამ ეს ფიგურები ყოველთვის მხოლოდ ზოგადი მოხაზულობით, ესკიზურადაა აღნიშნული.
თემატიკურად ძველი თბილისის პეიზაჟებთან დაკავშირებულია ნამუშევრები, სადაც ახალი სოციალისტური თბილისის სახე ძველ თბილისს უპირისპირდება.

12

ამ ნამუშევრებიდან შესრულების მხატვრული ხარისხით ყურადღებას იქცევს აკვარელი ბარათაშვილის აღმართის ხედით (1937წ.)ბარათაშვილის აღმართი. 1937 წ. აკვარელი. ქ. თბილისის სახილმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი. სურათი კომპოზიციურად დასრულებულია და სასიამოვნოა თავისი ფერადოვანი გადაწყვეტით. ქუჩა - ფართოდ გაშლილი კომპოზიციის წინა პლანზე, შემდეგ გვიჩვენებს სიღრმეში მიმავალ პერსპექტივს, შემოსაზღვრულს ორივე მხრიდან აღმართული მთების მასივებით. აკვარელი მუქი ტონალობისაა, მოიისფრო-რუხი კოლორიტი აქვს. ამ ფერებითაა შესრულებული მთლიანად წინა პლანი. ქუჩის სველი ზედაპირი, რომელიც სინათლის თამაშითაა მოცული და გამვლელთა ფიგურებს არეკლავს, კლდისა და სახლის მუქი სილუეტები. ეს სიმუქე სიღრმისაკენ, სადაც ქუჩა მზის

68

სხივებითაა განათებული, ნათელი ფერებით იცვლება - აქ იისფერი ღია ყვითელი ფერებითაა გაცოცხლებული და დამთავრებულია მკრთალი, ბურუსით მოცული, ცისფერი მთების ჯაჭვით.
აკვარელი მხატვრის ჩვეულებრივი მანერითაა შესრულებული. ზედაპირის მრავალფეროვანი ცხოველხატული ლაქების დამუშავებით (ყავისფერი, მოწითალო, ნაცრისფერი, იისფერი ლაქები), მაგრამ ეს ლაქები ერწყმიან ერთმანეთს საერთო რუხ-იისფერ გამაში.

13

ქალაქ თბილისის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით საქართველოს მხატვრების წინაშე წამოიჭრა ამოცანა აესახათ თავის ნაწარმოებებში საქართველოს დედაქალაქის გარდაქმნილი სახე, მისი ფართო ქუჩები, მრავალსართულიანი ლამაზი სახლები. მდ. მტკვრის რკინაბეტონში ჩასმული ნაპირები და სხვ. ვ. ჯაფარიძე ფართოდ ეხმაურება საქართველოს ცხოვრების ამ მნიშვნელოვან მოვლენას. წლების განმავლობაში მხატვარი აღბეჭდავს თავის სურათებში სხვადასხვა ადგილებს ახალი სოციალისტური თბილისისა - სანაპირო ქუჩა, ჩელუსკინელთა ხიდი, რუსთაველის პროსპექტი, უნივერსიტეტის ქუჩა და სხვ. ზოგჯერ თვით ქალაქის მშენებლობის პროცესია გადმოცემული, როგორც სანაპირო ქუჩის მშენებლობა (1950 წ.). ეს აკვარელები გვიჩვენებენ, თუ როგორ იცვლის სახეს ჩვენი დედაქალაქი.

1514

ჩვენმა თანამედროვეობამ პეიზაჟის თემა მნიშვნელოვნად გაამდიდრა შინაარსობლივად, პეიზაჟურ მხატვრობაში წამოაყენა ახალი მოტივები, სახელდობრ, ინდუსტრიული პეიზაჟი. რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქართველ მხატვართა მუშაობაში. მათ მიერ შექმნილია საქართველოს ახალ მშენებლობათა ამსახველი ნამუშევრების მრავალრიცხოვანი სერიები. სამგორის სარწყავი სისტემის მშენებლობას სპეციალური გამოფენაც კი მიეძღვნაგამოფენა მოეწყო მხატვართა კლუბში 1951 წელს. ამ გამოფენაზე ვახტანგ ჯაფარიძემ მიიღო მონაწილეობა.
ვ. ჯაფარიძემ ჯერ კიდევ 1930 წელს გამოფენაზე წარმოადგინა ნამუშევარი ინდუსტრიულ თემაზე. მაგრამ განსაკუთრებული ადგილი ამ თემამ მხატვრის შემოქმედებაში 50-იან წლებში დაიკავა. ვ. ჯაფარიძის ყურადღების გარეშე არ რჩება ის მნიშვნელო-

69

ვანი მშენებლობანი, რომლებიც საქართველოში ხორციელდება: სამგორის სარწყავი სისტემა, თეზი-ოკამისა და მუხრანის სარწყავი არხები, ორთაჭალჰესი, კაშხალი ვანათში და სხვ. მრავალრიცხოვან პეიზაჟებში გადმოცემულია ამ მშენებლობათა ხედები. ნამუშევრები გვიჩვენებენ, რომ ამოცანის გადაწყვეტას, ამ შემთხვევაში მშენებლობის ასახვას, ვ. ჯაფარიძე ძირითადად უდგება როგორც პეიზაჟისტი: ჩვეულებრივ იღებს პეიზაჟის მონაკვეთს ფართოდ გაშლილი ხედით და თვით მშენებლობას პეიზაჟის ამ ფართო ფონზე გამოხატავს. პეიზაჟში ადამიანთა ფიგურებიცაა შეყვანილი, რომლებიც შრომის დროს არიან წარმოდგენილი, მაგრამ თვით მუშაობის პროცესი არ არის კონკრეტიზირებული. ზოგადად მოხაზული მცირე ზომის ფიგურები ძირითადად პეიზაჟის გაცოცხლებას ემსახურებიან. ამ შემთხვევაშიაც გარკვეულად მჟღავნდება მხატვრის მიდრეკილება პეიზაჟისადმი.

1617

მშენებლობის ამსახველი ეტიუდები ვ. ჯაფარიძეს ზეთის საღბავებითაც აქვს შესრულებული და სწორედ მათი შედარებისას აკვარელებთან, რომლებშიაც იგრძნობა სიმსუბუქე და იქმნება თავისუფალი სივრცის შთაბეჭდილება, ნათლად მჟღავნდება, რომ მხატვარი თავისი ხასაათით ძირითადად აკვარელისტია.
ამრიგად, უკანასკნელი წლების ნამუშევრებშიაც გარკვეულად ჩანს, რომ ვ. ჯაფარიძის შემოქმედებაში განმსაზღვრელი ადგილი აკვარელით შესრულებულ პეიზაჟს უჭირავს.
ქართული საბჭოთა პეიზაჟის დახასიათებისას შეუძლებელია ყურადღების გარეშე დარჩეს ვ. ჯაფარიძის შემოქმედება. იგი ქართული რეალისტური პეიზაჟური მხატვრობის მნიშვნელოვანი წარმომადგენელია.


Н. А. АЛАДАШВИЛИ

ПЕЙЗАЖИ ХУДОЖНИКА ВАХТАНГА ДЖАПАРИДЗЕ

Резюме

(Табл. 28-44)

Работа посвящена рассмотрению творчества Вахтанга Джапаридзе, мастера советской грузинской пейзажной живописи. В. Джапаридзе является представителем того поколе-

70

ния грузинских художников, которые получили художественное образование в Тбилиси, в основанной здесь после установления Советской власти Академии Художеств; он принадлежит к одному из первых выпусков Академии. Здесь, в Тбилисской Академии Художеств, где преподавали такие выдающиеся художники и педагоги, как Г. Габашвили, Е. Лансере, И. Шарлемань и др., В. Джапаридзе прошел основательную школу реалистической живописи.
В творчестве художника определяющее место занимает пейзаж; техника, в которой он работает, - это в основном акварельная живопись (пейзажи выполненные гуашью и акварелью).
В пейзажах В. Джапаридзе, можно выделить несколько тематических групп, которые широко охватывают природу Грузии, как ее прошлое, так и советскую действительность. Художник ставит себе целью передать в пейзажах разнообразные условия и эффекты освещения, характер того или иного времени года; часто он дает в виде этюдов изображения разных уголков Тбилиси, то освещенных лучами солнца, то в облачную дождливую погоду.
Значительное место в творчестве В. Джапаридзе занимает архитектурный пейзаж. Ему принадлежат серийные зарисовки исторических памятников архитектуры отдельных районов Грузии (виды монастыря Гударехи, архитектурные памятники Кахети, пейзажи Сванети и др.). Особо выделяется тема городского пейзажа. В первые годы творчества внимание художника привлекали виды старого Тбилиси. Многие его акварели передают типичные, живописные уголки старого города, с его узкими извилистыми уличками, тесно сгруппированными домами с нависающими деревянными балконами и т. д. Тематически этим работам можно противопоставить акварели с видами нового Тбилиси, в которых раскрывается облик нового, реконструируемого города.
Наша действительность значительно обогатила тему пейзажа, выдвинула новые темы в пейзажной живописи, а именно социалистического строительства, индустриального пейзажа. Эта тема нашла широкое выражение в творчестве В. Джапаридзе, особенно за последние годы.

71

N. ALADACHVILI
LE PEINTRE WAKHTANG DJAPARIDZE

(pl. 28—44)

La publication est consacrée à l'oeuvre de W. Djaparidze—peintre paysagiste de la Géorgie soviétique. W. Djaparidze appartient à la génération des peintres géorgiens qui ont reçu leur éducation artistique à Tbilissi,à l'Académie des Beaux Arts, fondée après 1'établissement du régime soviétique; il appartient à une des premières promotions de l'Académie. Le paysage occupe une place determinante dans l'oeuvre de W. Djaparidzé, qui utilise de préférence la gouache et l'aquarelle.
Les oeuvres deW. Djaparidzé témoignent d'une grande diversité des sujets; on peut y distinguer des sujets embrassant la nature de la Géorgie, son passé historique et son présent soviétique. Le peintre tâche de reproduire les différentes états et les effets lumineux du paysage, de fixer les particularités des saisons; dans ses études il fait sentir le caractère des divers coins des Tbilissi soft par un beau temps ou par un temps nuageux et pluvieux.
Le paysage architectural occupe une place importante dans l'oeuvre de W. Djaparidzé; on lui doit toute une série des études des monuments historiques des différentes régions de la Géorgie. D'abord le vieux Tbilissi l'a attiré. Les nombreuses aquarelles représentent les coins pittoresques de la vieille ville, ses ruelles tortueuses, ses maisons aux balcons de bois tassées ou suspendus au dessus de la riviére.
Notre époque a enrichi le paysage par tout un nombre de sujets nouveaux - par le paysage „industriel“. lis ont trouvé leur expression dans les oeuvres de W. Djaparidzé, particulièrement celles des dernières années.

ნანახია: 10801-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani