Georgian (Georgia)English (United Kingdom)
ინტერვიუ მხატვარ ვახტანგ მუსხელიშვილთან

მარიამ გაჩეჩილაძე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების
ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი

ინტერვიუს უძღვება გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის ახალი და თანამედროვე ქართული ხელოვნების განყოფილების გამგე მარიამ გაჩეჩილაძე

ბატონო ვახტანგ, ვსარგებლობთ თქვენი თბილისში ჩამოსვლის მომენტით და გვსურს, ინტერვიუს ფარგლებში დავაფიქსიროთ ის აუცილებელი ინფორმაციები, რაც, ზოგადად, ყველა მხატვარისაგან გვსურს მივიღოთ  და რადგან ეს ყველაფერი არქივისთვის კეთდება, გთხოვთ, თქვენ თვითონ დამისახელოთ გვარი, სახელი და მამის სახელი, დაბადების წელი და თარიღი, ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილი.
დაწვრილებით...
 
ინტერვიუ ბესიკ (ბესო) არბოლიშვილთან
მარიამ გაჩეჩილაძე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების
ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი

2018 წლის 26 ოქტომბერს გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში მხატვარ ბესიკ არბოლიშვილის პერსნალური გამოფენა გაიმართა - მან საზოგადოებას ბოლო ათი წლის მანძილზე შექმნილი ნამუშევრები წარუდგინა. გამოფენის დახურვის შემდეგ მხატვართან გაიმართა საუბარი,  რომლის შინაარსის გაზიარებას ვთავაზობთ მკითხველს.
დაწვრილებით...
 
ინტერვიუ მხატვარ-კერამიკოს რომუალდ ცუხიშვილთან
სოფიო ჩიტორელიძე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქარული ხელოვნების ისტორიისა
და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი


მხატვარი რომუალდ ცუხიშვილი 1960-იანელ კერამიკოსთა თაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. იგი მრავალმხრივი ხელოვანია, შექმნილი აქვს როგორც ყოფითი დანიშნულების ნიმუშები, ასევე, კედლის თეფშები, პანოები, მცირე ზომის დეკორატიული ქანდაკებები, კომპოზიციები და ა.შ. იგი ერთ-ერთი პირველი ქართველი მონუმენტალისტი კერამიკოსია, მუშაობს ფერწერასა და გრაფიკაშიც.
დაწვრილებით...
 
საუბარი ზურაბ ნიჟარაძესთან
სალომე ბუკია
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის სტაჟიორი
შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრი

(ილ. 1)
ბატონო ზურაბ, თუ შეიძლება გვესაუბრეთ ბავშვობაზე, მშობლებზე, რა გავლენა მოახდინეს მათ თქვენზე?
მამაჩემი იყო არჩილ ნიჟარაძე, სწავლობდა რეალურ სასწავლებელში, ინჟინერიის განხრით. მუშაობდა რკინიგზაზე, სარკინიგზო სასწავლებელშიც, სადაც ამზადებდნენ ამ რკინიგზელებს, იქ იყო პედაგოგი და პრორექტორი. დედამ, მართა თარხნიშვილმა „სმოლნი“ დაამთავრა პეტერბურგში, წარჩინებულ ქალთა და თავადაზნაურთა სასწავლებელი. შემდეგ მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკაში მუშაობდა. ასე რომ ბევრი წიგნი მომდიოდა, მათ შორის უცხოურიც, ამ მხრივ განებივრებული ვიყავი. ისეთი წიგნები მოდიოდა მანდ, იშვიათობა იყო, აქ არ იშოვებოდა არსად და ძალიან ბევრი რამ გავიცანი იქედან, საერთოდ ხელოვნების გარშემო, ევროპული ფერწერის გარშემო და ა.შ.  დიდი გავლენა ჰქონდა მშობლებს, საერთოდ, ატმოსფერო ჩვენს ოჯახში იყო ისეთი, რომ ჰუმანიტარული დარგები და განათლება იყო მთავარი. ბევრს ვკითხულობდი, დიდი ბიბლიოთეკა გვქონდა. ვერ ვიტყვი, რომ პირდაპირ მამზადებდნენ მხატვრად, მაგრამ მე თვითონ ვმუშობდი. ჩემს ოჯახში, ჩემი ბიძაშვილი მხატვარი იყო, რევაზ თარხან-მოურავი.
დაწვრილებით...
 
ინტერვიუ დიმიტრი (დიმა) ერისთავთან
მარიამ მიქაძე
თსსა-ს ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრი
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების
ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის სტაჟიორი

გთხოვთ სრულად გვითხრათ თქვენი გვარი, სახელი, მამის სახელი და მოგვითხროთ თქვენი მშობლებისა და ოჯახის  შესახებ.

მე გახლავართ ერისთავი დიმიტრი ვახტანგის ძე. დავიბადე 1931 წლის 18 ივნისს, ქალაქ თბილისში. (ილ.1)
დედა ქართველიშვილი თამარ მიხეილის ასული
დაწვრილებით...
 
ინტერვიუ ლალი ზამბახიძესთან
მარიამ გაჩეჩილაძე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების
ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი


ქ-ნო ლალი, მოდით მივყვეთ თანმიმდევრობით, ეს ჩვეულიბრივი კითხვარია, მაგრამ პარალელურად, რაც გაგვიჩნდება სასაუბრო, ყველაფერზე ვისაუბროთ. გვითხარით თქვენი გვარი, სახელი, მამის სახელი.
ლალი ალექსანდრეს ასული ზამბახიძე, ლარისადაც ვარ დაფიქსირებული პირადობის მოწმობაში, მაგრამ არასდროს  ვხმარობ ამ სახელს, არ მიყვარს. რატომღაც, სკოლაში შესვლის დროს გადამიკეთა მამაჩემმა, მგონი, მისი ყოფილი სტუდენტის გამო, ზუსტად არ ვიცი, რატომ მოუნდა ამ სახელის დარქმევა, მაგრამ ვერ მივიღე მთელი ცხოვრების მანძილზე.
დაწვრილებით...
 
ლალი ზამბახიძის შემოქმედება
მარიამ გაჩეჩილაძე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების
ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი


2016 წლის 7 ოქტომბერს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა ქართული გრაფიკული ხელოვნების ერთ-ერთ გამორჩეული მოღვაწის, ლალი ზამბახიძის პერსონალური გამოფენა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო 100-მდე ნამუშევარი, რომელთა დიდი ნაწილი პირველად გამოიფინა. ექსპოზიცია ერთგვარ ანგარიშს წარმოადგენდა ხელოვანისა საზოგადოების მიმართ.
საგამოფენო დარბაზები მნახველს ვერ იტევდა და იქ მისულმა საზოგადოებამ იხილა შემოქმედის ერთად თავმოყრილი, მრავალი წლის შრომის შედეგი - მაღალმხატვრული გემოვნებით შესრულებული დაუვიწყარი ნამუშევრები. ასე ერთიანად თავმოყრილმა მხატვრის ნიჭიერებით გაჯერებულმა მხატვრობამ კიდევ უფრო განამტკიცა აზრი მისი ხელოვნების მნიშვნელოვნებაზე და განსაკუთრებულ როლზე ქართული სახვითი ხელოვნების ისტორიაში. გამოფენის გახსნის დროს შედგა, ასევე, მხატვრის ნამუშევრების ალბომის პრეზენტაცია.
ტექსტი, რომელსაც ამჟამად გთავაზობთ, ხსენებული ალბომის წინასიტყვაობისთვის დაიწერა, მაგრამ წიგნის ფორმატმა მისი სრულად გამოქვეყნების საშუალება არ მოგვცა. შეკვეცა კი, ძირითადად, მხატვართან ინტერვიუს დროს ჩაწერილი მისივე მონათხრობის „ამოჭრის“ ხარჯზე მოხდა, რამაც, ვფიქრობ, ხელი შეუშალა მხატვრის სრულფასოვნად წარდგენას. ამჟამად გთავაზობთ ალბომისთვის შესრულებული ტექსტის სრულ ვერსიას და ინტერვიუს დანარჩენ ნაწილს, იმ მონაკვეთების გამოკლებით, რომელნიც ძირითად ტექსტში იქნა გამოყენებული.
ვფიქრობ, ინტერვიუებს, რომლებიც მოიცავს ხელოვანთა მიერ უშუალოდ, იმწამიერად დაფიქსირებულ ამა თუ იმ მიმდინერე პროცესის გახსენებას და მისეულ შეფასებას, ასევე უხვად მოიცავს ფაქტობრივ მასალას და საშუალებას გვაძლევს, თვალი მივადევნოთ მხატვრის შემოქმედებით ცხოვრებაში განვითარებულ მოვლენებს, ქართული სახვითი ხელოვნების მომავალი შესწავლისა და შეფასებისთვის დიდი სამსახურის გაწევა შეუძლია.
დაწვრილებით...
 
ინტერვიუ მხატვარ ლევან ცუცქირიძესთან

სოფიო ჩიტორელიძე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა
და ძეგლთა დაცვის
ეროვნული კვლევითი ცენტრი.


მხატვარ ლევან ცუცქირიძეს საზოგადოების წინაშე წარდგენა არ სჭირდება.  უკვე რამდენიმე ათეული წლებია, იგი წარმატებით მოღვაწეობს სახვითი ხელოვნების არაერთ დარგში. აქვს  მკვეთრად ინდივიდუალური, თვითმყოფადი მხატვრული სტილი, მისთვის სახასიათო „ხელწერა“. დღევანდელი გადასახედიდან თამამად შეიძლება ითქვას, რომ მან გამორჩეულად მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თანამედროვე ქართული სახვითი  ხელოვნების განვითარების ისტორიაში. თავად ხელოვანი კი, თავის შემოქმედებით წინსვლას საკუთარ „მასწავლებლებს“ უმადლის, რომლებმაც არაერთხელ მისცეს სტიმული, „ხელოვანის გზით“ ევლო.  პირველი, ვინც მასში მხატვარი ამოიცნო, დავით კაკაბაძე გახლდათ. შემდგომ იყო სერგო ქობულაძე, პედაგოგი, რომელმაც „ნახატი“ შეაყვარა. არაერთი „შემოტევით“ გულაცრუებულ მხატვარს ლადო გუდიაშვილის სიტყვებმა „შეასხა ფრთები“ და თავიდან ააღებინა ფუნჯი ხელში. ხელოვანის შემოქმედებით ცხოვრებაში ასეთივე როლი შეასრულეს პედაგოგებმა - ვლადიმერ გრიგოლიამ, აპოლონ ქუთათელაძემ და ნიკოლოზ კანდელაკმა.
დაწვრილებით...
 
ოთარ ჯაფარიძე
მარიამ გაჩეჩილაძე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა
და ძეგლთა დაცვის კვლევითი ეროვნული ცენტრი


ჩვენი სტუმრობა ბატონ ოთარ ჯაფარიძესთან  ერთი წლის წინ, 2014  წლის 11 აპრილს შედგა. ბუნებრივია წინასწარ დავურეკე და შევთანხმდით, მეორე დღეს ვესტუმრებოდი ჩემს კოლეგასთან, თამარ ბელაშვილთან ერთად.
დაწვრილებით...
 
თამაზ ჯინჭარაძე
ქეთევან მაჭავარიანი
შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე-4 კურსის სტუდენტი.


ფერმწერ თამაზ ჯინჭარაძის შემოქმედება  ბევრისთვის  დღემდე უცნობია. ალბათ, უფრო იმიტომ, რომ მას არასდროს ჰქონია პერსონალური გამოფენა საქართველოში, არც საზღვარგარეთ. სხვადასხვა გამოფენებზე, ძირითადად, საბჭოთა პერიოდში, მონაწილეობა მიუღია, მაგრამ როგორც ბატონმა თამაზმა გვითხრა, მისთვის საკუთარი შემოქმედება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნამუშევრების სხვებისთვის წარდგენა და შემდეგ მათი გაყიდვა. დღეს მოხუცი მხატვარი მარტო ცხოვრობს თბილისიდან მოშორებით, სოფელ ლისში.  სამსართულიანი სახლი და ეზო თავისი ხელით აქვს მოწყობილი, ამიტომ, შვილების დიდი თხოვნის მიუხედავად, მაინც აქ ცხოვრება ურჩევნია დედაქალაქში დაბრუნებას. მისი ნამუშევრები ამ სახლის გარდა, შვილების ოჯახებში ინახება და მხატვრის სურვილის შესაბამისად, მათ არ ყიდიან.
დაწვრილებით...
 
<< დაწყება < წინა 1 2 შემდეგი > ბოლოს >>

JPAGE_CURRENT_OF_TOTAL
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani