Georgian (Georgia)English (United Kingdom)
2017
2017
მართლმადიდებლური ხატი თანამედროვე საკრალურ სივრცეში მართლმადიდებლური ხატი თანამედროვე საკრალურ სივრცეში
(სტატია წარმოადგენს ამავე სახელწოდების სამაგისტრო კვლევის ნაწილს)
ეკა ვეკუა
აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო
სამხატვრო აკადემია. კულტურის კვლევების მაგისტრი

თანამედროვე სამყარო ვიზუალური კულტურის ეპოქაში ცხოვრობს. ვიზუალური კულტურა კი არის ყველაფერი, რაც ხედვას უკავშირდება. კაცობრიობა არასდროს ყოფილა იმდენად ვიზუალიზებული, როგორიც დღესაა. ...
დაწვრილებით...

გამოვიყენოთ  თბილისის  ბუნებრივი განაშენიანების  ისტორიული  ფორმები  თბილისის  ურბანული  განვითარებისათვის გამოვიყენოთ თბილისის ბუნებრივი განაშენიანების ისტორიული ფორმები თბილისის ურბანული განვითარებისათვის
გიორგი ბერიძე
არქიტექტორი

თბილისის  ურბანულ  განვითარებაში  ამჟამად დაგროვილი  პრობლემები    გადაწყვეტას ითხოვენ.  მათ  წარმოქმნაში და გადაწყვეტაში დიდი მნიშვნელობა აქვს ქალაქის  ურბანულ ფორმებს. დრო მუდმივად ცვლის ყველაფერს ქალაქების ცხოვრებაშიც და  ქალაქის ფორმაზეც აისახება,  ტოვებს კვალს  ურბანულ ქსოვილში,  სადაც დაფიქსირებულია თითქმის ყველაფერი, რაც ქალაქში  ხდება. ურბანულ ფორმებშია დაფიქსირებული ქალაქის გენეზისში არსებული მემკვიდრეობითობა, ტრადიციების უწყვეტობა  და  შენარჩუნება,  ურბანულ ფორმებშია დაფიქსირებული ქალაქის წარმოქმნის საწყისი პრობლემები.

 

...

დაწვრილებით...

მიხეილ გობრონ საბინინის (1845-1900) დამსახურება ქართველ წმინდანთა სახე-ხატების დამკვიდრებაში მიხეილ გობრონ საბინინის (1845-1900) დამსახურება ქართველ წმინდანთა სახე-ხატების დამკვიდრებაში
მარიამ გაჩეჩილაძე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი

მიხეილ-გობრონ საბინინის საქმიანობისა და შემოქმედებითი მოღვაწეობის შესახებ მისსავე სიცოცხლეში,  გარდაცვალების  შემდგომაც და დღევანდელ დღემდეც სხვადასხვაგვარი, წინააღმდეგობრივი შეფასებები გამოითქმებნოდა, რაც უდაოდ მომავალ კვლევა-დაზუსტებას ითხოვს. საჭიროა, უფრო მკაფიოდ გამოიკვეთოს მის მიერ ქართული კულტურის, კონკრეტულად კი საქართველოს ეკლესიის ისტორიაში შეტანილი წვლილი. ამ ეტაპზე ჩვენ მხოლოდ ზედაპირულად შევეხებით საბინინის ბიოგრაფიას და ვეცდებით მის მიერ შედგენილი და დასურათებული წიგნიდან  - „საქართველოს სამოთხე“ - გამომდინარე თვალი მივადევნოთ გავლენათა კვალს, რომელიც შემდგომში გამოვლინდა საქართველოს საეკლესიო მონუმენტურ მხატვრობასა და  ხატწერაში. (ილ. 1).

 

...

დაწვრილებით...

კულტურული ინტეგრაცია და ქართული ხელოვნება კულტურული ინტეგრაცია და ქართული ხელოვნება
მზია ჩიხრაძე (პროექტის „ინტეგრცია და იდენტობა“  სამეცნიერო ხელმძღვანელი)
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი

მარიამ შერგელაშვილი (პროექტის „ინტეგრცია და იდენტობა“ სამეცნიერო ჯგუფის წევრი)
ხელოვნებათმცოდნე, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის საგამოფენო კურატორი

სტატია დაწერილია სამეცნიერო კვლევის - „ინტეგრაცია და იდენტობა“ საფუძველზე, რომელიც დააფინანსა შოთა რუსთაველის ეროვნულმა  სამეცნიერო ფონდმა ფუნდამენტური კვლევების ფარგლებში, რისთვისაც კვლევითი ჯგუფი დიდ მადლობას უხდის მას.

იუზა ხუსკივაძის მოსაგონარად იუზა ხუსკივაძის მოსაგონარად
დიმიტრი თუმანიშვილი
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა
და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევთი ცენტრი
აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

მოდით, ვიმსჯელოთ...
(უახლესი არქიტექტურის შეფასების კრიტერიუმების გამო)

ძვირად თუ მოიძებნება ვინმე, თავისი დროის კმაყოფილი რომ იყოს. თვალი ვის ნამყოსკენ გაურბის, ვის _ მყოფადისკენ, აწმყოსთვის კი სამდურავი თუ გვემეტება. სასაყვედურო დღევანდელობასთან ჩვენ მრავლადა გვაქვს და არცა ვტყუით _ ახლანდელ ჟამს დიახაც, აქვს საკუთარი სატკივარი. ვერ იტყვი, ასე მძიმე ცხოვრება არასოდეს ყოფილაო _ ომიანობაც, თუ მეტი არა, არანაკლებ საზარელი უნახავს დედამიწას და ჟამიანობაც, ერთი კი არის _ იგი უმაგალითოდ არეულია.  ალბათ, არასოდეს ყოფილა ასე ძალადაკარგული ყოველივე, რასაც საყოველთაო და აბსოლუტური ეთქმის, შესაბამისად კი _ ასე ძნელი ურთიერთგაგება და თანხმობის მიღწევა. ყოფითსა და ნივთიერ დარგებში საქმეს, ასე თუ ისე, შედეგიანობა, გამოსადეგობა შველის _ ტექნიკოსის, გნებავთ, ქიმიკოსის მიგნება მაშინ იკიდებს ფეხს, თუკი მისი მოშველიებით რომელიმე მანქანა, საღებავი ან მედიკამენტი გაუმჯობესდება.

გიორგი ხოშტარიას მხატვრობის შესახებ გიორგი ხოშტარიას მხატვრობის შესახებ
სამსონ ლეჟავა
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების
ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის
სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

გიორგი ხოშტარიას შემოქმედებამ ჩემზე იმთავითვე მოახდინა ძალიან ღრმა შთაბეჭდილება. შევეცდები საკუთარ თავს კითხვები დავუსვა - მაინც რამ განაპირობა ის ინტენსიური განცდა, რომელიც მის მხატვრობასთან შეხვედრას დაუკავშირდა?
პირველყოვლისა, მიმიზიდა მეტად თავისებურმა სივრციერებამ, სიხალვათემ, ერთგვარმა ტრანსპარენტულობამაც კი.

პეტრე ოცხელის  ბიოგრაფიისათვის პეტრე ოცხელის ბიოგრაფიისათვის
მერი მაცაბერიძე
ხელოვნებათმცოდნე ვალერიან გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირის-საქართველოს (YTA UNION) ნაციონალური ცენტრის ექსპერტი, პროექტების მენეჯერი

წინამდებარე ნაშრომი ეძღვნება მე-20 საუკუნის დასაწყისის 1920-1930-იანი წლების ქართული თეატრალური მხატვრობის ერთ-ერთ ძლიერ და თვალსაჩინო წარმომადგენელს, მოდერნიზმის ეპოქის მხატვარ-სცენოგრაფ პეტრე ოცხელს (1907-1937). ამჯერად შევეცადე თავი მომეყარა  მხატვრის ბიოგრაფიის გაფანტული, ცნობილი, ნაკლებად ცნობილი თუ უცნობი დეტალებისთვის, რაც ზეპირ მოგონებებზე, ეპისტოლურ და საარქივო მასალებზეა დამყარებული.

ინტერვიუ  იან  კუნელისთან ინტერვიუ იან კუნელისთან
ნანა ყიფიანი
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა
და ძეგლთა დაცვის კვლევითი ეროვნული ცენტრი

2017 წლის 16 თებერვალს გარდაიცვალა იანის კუნელისი, XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, სიცოცხლეშივე, ფაქტობრივად, ლეგენდად ქცეული, ბერძნული წარმომავლობის იტალიელი ხელოვანი.

სცენოგრაფიის განვითარების ტენდენციის შესახებ სცენოგრაფიის განვითარების ტენდენციის შესახებ
(ზოგადი სურათი-მონახაზი:1920-1970-იანი წლები)

ელენე თუმანიშვილი
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების
ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი


დრო, რეჟისორი, მხატვარი, მსახიობი, სპექტაკლის მხატვრული ენა, მისი პირობითობის ხარისხი... ამ ცნებებს შორის შეიძლება დაისვას მაკავშირებელი ისარი, ისარი, რომელიც მათ თანმიმდევრულობას, ერთი მეორიდან გამომდინარეობას აღნიშნავს.

დაკარგული დროისა და გმირის ძიებაში დაკარგული დროისა და გმირის ძიებაში
ინტერვიუ მხატვარ გურამ გელოვანის ოჯახთან

ნინო ჭინჭარაული
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა
და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი
დაკარგული დროისა და გმირის ძიებაში


მხატვარ გურამ გელოვანის (1928-1986) თაობა, რომელიც შემოქმედებით ასპარეზზე 1950-იანი წლებიდან გამოდის და 1960-იანი წლების ეროვნული იდენტობის მაძიებელ კულტურულ ცვლილებებს თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნების მნიშვნელოვან წინამძღვართა დასაძირკვლებით პასუხობს, დღესდღეობით, რამდენიმე მხატვრის სახელითღა შემორჩა საზოგადოებრივ ცნობიერებას. ხელოვანთა ეს თაობა ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საბჭოთა სისტემის ფარგლებში, რომლის მხატვრული პრაქტიკაც ოფიციალური, ჯერაც სოცრეალისტური მეთოდით რეგლამენტირებულ გარემოში ფუნქციონირებდა, ამავდროულად, მასში უკვე მოიაზრებოდა მნიშვნელოვანი შემოქმედებითი პოტენციალი.

ინტერვიუ დიმიტრი (დიმა) ერისთავთან ინტერვიუ დიმიტრი (დიმა) ერისთავთან
მარიამ მიქაძე
თსსა-ს ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრი
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების
ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის სტაჟიორი

გთხოვთ სრულად გვითხრათ თქვენი გვარი, სახელი, მამის სახელი და მოგვითხროთ თქვენი მშობლებისა და ოჯახის  შესახებ.

მე გახლავართ ერისთავი დიმიტრი ვახტანგის ძე. დავიბადე 1931 წლის 18 ივნისს, ქალაქ თბილისში. (ილ.1)
დედა ქართველიშვილი თამარ მიხეილის ასული

საუბარი ზურაბ ნიჟარაძესთან საუბარი ზურაბ ნიჟარაძესთან
სალომე ბუკია
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის სტაჟიორი
შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრი

(ილ. 1)
ბატონო ზურაბ, თუ შეიძლება გვესაუბრეთ ბავშვობაზე, მშობლებზე, რა გავლენა მოახდინეს მათ თქვენზე?
მამაჩემი იყო არჩილ ნიჟარაძე, სწავლობდა რეალურ სასწავლებელში, ინჟინერიის განხრით. მუშაობდა რკინიგზაზე, სარკინიგზო სასწავლებელშიც, სადაც ამზადებდნენ ამ რკინიგზელებს, იქ იყო პედაგოგი და პრორექტორი. დედამ, მართა თარხნიშვილმა „სმოლნი“ დაამთავრა პეტერბურგში, წარჩინებულ ქალთა და თავადაზნაურთა სასწავლებელი. შემდეგ მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკაში მუშაობდა. ასე რომ ბევრი წიგნი მომდიოდა, მათ შორის უცხოურიც, ამ მხრივ განებივრებული ვიყავი. ისეთი წიგნები მოდიოდა მანდ, იშვიათობა იყო, აქ არ იშოვებოდა არსად და ძალიან ბევრი რამ გავიცანი იქედან, საერთოდ ხელოვნების გარშემო, ევროპული ფერწერის გარშემო და ა.შ.  დიდი გავლენა ჰქონდა მშობლებს, საერთოდ, ატმოსფერო ჩვენს ოჯახში იყო ისეთი, რომ ჰუმანიტარული დარგები და განათლება იყო მთავარი. ბევრს ვკითხულობდი, დიდი ბიბლიოთეკა გვქონდა. ვერ ვიტყვი, რომ პირდაპირ მამზადებდნენ მხატვრად, მაგრ
...

დაწვრილებით...

ინტერვიუ მხატვარ-კერამიკოს რომუალდ ცუხიშვილთან ინტერვიუ მხატვარ-კერამიკოს რომუალდ ცუხიშვილთან
სოფიო ჩიტორელიძე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქარული ხელოვნების ისტორიისა
და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი


მხატვარი რომუალდ ცუხიშვილი 1960-იანელ კერამიკოსთა თაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. იგი მრავალმხრივი ხელოვანია, შექმნილი აქვს როგორც ყოფითი დანიშნულების ნიმუშები, ასევე, კედლის თეფშები, პანოები, მცირე ზომის დეკორატიული ქანდაკებები, კომპოზიციები და ა.შ. იგი ერთ-ერთი პირველი ქართველი მონუმენტალისტი კერამიკოსია, მუშაობს ფერწერასა და გრაფიკაშიც.

Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani