Georgian (Georgia)English (United Kingdom)
1991

91a91b91c91d


ინსტიტუტის შრომების ეს კრებული საილუსტრაციო მასალის გარეშე ქვეყნდება. 1991-92 წწ. მიჯნაზე თბილისში დატრიალებულ ტრაგედიას ჩვენი ინსტიტუტიც შეეწირა - დაინგრა მთელი შენობა, ერთიანად დაიწვა ყველაფერი, რაც გაგვაჩნდა (ბიბლიოთეკა, ნახაზების ფონდი, ფოტოთეკა), დაიღუპა ამ წიგნისთვის გამზადებული ტაბულებიც. მათი აღდგენა ვეღარ მოხერხდა. მაგრამ რაკი ტექსტში მითითებულია ტაბულები, წიგნს ერთვის მათი აღწერილობა.

1996 წ.


ელექტრონული ვერსიის მომზადებაზე მუშაობდნენ გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნილი ცენტრის უფროსი მეცნიერი თანამშრომლები: მარინა მეძმარიაშვილი, ნანა მირცხულავა, მაია ციციშვილი, მარიამ გაჩეჩილაძე; მეცნიერი თანამშრომელები: თამარ ბელაშვილი, გიორგი პაპაშვილი; სტაჟიორი თამთა შავგულიძე; ოპერატორი ნანა ღარიბაშვილი.

ელექტრონული ჟურნალის 1991 წლის ნომერი შეივსო იმ საილუსტრაციო მასალით, რომლის მოპოვებაც ამ ეტაპზე გახდა შესაძლებელი.

2011 წ.



ნინო თორნიკე ქსნის ერისთავის ასულის პორტრეტი
მაია ციციშვილი

XIX  საუკუნის პირველი ნახევრის თბილისური ფერწერული სკოლა ქართული ხელოვნების ისტორიის ღირშესანიშნავ, ისტორიული მნიშვნელობით, თვითმყოფადოფითა და მაღალი მხატვრული ღირსებით გამორჩეულ მოვლენათა რიგს მიეკუთვნება. დღეისათვის ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის ახსნილი და გარკვეული ყველა ის მხატვრულ-სტილისტური ძირი, რომელთაც განაპირობეს მისი წარმოშობა და ჩამოყალიბება.
...

დაწვრილებით...

ნიკო ფიროსმანაშვილის „პატარა მეთევზე“ (ნაწილი I)
დიმიტრი თუმანიშვილი

(ინტერპრეტაციის ცდა)*

ქართველ მხატვართაგან არც ერთზე არ დაწერილა იმდენი, რამდენიც ნ. ფიროსმანაშვილზე. მისი სურათების ღირსება და მათი თავისებურება, მისი უცნაური, არცთუ ბოლომდე გარკვეული, ლეგენდებით შეფარდებული ცხოვრების გზა, თვით მისი დაკარგული საფლავი იზიდავდა და იზიდავს ხელოვნების დამფასებელთა და მკვლევართ, მწერლებსა და მხატვრებს.
...
დაწვრილებით...

ნიკო ფიროსმანაშვილის „პატარა მეთევზე“ (ნაწილი II)
დიმიტრი თუმანიშვილი

რა რიგისაღა იყო ნ. ფიროსმანაშვილის ეროვნულ-მხატვრულ მემკვიდრეობასთან წილნაყარობა? მისი თანამედროვენიცა და ახლანდელი ადამიანებიც მას ძველი ქართული ხელოვნების გამგრძელებლად აღიქვამდნენ და აღიქვამენ. ფიროსმანის სურათების პირობით-სიბრტყით-იერატიული ნიშნები, მათი მონუმენტურობა ყველას ჩვენებურ კედლის მოხატულობებს ახსენებს.
...
დაწვრილებით...

ძველი თბილისის ყოფა საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ეროვნების მხატვართა შემოქმედებაში
დალი ლებანიძე

XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში ქართულ სახვით ხელოვნებაში ძირითადი ჟანრების და დარგების ჩამოყალიბება იწყება. სწორედ ამ დროს გამოვლინდა მხატვრების ინტერესი ყოფითი ჟანრის მიმართაც. ფერმწერებისა და გრაფიკოსების ყურადღება მიიპყრო საქართველოს ეთნოგრაფიული სინამდვილის მრავალფეროვნებამ,
...

დაწვრილებით...

პეიზაჟური ჟანრის განვითარების ახალი ტენდენციები 1930-იანი წლების ქართულ გრაფიკაში (ნაწილი I)
მარინე მეძმარიაშვილი

1930-იან წლებში ქართული სახვითი ხელოვნების განვითარებაში ახალი ეტაპი იწყება. ამ დროს თითქმის სრულიად ქრება ფუტურისტული, კუბისტური და სხვა ავანგარდისტული ნაწარმოებები და ინერგება „სოციალისტური რეალიზმი“, როგორც ხელოვნების  ერთადერთი მეთოდი. საბჭოთა ხელოვნებაში მომხდარი ეს ცვლილებები საბოლოოდ ჩამოყალიბებული ტოტალური ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროს
...
დაწვრილებით...

პეიზაჟური ჟანრის განვითარების ახალი ტენდენციები 1930-იანი წლების ქართულ გრაფიკაში (ნაწილი II)
მარინე მეძმარიაშვილი

რა იყო მიზეზი მხატვრის გამარტივებული მიდგომისა ნატურისადმი, რომელიც საინტერესო კომპოზიციათა შექმნის შესაძლებლობას იძლეოდა? ძნელია ვიფიქროთ, რომ იგი ვერ ამჩნევდა, ანდა არ ანიჭებდა მნიშვნელობას ძველი ქალაქის ამ თავისებურებებს.
...

დაწვრილებით...

ლადო გრიგოლიას წიგნის გრაფიკა
მარიამ გაჩეჩილაძე

საქართველოს სახალხო მხატვარი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი მხატვარი გრაფიკოსი ლადო გრიგოლია არის ქართული თანამედროვე წიგნის გრაფიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი და ერთადერთი ხელოვანი, ვინც მთელი თავისი სიცოცხლე ქართული წიგნის გრაფიკული სრულყოფის საქმეს მოანდომა. მის მიერ გაფორმებული წიგნების რიცხვი ორასს აღემატება.
...
დაწვრილებით...

გეგმარებითი ტრადიციები XIX ს. თბილისის ქალაქთმშენებლობაში (ნაწილი I)
გიორგი ბერიძე

თბილისის ქალაქთმშენებლობა ხასიათდება ნათლად გამოვლენილი თავისებურებებთ, რომლებიც დამყარებულია თბილისში მშენებლობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებზე, რაც ქალაქის განაშენიანების გამორჩეულ სახეს, განუმეორებელ კოლორიტს ანიჭებს. თბილისის ინდივიდუალური ქალაქური სახის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკუთვნის ადგილობრივ  ქალაქთმშენებლურ ტრადიციებს,
...

დაწვრილებით...

გეგმარებითი ტრადიციები XIX ს. თბილისის ქალაქთმშენებლობაში (ნაწილი II)
გიორგი ბერიძე

თბილისის უცხო, „კლასიცისტური ყაიდის“ გეგმარებითი ჩანაფიქრი, მოედნის ფორმის დამ ის ირგვლივ განლაგებული შენობების არაორგანული კომპოზიცია „სძლია“ მათ მოგონილ ფუნქციას, „შეუცვალა“ დანიშნულება, „გააუქმა და გააქრო“ მისი ღია არე. ამ ქალაქმშენებლურ კომპოზიციაში მონაწილე ფორმები – შენობები და მოედნის სივრცე არც ტიპოლოგიურად, არც ფუნქციურად
...

დაწვრილებით...

დეკორატიული პანოები ზაქარია მაისურაძის შემოქმედებაში
მარინე მაისურაძე

ქართული თანამედროვე პროფესიული კერამიკა უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტს მოიცავს. ხელოვნების ამ დარგის აღორძინება და განვითარება ჩვენს დროში დაკავშირებულია 1928 წელს თბილისის სამხატვრო აკადემიაში გახსნილ კერამიკის კათედრასთან.
...

დაწვრილებით...

რუსუდან გაჩეჩილაძის შემოქმედება (ნაწილი I)
სოფიო  იოსელიანი

ყოველი ახალი თაობა, იმის  მიუხედავად მოახდინა თუ არა მან მნიშვნელოვანი გარდატეხა, საკუთარ  კვალს ტოვებს ხელოვნებაში, რომელიც თავის დროის  სულისკვეთების უტყუარ გამომხატველს წარმოადგენს და ზოგჯერ იმ ფარულ ნაკადებსაც კი ააშკარავებს, რომლის აღმოჩენის უნარი, განსაკუთრებული ინტუიციის წყალობით, მხოლოდ ხელოვანს აქვს.
...

დაწვრილებით...

რუსუდან გაჩეჩილაძის შემოქმედება (ნაწილი II)
სოფიო იოსელიანი

პორტრეტის ინდივიდუალური დახასიათება რ. გაჩეჩილაძის პორტრეტებში ნაკვთებისა და მთლიანი ფიგურის იერის სინთეზით   მიიღწევა,   რ. გაჩეჩილაძე  პორტრეტზე  მუშაობისას ყოველთვის  მთლიანობაში  ითვალისწინებს   მოდელს – სახეს, სხეულს, კიდურებს, მოძრაობას, ჟესტს, გამოხედვას. ეს მისთვის განუყოფელი მთლიანობაა, სადაც ყოველი დეტალი, დიდი თუ მცირე ფორმა, ამ ადამიანის მთლია
...

დაწვრილებით...

Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani