Georgian (Georgia)English (United Kingdom)
საქართველოს თემა რუს მხატვართა ხელოვნებაში

ინგა (კლარა) ქარაია
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

საქართველოს თემა რუს მხატვართა ხელოვნებაში
(სახელმწიფო რუსული მუზეუმის კოლექციიდან, სანკტ-პეტერბურგი)

სტატია შესრულებულია შოთა რუსთაველის სამეცნიერო ეროვნული ფონდის მიერ ფუნდამენტური კვლევების პროგრამით დაფინანსებული პროექტის („ქართული მოძრავი კულტურული მემკვიდრეობის ვირტუალური ანასტილოსი სანკტ-პეტერბურგის მუზეუმებში დაცული კოლექციების კვლევის საფუძველზე“, პროექტის #FR17-503, წამყვანი ორგანიზაცია: აპ. ქუთათელაძის სახ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, 2018-2020) ფარგლებში.
სახელმწიფო რუსულ მუზეუმშისახელმწიფო რუსული  მუზეუმის (Государственный Русский Музей, დაარსდა 1895 წ.) პირველი კოლექცია შედგებოდა ერმიტაჟიდან, გატჩინას, ზამთრისა და ალექსანდრეს სასახლეებიდან, ასევე, რუსეთის საბჭოთა რესპუბლიკის მიერ საიმპერატორო სამხატვრო აკადემიის გაუქმების შემდეგ (1918 წ.) მუზეუმში გადმოტანილი სიძველეებისგან,  1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ნაციონალიზებული კერძო კოლექციებისგან.პროექტის სამეცნიერო ჯგუფის მიერ ჩატარებული წინასწარი კვლევისას გაირკვა, რომ ქართველ მხატვართა ნამუშევრების არცთუ დიდ რაოდენობასთან ერთად, მუზეუმის ფონდებში დაცულია რუს მხატვართა არაერთი ფერწერული ტილო და გრაფიკული ალბომიCOVID-19-ის პანდემიის გამო, 2020 წელს ვერ განხორციელდა პროექტის სამეცნიერო ჯგუფის წევრთა მივლინება რუსული მუზეუმის ფონდებში კვლევების ჩასატარებლად. აქედან გამომდინარე,  წინამდებარე კვლევა ჩატარდა რუსი კოლეგების მიერ მოწოდებული და ჩვენს ხელთ არსებული მასალების საფუძველზე., რომლებიც საქართველოს თემას ეძღვნება და მოიცავს პერიოდს მე-18 ს. მიწურულიდან მე-20 ს. დასაწყისის ჩათვლით. რუსული მხატვრობის ეს მემკვიდრეობა მნიშვნელოვნად ამდიდრებს ჩვენს წარმოდგენას ამ პერიოდის ქართული რეალობის არაერთ ასპექტზე და საკმაოდ ფასეულია, როგორც ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის, ისე  ისტორიულ-პოლიტიკური თუ სოციალური კონტექსტის კვლევის თვალსაზრისით.
რუსულ სახვით ხელოვნებაში ქართული თემატიკა გაჩნდა რუსეთის იმპერიასთან საქართველოს შეერთების შემდეგ და ინტენსიური ხასიათი მიიღო რუსეთის მიერ კავკასიაში წარმოებული ომების პერიოდში (1817-1864), როცა რომანტიკული და გმირული სულისკვეთებით გაჟღენთილი კავკასია არა მხოლოდ რუსი სამხედროების, არამედ, მეცნიერების, მოგზაურების, პოეტებისა და მხატვართა ყურადღების ცენტრში მოექცა. კრიტიკოს ბესარიონ ბელინსკის  თქმით, ძალიან მალე „კავკასია რუსებისთვის გადაიქცა არა მხოლოდ ფართო, უსაზღვრო თავისუფლების, არამედ, დაუშრეტელი პოეზიის, მჩქეფარე ცხოვრებისა და გულადი ოცნების ქვეყნად“Белинский Б., Сочинения, 1948, ტ. III. Москва: ОГИЗ, გვ. 438-439.ამიტომაც, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ რუს მხატვართა შემოქმედებაში ასე დიდ ადგილს იკავებს კავკასიური თემა და, კერძოდ, აღმოსავლურ-დასავლურ სამყაროთა გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო, მისი ხალხი, ყოფა-ცხოვრება, მდიდარი ბუნება და ტრადიციები, ხუროთმოძღვრული ძეგლები და დრამატიზმით აღსავსე წარსული. ცხადია, ამგვარმა დამოკიდებულებამ განაპირობა ის გარემოებაც, რომ საქართველოს თემაზე შექმნილი რუს მხატვართა ნამუშევრების ნაწილი, რომელიც სახელმწიფო რუსული მუზეუმის ფონდებშია დაცული, ხშირად რომანტიკულ ელფერს ატარებს, ზოგჯერ სიუჟეტის იდეალიზაციით ან ჭარბი „აღმოსავლური ეგზოტიკურობით“ ხასიათდება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათგანი შესრულებულია არაპროფესიონალთა მიერ, ამ ნამუშევართა უმეტესობა ობიექტურად ასახავს რეალობას, გამოირჩევა საკმაო დამაჯერებლობით და დოკუმენტური სიზუსტით.
საქართველოში რუს მხატვართა პირველი ჩამოსვლა იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც  ქართული დაზგური მხატვრობის ფორმირება და განვითარების პროცესი მიმდინარეობდა. თუმცა, მე-19 ს. პირველი ნახევრის ქართულ სახვით ხელოვნებაში რუსი (ან სხვა უცხოელი) მხატვრების შემოქმედების კვალი აშკარად არ იკვეთება და არც მის განვითარებაზე მოუხდენია უშუალო ზეგავლენა. პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ ქართულმა კულტურულმა გარემომ, გარკვეულწილად, განსაზღვრა მათი  შემოქმედების ხასიათი და ზოგი თავისებურებაც, რაც, ბუნებრივია, დამოკიდებული იყო ამა თუ იმ მხატვრის ინდივიდუალურ მისწრაფებასა და სურვილზე, ჩასწვდომოდა და საკუთარ ნამუშევრებში აესახა მისთვის „ახლად აღმოჩენილი“ ქვეყნის ნაკლებად ცნობილი  კულტურა.
რუს მხატვართა  საქართველოში მოგზაურობა სხვადასხვა მიზანს უკავშირდებოდა. რიგ  შემთხვევაში (განსაკუთრებით მე-19 საუკუნის მიწურულსა1790-იანი წლების დასაწყისი - გეორგიევსკის ტრაქტატის (1783) მომზადების წინა პერიოდი.და  პირველ ათწლეულებში), ეს ვიზიტი წარმოადგენდა რუს ხელისუფალთა დაკვეთას - ზოგი მხატვარი სპეციალურად იყო მივლინებული კავკასიაში რუსეთის მთავრობის მიერ,  რათა აესახათ „მნიშვნელოვანი სამხედრო მოვლენები და რუსეთის მიერ კავკასიის ახლად შემომტკიცებული ადგილები. ეს მხატვრები ერთგვარი სამხედრო ტოპოგრაფების როლს ასრულებდნენ, თან კი, მათ ალბომებსა თუ სურათებში აისახა ინტერესი ადგილობრივი ბუნების, ყოფა-ცხოვრების, მოსახლეობის, ისტორიული პირების, ხუროთმოძღვრული ძეგლების მიმართ“ჭოღოშვილი ნ., გერმანული მხატვრული ტრადიცია და საქართველო XIX საუკუნის დასაწყისიდან XX საუკუნის 40-იან წლებამდე, სადისერტაციო ნაშრომის ავტორეფერატი, ხელნაწერის უფლებით, 2006, გვ. 71830-იანი წლებიდან  საქართველოში ჩამოსულ რუს ხელოვანთა ნაწილი კი უბრალოდ დაინტერესებული იყო კავკასიაში მოგზაურობით და ამ მხარის ბუნებისა თუ ყოფის ამსახველ ნაწარმოებთა შესრულებით, ან ქმნიდა ნამუშევარს სანკტ-პეტერბურგის საიმპერატორო სამხატვრო აკადემიის აკადემიკოსის წოდების  მოსაპოვებლად.
სახელმწიფო რუსული მუზეუმის ფონდებში დაცულია მოგზაურობის ალბომებისმოგზაურობის ალბომის ჟანრი (Жанр путевого художественного альбома) რუსეთში განვითარდა მე-18 ს. ბოლოდან, მას შემდეგ, რაც საიმპერატორო სამხატვრო აკადემია გამორჩეულად ნიჭიერ კურსდამთავრებულებს უზრუნველყოფდა „პენსიით“ - ევროპაში  მოგზაურობისა და ოსტატობის სრულყოფის მიზნით. ეს ჟანრი განსაკუთრებით განვითარდა იმპერიის მიერ კავკასიის ანექსიის შემდეგ, როცა საჭირო გახდა შემომტკიცებული ტერიტორიების ფიქსაცია (ე. წ. "გადაღება"), რასაც, ძირითადად, ასრულებდნენ ინჟინერ-ტოპოგრაფები, რომლებიც ხატვის ტექნიკასაც ფლობდნენ ან მხატვრები, რომელთა ალბომები მოიცავს საქართველოში მოგზაურობის ამსახველ არაერთ საინტერესო ნიმუშს.უმდიდრესი კოლექცია, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ ერთ-ერთი პირველი რუსი მხატვარი, ვინც საქართველოში იმოგზაურა და  შექმნა  ნამუშევრები ქართულ თემაზე, იყო პეიზაჟისტი მიხეილ  ივანოვი (1748–1823). მის მიერ 1780-1800 წლებში შესრულებულ  სამ ალბომში  შედის ორასზე მეტი ნახატი სხვადასხვა ქვეყნის, კავკასიისა და მათ შორის, საქართველოს ხედებით. ერთ-ერთი მათგანი განეკუთვნება 1782 წელს, როდესაც რუს ხელისუფალთა ბრძანებით, მხატვარი გაგზავნილი იქნა სომხეთსა და საქართველოში ტერიტორიების "გადასაღებად" (იგი თან ახლდა გენერალ-მაიორ პავლე პოტიომკინს, რომელმაც რუსეთის იმპერატორ ეკატერინე II-ს მიერ გაცემული ფართო უფლებამოსილებით, 1783 წელს ხელი მოაწერა გეორგიევსკის ტრაქტატს). თუმცა, მიუხედავად რეალობის დოკუმენტურად ასახვის აუცილებლობისა,  პეიზაჟისტი მხატვარი მისთვის სახასიათო რომანტიკული აღქმის ერთგული რჩება. ფანქრით და აკვარელის ტექნიკით შესრულებულ ნამუშევრებში მ. ივანოვი ერიდება მსუყე შტრიხებს და მკვეთრ შუქ-ჩრდილებს, მათში ნახატის სიზუსტე შერწყმულია რბილ, გარკვეულწილად მკრთალ, დელიკატურ ტონებთან. ამ პეიზაჟური მოტივების „სტილს განსაზღვრავს არა „მშრალად წერის“ ელემენტები ან ნატურალისტური ხედვა, არამედ, ბუნების შესანიშნავი აღქმა, მაღალესთეტიკური გემოვნება, უცნობი ადგილმდებარეობის თვალწარმტაც კუთხეთა შერჩევის უნარი და, რაც მთავარია,  მათი გაცოცხლება პოეტური განცდით“Капарулина О., Путевые альбомы Михаила Матвеевича Иванова в собрании Русского музея, журн. „Наше  Наследие", № 86. Москва, 2008, გვ. 51.ამასთან, მ. ივანოვის ალბომებში შესულ თითქმის ყველა ნახატს აქვს ავტორისეული მინაწერები ადგილებისა და თარიღების მითითებით, რაც ნათელ წარმოდგენას გვიქმნის მე-18 საუკუნის საქართველოს  სხვადასხვა კუთხესა („მცხეთის ხედი“, „ლარსის დასახლება“, „ციხე-სიმაგრე საქართველოში“, „ანანური“ და სხვ.,ილ. 1, 2, 3) და თბილისზე („შურის ციხე მტკვრის სანაპიროზე“, „ორთაჭალის ხედი“ და სხვ. ილ. 4 ), რომლის თემა მ. ივანოვმა „რამდენჯერმე გაიმეორა, მათ შორის ზეთის მასალაში, რაც იშვიათია მხატვრის შემოქმედებაში“Капарулина О., იქვე.ძველი თბილისის ეს ხედები უდავოდ საინტერესოა აღა-მაჰმად ხანის ლაშქრის შემოსევამდელი (1795) ქალაქის ამ ნაწილის ისტორიული იერსახის აღსაქმელად.
0102
03
04
მე-19 ს. პირველ ნახევარში საქართველოში სპეციალური მისიით ჩამოსულ რუს მხატვართა შორის იყო რუსული ბატალური ფერწერის ერთ-ერთი პირველი ოსტატი ვლადიმერ მოშკოვი (1792-1839), ზოგჯერ მოიხსენიება როგორც მაშკოვი), რომლის შემოქმედება მჭიდროდაა დაკავშირებული იმპერიის მიერ კავკასიაში წარმოებული ომების ეპოპეასთან. საიმპერატორო სამხატვრო აკადემიის წარმატებით დამთავრებისა (ხელმძღვანელი: მიხეილ ივანოვი, 1812 წ.) და  აკადემიკოსის წოდების მიღების შემდეგ, 1816 წელს ვლ. მოშკოვი მხატვრად გამწესდა ალექსეი ერმოლოვის ელჩობით ირანში წარგზავნილ დიპლომატიურ მისიაშიВиртуальный Русский музей https://rusmuseumvrm.ru/reference/classifier/author/moshkov_vladimir_ivanovichდა განსაკუთრებული როლი მიენიჭა - შეესრულებინა „მემატიანის“ როლი  და აღებეჭდა ყველა ღირსშესანიშნავი მომენტი, რის გამოც, საქართველოში მისი პირველი მოგზაურობის  დროს შესრულებული ნახატები (აკვარელის ტექნიკა) გარკვეულ ტოპოგრაფიულ ხასიათს ატარებს და უფრო მხარის სამხედრო მნიშვნელობის პუნქტების ფიქსაციას წარმოადგენს. შემოქმედებითი თვალსაზრისით, ვლ. მოშკოვისთვის გაცილებით ნაყოფიერი იყო მისი მეორე მოგზაურობა კავკასიაში 1820-იან წლებში, როცა იგი ფეხდაფეხ მიჰყვებოდა რუსეთის არმიას და უშუალოდ მონაწილეობდა გენერალ-ფელდმარშალ ივან პასკევიჩის მეთაურობით წარმატებით განხორციელებულ მასშტაბურ საომარ კამპანიებში: რუსეთ-ირანისა (1826-1828) და რუსეთ-თურქეთის (1828-1829) ომებში. სწორედ ამ დროს შექმნა ვლ. მოშკოვმა ესკიზები და ჩანახატები თავისი ცნობილი ბატალური ჟანრის სურათებისა და ლითოგრაფიებისთვის, რომლებიც გადმოსცემს კავკასიაში ჩატარებული საომარი ოპერაციების თითქმის ყველა ძირითად მომენტს. ამ კომპაქტურ კომპოზიციებში წინა და უკანა პლანი ორგანულად ერწყმის ერთმანეთს და, ამასთან, თითქმის ყველა სურათის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს პეიზაჟი ან ქალაქების ხედი, რომელსაც მხატვარი შინაარსის გასახსნელად იყენებს. ამ მხრივ, უდავოდ საინტერესოა მხატვრის ერთ-ერთი ლითოგრაფია „ახალციხის აღება“ (დაცულია შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების მუზეუმში), სადაც ასახულია ქართული ქალაქის გათავისუფლება თურქთა რამდენიმესაუკუნოვანი ბატონობისგან. ვლ. მოშკოვს ეკუთვნის საქართველოს ამსახველი არაერთი სურათი, რომელიც მან თბილისში ცხოვრების წლებში (1829-1830) შეასრულა და ხასიათდება ასასახავი ობიექტისადმი უშუალო დამოკიდებულებით.  მათ შორისაა თბილისის რამდენიმე ხედი ორთაჭალის მხრიდან აღებული რაკურსით, მცირე ზომის სურათი  „მდინარე არაგვი“ (დაცულია რუსული მუზეუმის ფონდში, ГРМ, № 35411, აკვარელის ტექნიკა), რომელზეც გამოსახულია არაგვის ხეობის ფრაგმენტი მცხეთის მისადგომებთან. სურათი გამოირჩევა თბილი კოლორიტით და კომპოზიციის შეკრულობით. სახელმწიფო რუსული მუზეუმის ნახატების ფონდში ინახება, ასევე, ვლ. მოშკოვის ალბომები, სადაც შესულია ქართველთა 40-ზე მეტი პორტრეტი (მათ შორის, რუსეთ-ირანისა და რუსეთ-თურქეთის ომების მონაწილე ქართველ მილიციელთა), რომელთა შესწავლის შესაძლებლობა პროექტის სამუშაო ჯგუფს, ჯერჯერობით, არ ჰქონია.
ნიკანორ  ჩერნეცოვი (1805-1879)ნიკანორ ჩერნეცოვი (1804-1879) - რუსი მხატვარ-პეიზაჟისტი, ქალაქური ხედებისა და ინტერიერების ავტორი. იყო „მხატვართა წახალისების საიმპერატორო საზოგადოების“ პენსიონერი, დაჯილდოებული იყო ოქროს დიდი მედლით, საიმპერატორო სამხატვრო აკადემიის აკადემიკოსი (1832) ფერწერის დარგში.პირველი რუსი მხატვარია, რომელიც საქართველოში გაემგზავრა საიმპერატორო სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ (1827) აკადემიკოსის წოდების მოპოვების მიზნით, რისთვისაც მას აკადემიის საბჭოს საგანგებო კრების დადგენილებით, თბილისის ხედები უნდა შეესრულებინა. მხატვარი პირველად 1829 წელსნ. ჩერნეცოვის შემოქმედების რუს მკვლევართა აზრით, საქართველოში მის მოგზაურობას დიდად შეუწყო ხელი ქართული წარმომავლობის გრაფმა პავლე ქუთაისოვმა (1780-1840), საიმპერატორო კარის კამერჰერმა და სენატორმა,  „მხატვართა წახალისების საიმპერატორო საზოგადოების“ თავმჯდომარემ, რომელიც მფარველობას და მატერიალურ დახმარებას უწევდა ახალგაზრდა ნიჭიერ მხატვრებს და ძმები ჩერნეცოვებისთვის სახელოსნოც გამოყო სამუშაოდ.ჩამოვიდა საქართველოში, სადაც 1831 წლამდე დაჰყო, ცხოვრობდა თბილისში და მოგზაურობდა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში. ამ ხნის განმავლობაში „იგი დაუღალავად ავსებდა თავისი ალბომების ფურცლებს ქუჩებისა და ქუჩაბანდების, ძველი არქიტექტურული ნაგებობების, ტაძრების, მეჩეთების, ბაზრების, ყოფითი სცენებისა და მცხოვრებთა ტიპების ჩანახატებით. ამ მოგზაურობის შედეგად შეიქმნა რამდენიმე ასეული ნახატი აკვარელით, კალმით და სეპიით, რომლებიც წარმოადგენს გულმოდგინედ და ნატურისადმი უშუალო დამოკიდებულებით შესრულებულ მოგზაურობის თავისებურ „ფერწერულ“ დღიურს“Смирнов Г., Братья Чернецовы. Издательство "Искусство" , 1949 г. გვ. 20.სწორედ ეს ესკიზები და ჩანახატები იქცა ამოსავალ მასალად მხატვრის მომავალი ნამუშევრებისა და, მათ შორის, პანორამული სურათისთვის - „თბილისის ხედი“ (ილ. 5), რომელიც მან სანკტ-პეტერბურგში დაბრუნების შემდეგ შექმნა, რისთვისაც 1832 წელს ფერწერის სრული აკადემიკოსის წოდება მიენიჭა (მანამდე, 1831 წელს, აკადემიის საბჭომ ნიკანორ  ჩერნეცოვს „დანიშნული აკადემიკოსის“ წოდება მიანიჭა მთიანი საქართველოს ხედების ამსახველი ორი ფერწერული ტილოსთვის, რომელთაგან ერთ-ერთი - „დარიალის ხეობა“ (ილ. 6), მხატვარს შეუსრულებია უშუალოდ ალ. პუშკინის თხოვნით,ნ. ჩერნეცოვის ალბომში ერთ-ერთ ჩანახატს - „დარიალის ხედი, აღებული  თბილისიდან ვლადიკავკაზში მიმავალი გზიდან“ 1830 წლის 22 სექტემბერს“ აქვს ავტორისეული მინაწერი: „სურათი დაწერილია პოეტ ა. პუშკინისთვის“. კავკასიაში მისი მოგზაურობის მოსაგონებლად და რომელიც, წლების მანძილზე, პოეტის სამუშაო კაბინეტს ამშვენებდა სანკტ-პეტერბურგში. ამჟამად დაცულია ა. პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, მოსკოვი).
05
06
ნიკანორ ჩერნეცოვი მეორედაც ეწვია საქართველოს, როცა გრაფ მიხეილ ვორონცოვთანკავკასიის მეფისნაცვალი და კავკასიის განსაკუთრებული კორპუსის მთავარსარდალი (1844-1854).(იმხანად, ნოვოროსიისკისა და ბესარაბიის გენერალ-გუბერნატორი) მუშაობისა და ოდესაში ცხოვრების წლებში (1833-36) მოიარა შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქები, მოინახულა საქართველოს სხვადასხვა კუთხე (აფხაზეთი, სამეგრელო, ქართლ-კახეთი, იმერეთი და სხვ.). მხატვარს აინტერესებდა ყველაფერი: ბუნება, მთები, ციხეები, სოფლები და ქალაქები, ადამიანთა ცხოვრების წესი და მათი ტრადიციები, ეთნიკური ტიპები, კოსტიუმები«Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона (ЭСБЕ), Акционерное издательское общество Ф. А. Брокгауз-И. А. Ефрон (Петербург), 1890-1907 гг. Чернецовы, http://www.vehi.net/brokgauz/index.html.და  ცდილობდა აესახა ყველაფერი, რაც მისი თვალთახედვის არეში ექცეოდა. „იგი აღტაცებული იყო საქართველოს ყოფის და ბუნების მრავალფეროვნებით, არ კარგავდა არცერთ წუთს,  ესწრაფოდა, რაც შეიძლება მეტი ენახა და აღეწერა თავისი ალბომების ფურცლებზე“Смирнов Г., Братья Чернецовы.., გვ. 23.ამ ხანგრძლივი მოგზაურობის  ამსახველი მხატვრის ალბომები სამასზე მეტი ჩანახატით და ესკიზით  (აკვარელი, კალამი, სეპიის ტექნიკა), ასევე,  ხელნაწერები კომენტარებითურთ რამდენიმე ფერწერულ ტილოსთან ერთად, დაცულია სახელმწიფო რუსული მუზეუმის ფონდებში (ხელნაწერთა განყოფილება/ОР ГРМ, ф. 28), რომელთა ნახვა, ჯერჯერობით, ვერ  მოხერხდა COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო. თუმცა, ნ. ჩერნეცოვის შემოქმედების მკვლევართა ნაშრომებზე დაყრდნობით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს ფაქიზად და გულდასმით შესრულებული ესკიზები და ჩანახატები თითქმის დოკუმენტური სიზუსტით ასახავს ადგილობრივ პეიზაჟებს, არქიტექტურის თავისებურებებს, ყოველდღიურ ცხოვრებას და მოსახლეობის ტიპებს. აღსანიშნავია, რომ თავის დროზე „მხატვართა წახალისების საზოგადოების“ მესვეურებმაც მაღალი შეფასება მისცეს მის მიერ აკადემიის საბჭოზე წარდგენილ ნამუშევრებს, რაც საზოგადოების ანგარიშშიც აღინიშნა: ”მოგზაურობიდან დაბრუნებულმა ნ. ჩერნეცოვმა თან ჩამოიტანა ადგილობრივი ყოფის ამსახველი უამრავი ნახატი, რაც ადასტურებს ობიექტის შერჩევის  შესანიშნავ გემოვნებას... ნახატისა და ფერწერის სიმსუბუქეს“.http://www.skunb.ru/node/4042
ნანახის დოკუმენტური სიზუსტით ასახვისკენ სწრაფვა ზოგადად ახასიათებს ნ. ჩერნეცოვის ფერწერას, რაც განპირობებულია კლასიცისტური აკადემიური მომზადებით, რომელიც მან საიმპერატორო სამხატვრო აკადემიაში გაიარა თავის უფროს ძმასთან  -  გრიგორ ჩერნეცოვთანგრიგორ ჩერნეცოვი (1802-1865), ფერმწერი, მუშაობდა პეიზაჟის, პორტრეტის, ინტერიერისა და ისტორიულ ჟანრში, ქმნიდა მრავალფიგურიან კომპოზიციებს. იყო „მხატვართა წახალისების საიმპერატორო საზოგადოების“ პენსიონერი, საიმპერატორო სამხატვრო აკადემიის აკადემიკოსი (1831), „მისი საიმპერატორო უდიდებულესობის" კარის მხატვარი.ერთად, ვისაც  მჭიდროდ უკავშირდება მხატვრის ბიოგრაფიის არაერთი ეტაპი (აკადემიაში სწავლების წლები, შემოქმედებითი მოგზაურობები იმპერიის სხვადასხვა კუთხეში, ევროპისა და აზიის ქვეყნებში), რის გამოც, რუსი  ხელოვნებათმცოდნეები ძმების ფერწერას, ხშირად, ერთიან კონტექსტში აანალიზებენ, მიუხედავად იმისა, რომ ნიკანორის მხატვრული ინტერესი, ძირითადად, პეიზაჟისკენ იხრებოდა, ხოლო გრიგორი, პეიზაჟის გარდა, ქმნიდა პორტრეტებს და  მრავალფიგურიან კომპოზიციებსაც. მათი შემოქმედება ნათლად ასახავს რუსული სახვითი ხელოვნების მხატვრული პროცესების დინამიკას, როცა ირღვეოდა აკადემიური საფუძვლები, იხვეწებოდა რომანტიკული ტენდენციები  და იბადებოდა ახალი რეალისტური პრინციპები Никольская Е., Творчество живописцев братьев Чернецовых, автореферат диссертации, заключение, Москва, 2006, გვ. 2. http://cheloveknauka.com/tvorchestvo-zhivopistsev-bratiev-chernetsovyh.თუმცა, ძირითადად, „მთელი ცხოვრების მანძილზე ოსტატები ემორჩილებოდნენ თავიანთ მთავარ შემოქმედებით მცნებებს - „წერონ მხოლოდ ნატურიდან“, ჩასწვდნენ მის ჭეშმარიტ ბუნებას, „დაეყრდნონ ნატურას“ და არა „სასიამოვნო გემოვნებას“... მათი სურათები ატარებენ არა მხოლოდ ტოპოგრაფიულ ხასიათს, არამედ, წარმოადგენენ პეიზაჟური მხატვრობის მაღალხარისხოვან ნიმუშებს, არქიტექტურული შენობების გამოსახვისას, ისინი გამოირჩევა გრაფიკული სიცხადით, რბილი კოლორისტული გამით, შეზღუდული ფერადოვანი აქცენტებით,  სინათლისა თუ ჰაერის პერსპექტივის ოსტატურად გამოყენებით - ადგილმდებარეობის რეალისტური „პორტრეტულობა“ ჰარმონიულად ერწყმის ბუნების პოეტურ აღქმას და სურათების ამაღლებულ შინაარსსНикольская Е., Творчество живописцев братьев Чернецовых,...იქვე.
0708
სწორედ ეს თავისებურებები გამოარჩევს ნ. ჩერნეცოვის ნამუშევარს „თბილისის ხედი“, რომლისთვისაც მას ფერწერის აკადემიკოსის წოდება მიენიჭა. სურათზე ასახულია ძველი თბილისის უბანი, რომლის ხედი აღებულია უჩვეულო რაკურსით - ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ. მხატვარი სადა, თავშეკავებული კოლორიტით გადმოსცემს ქალაქის ცალკეულ ადგილებს, რისთვისაც მიმართავს მისი სამოგზაურო ალბომებისთვის ჩვეული დეტალების ზუსტი ფიქსაციის მეთოდს, გვერდს უვლის ფართო განზოგადებებს, დიდ ყურადღებას უთმობს კომპოზიციურ გადაწყვეტას, ცდილობს, მომგებიანად წარმოაჩინოს ყველა ხედი თუ ფრაგმენტი, ისევე, როგორც პანორამულ სურათში - „მეტეხის ციხესიმაგრე და თათრული მეჩეთი თბილისში“ (ილ. 7), სადაც ცენტრალური ადგილი უკავია ნარიყალას ციხის ქვემოთ გამოსახულ თეთრ მეჩეთს და მინარეთს, აბანოთუბანს, თბილისურ აივნებიან და ბანებიან სახლებს, ქარვასლის, სიონისა და მეტეხის ტაძრების გამოსახულებებს. ორივე შემთხვევაში პეიზაჟური კომპოზიცია „ძალზე გამოკვეთილი და დეტალიზებულია, თუმცა, ამ სურათების ერთგვარი სიმშრალე ხელს არ უშლის  ხასიათის გამოკვეთას, არ არის მოკლებული გამომსახველობას, ძალზე გულწრფელია და თავისებურად ხსნის ბუნების სილამაზეს და სიდიადეს“Смирнов Г., Братья Чернецовы. Издательство "Искусство" , 1949 г. გვ. 24.ნ. ჩერნეცოვი შესანიშნავად აღიქვამს და „გრძნობს“ მე-19 ს. 40-იანი წლების თბილისის თავისებურ სახეს, რომელსაც მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე მხატვარი არაერთხელ მიუბრუნდა და 1833-1839 წლებში სხვადასხვა მასალაში არაერთი ნამუშევარი („თბილისის ხედი“, ილ. 8; „მეტეხის ხიდი“, „საბაჟოსა და ჰოსპიტლების ხედი თბილისში“, „თავად ბებუთოვის სახლი თბილისში“, „გოგირდოვანი აბანოების შიდა ხედი“ და სხვ.) შეასრულა მოგზაურობისას ჩახატული ესკიზების საფუძველზე. მათ მიხედვით შესაძლებელია გარკვეული შთაბეჭდილების შექმნა  მე-19 ს. შუა ხანების თბილისზე და, ასევე, საქართველოს სხვადასხვა კუთხეზეც: „ბაგრატის ტაძრის ნანგრევები“ (ილ. 9), „ღმრთისმშობლის შობის ტაძარი ქუთაისში“ (ილ. 10),  „სურამის ციხე“ (ილ. 11), „ტაძრის ნანგრევები კახეთში“, დარიალის ხეობის რამდენიმე ვარიანტი, „გაგრის ციხე აფხაზეთში“ (ილ. 12), მცხეთის, გორის, ფოთისა და სხვა ადგილმდებარეობათა ხედები.
0910.
11.12.
გარდა იმისა, რომ ნ. ჩერნეცოვის ეს ნამუშევრები ხასიათდება შთამბეჭდავი კომპოზიციური გადაწყვეტით, პეიზაჟური მოტივების გულმოდგინე დამუშავებით და  მკაცრად დაცული ხაზოვანი პერსპექტივით, თითოეული მათგანი შესრულებულია დიდი კეთილსინდისიერებით, გულმოდგინედ, ყველა დეტალისა და წვრილმანის გამოკვეთით, რაც, შესაძლოა, რამდენადმე  ამცირებდეს მათ მხატვრულ ღირებულებას, მაგრამ ქართველ მკვლევართათვის უდავოდ საინტერესოა ობიექტის დოკუმენტური ასახვის თვალსაზრისით. მათი უმეტესობა დაცულია სახელმწიფო რუსული მუზეუმის ფონდებში, ნაწილი კი ინახება ტრეტიაკოვის სახელმწიფო გალერეაში, პუშკინის სახ. სახვითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების მუზეუმში, სახელმწიფო ერმიტაჟსა და სხვა მუზეუმებში იმ ჩანახატებსა და ესკიზებთან ერთად (ილ. 13), რომლებსაც მხატვარი დაუღალავად იხატავდა და ფოტოგრაფიული სიზუსტით აღბეჭდავდა საქართველოში მოგზაურობის ალბომებში, მოგვიანებით კი, მათ საფუძველზე ქმნიდა თავის ცნობილ ფერწერულ-გრაფიკულ კომპოზიციებს. ძველი არქიტექტურული ნაგებობების, ტაძრების, მეჩეთებისა და პეიზაჟური მოტივების ათეულობით ჩანახატი ავტორისეული კომენტარებით (მათ შორის “თბილისის ხედისთვის“ შესრულებული უამრავი ესკიზი არქიტექტურული დეტალებით და ფერების მინიშნებითაც კი), რომლებიც დაცულია სახელმწიფო რუსული მუზეუმის ფონდებში, უდავოდ საინტერესოა საქართველოს სხვადასხვა კუთხის, განსაკუთრებით კი მე-19 საუკუნის 30-40-იანი წლების თბილისის დაგეგმარებისა და არქიტექტურული იერის შესწავლის თვალსაზრისით და ეჭვგარეშეა, საფუძვლიანი  სამომავლო კვლევის საგნად უნდა იქცეს.
13.
სახელმწიფო რუსულ მუზეუმში ინახება ცნობილი რუსი მხატვრის გრიგოლ გაგარინისგრიგოლ გაგარინი (1810-1893), მხატვარი, არქიტექტორი, ხელოვნების მკვლევარი, საიმპერატორო კარის მთავარი კამერჰერი, იმყოფებოდა დიპლომატიურ (1832-1839) და სამხედრო (1841-1864) სამსახურში, საიმპერატორო სამხატვრო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი  და საპატიო წევრი (1859-1872), მხატვართა წახალისების საიმპერატორო საზოგადოების, რუსეთის არქეოლოგიური და გეოგრაფიული საზოგადოებების წევრი, თეორიული ნაშრომების ავტორი რუსულ-ბიზანტიური სტილის საკითხებზე.ნამუშევრების უდიდესი კოლექცია - ოთხი ათასზე მეტი გრაფიკული ერთეული არქიტექტურული ნახაზებისა და ორნამენტის ესკიზების ჩათვლით, გრავიურები, ფოტომასალები, ორმოცამდე ფერწერული ტილო, რომელთა უმეტესობა იმპერატორ ალექსანდრე III-ის მიერ დაარსებული რუსული მუზეუმისთვის 1898 წელს გადაუცია მხატვრის ქვრივს სოფია გაგარინას. მათ შორის საკმაოდ მრავლადაა კავკასიის თემისადმი მიძღვნილი სურათები, რომელთა ნაწილი (ჩვენი ინფორმაციით, რამდენიმე ასეული ნამუშევარი) საქართველოს ეძღვნება და ფასეულ დოკუმენტურ მასალას წარმოადგენს მე-19 საუკუნის შუახანების ქართული კულტურული ყოფის, არქიტექტურული ძეგლების, საზოგადოების სხვადასხვა ფენის - ადგილობრივი არისტოკრატიისა თუ ჩვეულებრივ ადამიანთა  ასახვის თვალსაზრისით, მიუხედავად იმისა, რომ გ. გაგარინს სპეციალური სახელოვნებო განათლება არ მიუღიაგ. გაგარინი საფუძვლიანად დაეუფლა ფერწერის საფუძვლებს კარლ ბრიულოვის ხელმძღვანელობით რომში, სადაც მამამისი 1822-1832 წლებში იტალიაში რუსეთის ელჩად იყო მივლინებული, ხოლო საფრანგეთში დიპლომატიური სამსახურის (1829-1832) პარალელურად, სორბონის უნივერსიტეტში (პარიზი) სწავლობდა არქიტექტურას და სამშენებლო საქმეს  და, საბოლოო ჯამში, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში თექვსმეტი წელი გაატარა, საფუძვლიანად გაეცნო 1820-30-იანი წლების ფრანგულ რომანტიზმს, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მისი მსოფლხედვისა და მხატვრული ხედვის ფორმირებაზე. იგი მოყვარული მხატვარია  და ეს იგრძნობა კიდეც მისი ბევრი ნამუშევრის კომპოზიციური სქემის აგებასა და მოცულობითი სივრცის გადაწყვეტაში. თანამედროვე რუს ხელოვნებათმცოდნეთა აზრით, „სწორედ იმის წყალობით, რომ იგი  არ იყო შეზღუდული აკადემიური განათლების ჩარჩოებით, ბევრი რამ მას საოცრად მძაფრი გამოსდიოდა, რაც იმ პერიოდისთვის აბსოლუტურად წარმოუდგენლად გამოიყურებოდა“Кадочникова В., Капарулина О., Григорий Гагарин, Изд.: ФГБУК Государственный русский музей, 2010, გვ. 47.მისი მრავალმხრივი შემოქმედება შორს დგას დილეტანტიზმისგან, გამომდინარე ხელოვნებისადმი ერთგულებით, მხატვრული მოღვაწეობის ნაყოფიერი შედეგებით და თვითდახვეწისკენ მუდმივი სწრაფვით“Филиппова О., Творчество Г.Г. Гагарина – универсальной личности, Young Scientist,  № 5 (69) • May, 2019..., გვ. 362.
გ. გაგარინი კავკასიას პირველად 1837 წელს ეწვია, როცა 27 წლის ყმაწვილი მრჩევლის სტატუსით ახლდა რეგიონში მოვლინებულ ნიკოლოზ I-ის ამალას. იგი იმთავითვე დიდად მოიხიბლა მხარის მდიდარი კულტურით და მისი მოგზაურობის ალბომში სწორედ ამ დროიდან ჩნდება პირველი ჩანახატები კავკასიის თემაზეФилиппова О., Творчество Г.Г. Гагарина – универсальной личности, Young Scientist,  № 5 (69) • May, 2019, გვ. 360., რომლებიც ცხადყოფს, რომ ბიზანტიური არქიტექტურის შესწავლის (1834-1835) შემდეგ, იგი დიდად დაინტერესებულა ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლებით. გ. გაგარინი  საქართველოში მეორედ 1840-1843 წლებში იმყოფებოდა, როცა იმპერიული რეჟიმისადმი კრიტიკულად განწყობილ სხვა რუს არისტოკრატ ახალგაზრდებთან (ე. წ. „თექვსმეტთა ჯგუფი“) ერთად,  თან ჩამოჰყვა კავკასიაში გადასახლებულ თავის მეგობარს მიხეილ ლერმონტოვსცნობილია, რომ გ. გაგარინს და მ. ლერმონტოვს „შემოქმედებითი  მეგობრობაც“ აკავშირებდათ და რიგ შემთხვევაში,   ერთობლივადაც ასრულებდნენ ნამუშევრებს. შემორჩენილია აკვარელის ტექნიკით შესრულებული რამდენიმე ნახატი, რომელთაგან  ორ კომპოზიციას აქვს  წარწერა: „დახატა ლერმონტოვმა, გააფერადა გაგარინმა“, მათ შორისაა „ბრძოლის ეპიზოდი მდინარე ვალერიკთან“,  1840 წ., სახელმწიფო რუსული მუზეუმი.ამ პერიოდთან, როცა კავკასია მიიჩნეოდა "რუს თავისუფლად მოაზროვნეთა თავშესაფრად", დაკავშირებულია გ. გაგარინის შემოქმედების ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი, როცა იგი ქმნის მრავალრიცხოვან ეტიუდს, პორტრეტს, ჟანრული და პეიზაჟური ჩანახატების ციკლს, რომლებიც, რუს ხელოვნებათმცოდნეთა აზრით, მხატვრის გრაფიკული და ფერწერული მემკვიდრეობის საუკეთესო ნაწილს წარმოადგენს. ცნობილია, რომ ამ წლებში იგი დაუახლოვდა ქართველ არისტოკრატთა ოჯახებს, მათ შორის მანანა ორბელიანის, განსაკუთრებით კი პოეტ ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახს და, ბუნებრივია, სწორედ ამ ურთიერთობის შედეგად შეიქმნა თვით პოეტის, მისი ვაჟის, დავით ჭავჭავაძისა და მაიკო ორბელიანის ცნობილი პორტრეტები, აგრეთვე, გორის აზნაურთა წინამძღოლის ა. ერისთავის მეუღლის,  მართა სოლოღაშვილის პორტრეტი (ილ. 14), „ახალგაზრდა ქართველი ქალის პორტრეტი“ (ილ. 15), „ქართველი ქალი ქერა ნაწნავებით“ (ილ. 16), „ახალგაზრდა ქართველი მამაკაცის პორტრეტი“ (ილ. 17), „კნიაჟნა დადიანის პორტრეტი მონაზვნის სამოსელში“ (დაცულია სახელმწიფო რუსულ მუზეუმში), რომლებშიც გ. გაგარინის ხელწერისთვის დამახასიათებელი თავისუფალი მონასმი და შტრიხების სიმსუბუქე ქმნის პოეტურ განწყობას, ზედმიწევნით განასახიერებს ქალურ სილამაზეს, მომხიბვლელობას და გრაციოზულობას. გარდა პორტრეტებისა (ილ. 18), მხატვრის ნამუშევრებს შორისაა 1830-1840-იან წლებში შესრულებული პეიზაჟურ და ყოფით მოტივებზე შექმნილი არაერთი გრაფიკული კომპოზიცია, სადაც აქვარელის ფერადოვნება დამატყვევებელი სისადავით და დამაჯერებლად გადმოსცემს მზის ნათების სიძლიერეს, მთის ჰაერის სიწმინდესა თუ თოვლიანი მწვერვალების ელვარებას. სახელმწიფო რუსულ მუზეუმში ინახება, ასევე, გ. გაგარინის მიერ ზეთის მასალით შესრულებული მცირე ზომის ესკიზები, რომლებიც დიდი მხატვრული ღირებულებისაა. ისინი გაჯერებულია ფერწერულობით, გამოირჩევა ფერადოვანი ლაქების სიმდიდრით, ჩრდილ-სინათლის თამამი გადათამაშებით, რომლის ყველაზე ღრმა ჩრდილების ფერთა მახასიათებლებიც კი გაგარინს აახლოებს მე-19 ს. შუა პერიოდის ფერწერის წამყვან ოსტატებთან“Савинова А. Лермонтов и художник Г. Г. Гагарин // М. Ю. Лермонтов / АН СССР. Ин-т рус. лит. (Пушкин. Дом). М.: Изд-во АН СССР, 1948. Кн. II. С. (Лит. наследство; Т. 45/46). („ალაზნის გადასასვლელთან“, „ღვინის დაწურვა კახეთში“, „გომბორის გზა თბილისიდან თელავისკენ“  და სხვ. (ილ. 19), ამავე პერიოდს განეკუთვნება მრავალრიცხოვანი ჟანრული ესკიზი: ახალგაზრდა ქართველ ქალთა ცეკვები დაირებით (ილ. 20), საღამოხანს დროსტარების ეპიზოდები სახლების ბანებზე  ან ვენახების ჩრდილში, სავაჭრო დუქნებთან თავშეყრის, საკულტო რიტუალების შესრულებისა თუ ყოველდღიური ყოფის ამსახველი  სცენები, ხუროთმოძღვრული ძეგლები (ილ. 21), რომლებსაც მხატვარი გულმოდგინედ იხატავდა საქართველოს სხვადასხვა კუთხესა და თბილისში, სადაც მას აინტერესებდა, ყველაფერი იზიდავდა თავისთავადობით და ნათელი ეროვნული კოლორიტით.
14.15.
16.17.
18.
19.20.
21
ეს ინტერესი კიდევ უფრო გაღრმავდა შემდგომ წლებში, როცა 1848 წელს გ. გაგარინი მივლენილ იქნა თბილისში, კავკასიის მეფინაცვალ მიხეილ ვორონცოვთან „მეცნიერული და მხატვრული მიმართულებით გამოყენების მიზნით“. საბოლოო ჯამში, გ. გაგარინმა საქართველოში ექვსი წლის მანძილზე  (1848-1855) იცხოვრა, გულით შეიყვარა  მისი ბუნება, ხალხი, კულტურა და მნიშვნელოვანი როლიც შეასრულა მე-19 საუკუნის შუახანების თბილისის  კულტურულ ცხოვრებაში, და, თავის მხრივ, რუს ხელოვნებათმცოდნეთა აზრით, „ამ რეგიონის კულტურამაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, სწორედ აქ გაიხსნა მთელი სისავსით მისი მხატვრული ტალანტი“Корнилова А.В. Григорий Гагарин. Творческий путь. От романтизма к русско-византийскому стилю. Изд. дом «Искусство», Москва, 2001. გვ.19.
1840-იანი წლების მიწურულს საქართველოში გ. გაგარინის მოღვაწეობამ გაცილებით  მასშტაბური სახე შეიძინა, ის არ შემოფარგლულა მხოლოდ მხატვრული შემოქმედებით და არაერთი კულტურული წამოწყების ხელშემწყობად გვევლინება, რის გამოც თანამედროვე სახელოვნებათმცოდნეო კვლევებში გ. გაგარინის მხატვრული მემკვიდრეობა და საზოგადოებრივი მოღვაწეობა კომპლექსურად განიხილება. არქიტექტურული განათლების საფუძვლებმა, რომელიც გ. გაგარინმა პარიზში (სორბონის უნივერსიტეტში) მიიღო, საშუალება მისცა მას არა მხოლოდ ღრმად შეესწავლა ძველი ქართული ხუროთმოძღვრების არაერთი ძეგლი, არამედ, მონაწილეობა მიეღო მათ რესტავრაციაში და, რიგ შემთხვევაში, საკუთარი სახსრებიც გაეღო დაზიანებული მოხატულობის აღსადგენად (მათ შორის, თამარ მეფის ფრესკა ბეთანიის ეკლესიაში), შეესრულებინა სიონის საკათედრო ტაძრის კედლის მოხატულობა (მისთვის სახასიათო ბიზანტიური სტილიზაციით), რისთვისაც მან მოსკოვიდან და პეტერბურგიდან საგანგებოდ გამოიწერა მასალები (მოგვიანებით, ამ მოხატულობის გამო, ალ. დიუმა თავის წიგნში „კავკასია“, სიონს „ერთ-ერთ ელეგანტურ ტაძრად“ მიიჩნევს). 1847 წელს, როცა საძირკველი ჩაეყარა ქართული თეატრისთვის ახალი შენობის აგებას (არქიტექტორი: ჯოვანი სკუდიერი), გ. გაგარინმა შეასრულა დარბაზისა და ფოიეს მხატვრული გაფორმების სამუშაოები, შექმნა თეატრის ფარდაც (ნაგებობა და, მასთან ერთად, მისი შემოქმედების ეს საინტერესო ნაწილიც 1874 წელს ხანძარმა იმსხვერპლა), თეატრის გახსნის შემდეგ კი ინტენსიურად მონაწილეობდა სპექტაკლების დეკორაციებისა და კოსტიუმების  შექმნაში  (გ. ერისთავის პიესებისთვის „გაყრა“, „დავა“ და სხვ.) ზოგჯერ კი რეჟისორის ფუნქციასაც ასრულებდა. გარდა ამისა, გ. გაგარინი, როგორც რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების წევრი, მონაწილეობდა საქართველოს პირველი მუზეუმის - კავკასიის მუზეუმის დაფუძნებაში (1852), შექმნა პროექტი თბილისში სამხატვრო სკოლის გახსნისთვის, თუმცა, მიუხედავად რუსეთის საიმპერატორო სამხატვრო აკადემიის თანადგომისა, იმპერიის ცენტრიდან თანხმობა ვერ მოიპოვა.
უაღრესად დატვირთული საზოგადოებრივი საქმიანობის მიუხედავად, გ. გაგარინი კვლავ ბევრს მოგზაურობს მთელ საქართველოში, აგროვებს მასალებს და იკვლევს  ქვეყნის სხვადასხვა კუთხის ყოფას, ეთნოტიპებს და ეროვნული სამოსელის მრავალფეროვნებას, რაც თავს იყრის ალბომების მრავალრიცხოვან ჩანახატებში და შემდეგში გამოყენებული იქნება სხვადასხვა ჟანრის ნამუშევრების შესაქმნელად. გ. გაგარინის გვიანდელ ფერწერულ ტილოებში ეჭვგარეშეა მხატვრის მნიშვნელოვანი ზრდა ზეთის მასალის გამოყენების დახვეწისა და ბუნებასთან დამოკიდებულების გამოხატვის თვალსაზრისით. ადრეული ნამუშევრების ოდნავ სიმშრალეს ენაცვლება ლამაზად დადებული მონასმის უფრო მეტი გაბედულება, ფერთა ურთიერთმიმართების გაზრდილი მნიშვნელოვანება და განზოგადებული ტონალობა  (მაგ., "ლეკური", ილ. 22). მოგზაურობების დროს შესრულებული ბევრი ჩანახატი, მოგვიანებით, გ. გაგარინმა გამოიყენა ლითოგრაფიების შესაქმნელად ალბომებისთვის „ფერწერული კავკასია“ (Le Caucase pittoresque, Publisher: Plon frères) და „კავკასიის კოსტიუმები“  (Les costumes de Caucase), რომლებიც პარიზში გამოიცა 1847-1857 წლებში და საქართველოში მისი მოღვაწეობის თავისებურ შეჯამებას წარმოადგენს. გ. გაგარინის ნახატების მიხედვით ცნობილ ფრანგ ოსტატთა და თვით მხატვრის მიერ შესრულებულმა ლითოგრაფიებმა (ხუროთმოძღვრების ძეგლები, ჟანრული და ბატალური სცენები) ევროპას გააცნო მისთვის აქამდე უცნობი ქვეყნის მრავალფეროვანი კულტურა (ილ. 23). ამ ალბომში შესულ ნამუშევართა ნაწილი რუსული მუზეუმის ფონდებში ინახება  და ცხადყოფს, რომ მხატვარი ყურადღების გარეშე არ ტოვებს არცერთ მისთვის საინტერესო მომენტს, თუმცა, მაინც, როგორც პორტრეტისტს, ხშირად აქცენტი გადააქვს ადამიანთა გამოსახვაზე, მათი ხასიათისა თუ ემოციის („მონადირეთა სადგომი სამეგრელოში“, ილ. 24) გადმოცემაზე. გ. გაგარინის ბევრი ესკიზი შესულია, ასევე, ალბომში „ბიზანტიური, ქართული და ძველი რუსული ორნამენტების კოლექცია და არქიტექტურული ძეგლები“Собрание византийских, грузинских и древнерусских орнаментов и памятников архитектуры, Типография А. Бенке. Хромолитография Штадлер и Паттинот. С.-Петербург, 1897.ამ ესკიზებში  დეტალურად და გულდასმითაა ასახული საქართველოს ხუროთმოძღვრული ნაგებობები პეიზაჟურ ფონზე, მათი რაკურსების, ჭრილებისა და გეგმების ჩათვლით.
22.23.
24.
ცნობილია, რომ პეტერბურგის  ელიტა გ. გაგარინის „ხატვით გატაცებას“ მის ერთგვარ ჰობად მიიჩნევდა,  მაგრამ საქართველოში მის სხვა, მრავალმხრივ საქმიანობაზე ინფორმაციამ საკმაო აღშფოთება გამოიწვია და დიდგვაროვანი ნათესაობა შეეცადა, ყველაფერი ეღონათ სამშობლოში მის დასაბრუნებლად.  თუმცა, გ.  გაგარინს იმდენად უყვარდა  საქართველო, რომ არაფრით თანხმდებოდა საიმპერატორო კარის შემოთავაზებებს  და მხოლოდ მ. ვორონცოვის (1854) გადადგომის შემდეგ დაბრუნდა პეტერბურგში, სადაც საიმპერატორო სამხატვრო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტად  დაინიშნა.  მას თბილისიდან წასვლის შემდეგაც არ გაუწყვეტია კავშირი საქართველოსთან, შეიძლება ითქვას, რომ სიცოცხლის ბოლომდე „კავკასიის მხატვრად“ დარჩა. მხატვარი წლების მანძილზე, ამუშავებდა აქ მიღებულ შთაბეჭდილებებს, რასაც ადასტურებს მისი მდიდარი მხატვრული მემკვიდრეობა, რომელიც დაცულია რუსეთის სხვადასხვა მუზეუმებში, განსაკუთრებით კი - სახელმწიფო რუსულ მუზეუმში, სადაც გ. გაგარინის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენაზე (23.12.2010-16.05.2011) „ასი წლის შემდეგ პირველად გამოიფინა ფერწერული ტილოები, წიგნების ილუსტრაციები, მოგზაურობის ჩანახატები, თეატრალურ-დეკორაციული ხელოვნების ნიმუშები, არქიტექტურული პროექტები, ეკლესიის მოხატულობის ესკიზები, ხატები, ფრესკების ასლები,  ადრეული ფოტოგრაფიული ნამუშევრები, ლითოგრაფიული ალბომები, ასევე, საარქივო დოკუმენტები“Русский музей, анонс выставки Г. Г. Гагарина, https://rusmuseum.ru/mikhailovsky-castle/exhibitions/grigory-gagarin/,რომელთა საკმაოდ დიდი ნაწილი საქართველოშია შექმნილი. ცხადია, ამ მდიდარი მემკვიდრეობის ფასეულობას მეტწილად განსაზღვრავს მათი ღრმად რეალისტური და დოკუმენტური ხასიათი (ილ. 25-27). ამასთან, აშკარაა, რომ გ. გაგარინის  ნამუშევრები სულაც  არ წარმოადგენს მოვლენების პასიურ ფიქსაციას, არამედ, გამოირჩევა იმ უშუალობით და სპონტანურობით, რაც დამახასიათებელია მხოლოდ თვითმხილველისთვის, რომელსაც მისთვის საინტერესო შთაბეჭდილების მძაფრად გადმოცემასთან ერთად, თანაგანცდის უნარიც ახასიათებს.
25.
26.
27.
სახელმწიფო რუსულ მუზეუმში დაცულია, ასევე, არაერთი რუსი მხატვრის ნამუშევრები, რომლებიც საქართველოში მე-19 ს. მეორე ნახევრიდან ჩამოდიოდნენ ქვეყნის ბუნების, ყოფისა და კულტურის მხატვრული გააზრების მიზნით, რასაც ხელი შეუწყო იმ გარემოებამაც, რომ 1860-იან წლებში კავკასიის მეფისნაცვალმა მიხეილ ვორონცოვმა საიმპერატორო სამხატვრო აკადემიას შესთავაზა, ყურადღება მიეპყრო კავკასიისთვის, როგორც მხატვრული ასახვის დაუშრეტელი წყაროსთვის. „ამიტომაც, ბევრი მხატვარი შედიოდა კავკასიაში დისლოცირებული რუსეთის არმიის შემადგენლობაში და ერთგვარი მემატიანის როლს ასრულებდა. ამ მხატვართა (პ. ბაბაევი, ი. ალექსანდროვსკი, კ. ფილიპოვი, ტ. გორშელტი, ი. ზანკოვსკი და სხვ.) ნამუშევრები გამოირჩევა ხაზგასმული რეალისტურობით, ვინაიდან შექმნილია უშუალო და ცოცხალ შთაბეჭდილებათა საფუძველზე“Коршунов Ю., Иван Федорович Александровский (1817-1894). М.: Наука, 1997. გვ. 10
ფერმწერი და ლიტერატორი ვასილ ვერეშჩაგინი (1842-1904) 1863 წელს  გამოემგზავრა კავკასიაში მხატვარ ლევ ლაგორიოს ხელშეწყობით, რომელიც კავკასიის მეფისნაცვლის ამალაში იმყოფებოდა. ვ.  ვერეშჩაგინი 1860 წლიდან სწავლობდა საიმპერატორო სამხატვრო აკადემიაში, მაგრამ, აკადემიური სწავლების სისტემით იმედგაცრუებულმა მალევე (1863) დატოვა სასწავლებელი და კავკასიისკენ გაეშურა „დაუძლეველი“ სურვილით, დაეთვალიერებინა და ნატურიდან ჩაეხატა ჩრდილოელის თვალისთვის უჩვეულო სამხრეთული ბუნება, ხალხის ცხოვრების ცოცხალი სცენები და ეთნოტიპები,  ვინაიდან მიაჩნდა, რომ ეს ბევრად უფრო  შეუწყობდა ხელს მის პროფესიულ სრულყოფას. რუს ხელოვნებათმცოდნეთა აზრით, „მართლაც სწორედ კავკასიაში, რომელიც „თავისუფალი პოეტური სულის თავშესაფარს“ წარმოადგენდა, შეიძინა ვერეშჩაგინის აბსტრაქტულ-ლიტერატურულმა ინტერესებმა და მხატვრულმა ძიებებმა  ხატოვანება და სიმძაფრე“Завадская Е., Художник, воин, путешественник // Василий Васильевич Верещагин. М., 1986.
ვ. ვერეშჩაგინი  წელიწადზე  მეტხანს ცხოვრობდა თბილისში, სადაც თავს ირჩენდა ხატვის კერძო გაკვეთილებით და კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოებისთვის რეგიონში გავრცელებულ შინაურ ცხოველთა ტიპების ალბომების შექმნით. ცხადია, პარალელურად  და შემდეგშიც, როცა კვლავ დაბრუნდა საქართველოში (1865), მხატვარი ძალზე დიდ დროს უთმობდა საქართველოს  კულტურის გაცნობას და „რაღაც გაშმაგებით მუშაობდა, ცდილობდა ყოველივე იმის დაფიქსირებას, რაც სახასიათოდ და საინტერესოდ მიაჩნდა. მისი ზოგიერთი იმდროინდელი პორტრეტული ესკიზი, რომელიც უკვე თავისუფალია ძველი აკადემიური სკოლის პირობითობისა და იდეალიზაციისგან, გამოირჩევა ფსიქოლოგიური მახასიათებლების ექსპრესიულობით და სიმძაფრით“Завадская Е., Художник, воин, путешественник // Василий Васильевич Верещагин. იქვე.მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის ვ. ვერეშჩაგინის ნამუშევრები უფრო ეთნოგრაფიულ-ჟანრული ხასიათისაა,  მხატვარი მაინც, უმეტესწილად, პლენერზე მუშაობს, რაც მის ვიზუალურ მგრძნობელობას უჩვეულოდ ამძაფრებს - ვ. ვერეშჩაგინი ცდილობს მოიხელთოს ფერთა გრადაციები განათების ბუნებისა და სიმძლავრის შესაბამისად:  წერს ესკიზებს დილაადრიან, შებინდებისას, ღამით, მზის თვალისმომჭრელი ნათების დროს, ავდარში. შესაბამისად, ნამუშევრების ხასიათიც იცვლება და ხდება უფრო მრავალფეროვანი - დიდი ფორმატის გულდასმით დამუშავებული ეტიუდური სურათებიდან მსუბუქ, სწრაფ ჩანახატებამდე, რომლებიც  თითქოს აფიქსირებს "ერთ წერტილს“ ან „ერთ ფერადოვან შთაბეჭდილებას". ამასთან, განათების, ფაქტურისა და მოცულობის გადმოცემისას, მხატვარი მიმართავს თავისუფალ ექსპერიმენტებს, ცდილობს, გამომსახველობას მიაღწიოს ფერთა განსხვავებული კომბინაციით, სიმკვრივით და თამამი მოდულაციებით. ეს თავისებურებები ნათლად შეინიშნება 1897 წელს ვირტუოზულად შესრულებულ ფერწერულ ტილოში „ყაზბეგის მთა“ (ილ. 28), რომელიც განასახიერებს მხატვრის აღფრთოვანებას მთის ლანდშაფტის სიდიადით. ამ ნამუშევარში ვ. ვერეშჩაგინი შესანიშნავად გადმოსცემს იმ წარუშლელ შთაბეჭდილებას, რასაც მასში მზის ამოსვლა, მისი თანდათანობითი  გაბრწყინება და დილის ნისლის ცივ ბურუსში ჩაძირული ღრმა ხეობა იწვევს.
28.
ვ. ვერეშჩაგინს ეკუთვნის საკმაოდ ბევრი ფერწერული ტილო და გრაფიკული ნამუშევარი, რომლებიც მან კავკასიას და, კერძოდ, საქართველოს მიუძღვნა. ხუროთმოძღვრულ ძეგლთა ხედებისა (ილ. 29), და ყოფითი სცენების ამსახველი ეტიუდების გარდა, რომლებსაც იგი პერიოდულად აქვეყნებდა ფრანგულ (Le Tour de Moude) და რუსულ (Всемирный путешественник)  ჟურნალებში. მის ჩანახატებს შორისაა ადგილობრივი ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელთა პორტრეტები („ქართველი მამაკაცი“, „მეგრელი“ და სხვ.). რომლებიც დაცულია  სახელმწიფო რუსულ მუზეუმში  პეიზაჟურ მოტივებზე შექმნილ  („ანანური“, „ქართული ქალაქის ქუჩა“, „სადგური გუდაური“, „ქართული ტაძრის ინტერიერი“ და სხვ.) და 1897 წელს შესრულებულ სხვა ესკიზებთან ერთად. ეს ესკიზები, სამწუხაროდ, ვერ იქცა მისი ახალი ნამუშევრების საფუძვლად, მხატვრის ტრაგიკულად დაღუპვის გამო (1904).
29.
იმ რუს მხატვრებს შორის, რომელთა შემოქმედება კავკასიას და, მათ შორის, საქართველოს უკავშირდება, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ნიკოლოზ იაროშენკოს (1846-1898). იგი პირველი იყო „პერედვიჟნიკების“რუსეთის მხატვართა გაერთიანება „მოძრავ სამხატვრო გამოფენათა ამხანაგობა“/Товарищество передвижных художественных выставок  (შემოკლ. Передви́жники/პერედვიჟნიკები) მე-19 ს. ბოლო მესამედში აღმოცენდა და 1923 წლამდე იარსება.წრიდან, რომელმაც შეძლო განრიდებოდა კავკასიის ბუნების  ტრადიციულ ლიტერატურულ-რომანტიკულ აღქმას. მისთვის კავკასია იქცა ნამდვილ აღმოჩენად და შემოქმედების მთავარ თემად. მხატვარი განაცვიფრა და აღაფრთოვანა საქართველოს მრავალფეროვანმა ლანდშაფტმა და სხვადასხვა კუთხეში თავისი ერთწლიანი მოგზაურობის (1882) შემდეგ, პირველად მიმართა პეიზაჟს, როგორც დამოუკიდებელ ჟანრს (მანამდე იგი ორგანულად ერწყმოდა მის ჟანრულ ნაწარმოებთა  სიუჟეტს), რამაც მას განსაკუთრებული წარმატება მოუტანა. სხვა რუს მხატვართა მსგავსად, ნ. იაროშენკო შემდეგ წლებშიც (თითქმის ორი ათეული წლის განმავლობაში) ხშირად უბრუნდებოდა საქართველოს თემას და პეიზაჟური ეტიუდების (მოყოლებული შავი ზღვის სანაპიროდან, დამთავრებული დარიალის ხეობის მიდამოების ჩანახატებით) საფუძველზე ქმნიდა მთიანი პეიზაჟების ამსახველ ტილოებს, სადაც სიღრმისეული წვდომით ძერწავდა კონკრეტული ადგილების რეალისტურ გამოსახულებებს. მათი უმეტესობა, ამჟამად, წარმოადგენს რუსეთის სხვადასხვა  მუზეუმის (ტრეტიაკოვის სახელმწიფო გალერეა, პოლტავისა და არხანგელსკის სახვითი ხელოვნების მუზეუმები,  მხატვრის სახლ-მუზეუმი კისლოვოდსკში და სხვ.) საკუთრებას. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სახელმწიფო რუსულ მუზეუმში დაცულია ნ. იაროშენკოს რამდენიმე პეიზაჟური კომპოზიცია („იალბუზი ღრუბლებში“, „კავკასიის მთიანი მწვერვალები“ (ილ. 30),  რომლებშიც ასახულია მშვენიერი, დიდებული, ზოგჯერ, მკაცრი ბუნება ლურჯი ცის ნათებით და მზისგან განათებული თოვლიანი მწვერვალებით, სივრცის უკიდეგანობით, ჰაერის გამჭვირვალებით, რაც ბუნების მძაფრ შეგრძნებასთან ერთად, ტილოებზე თამამი ფერის კომბინაციებს ქმნისhttps://it-s-a-wonderful-world.ru/kavkaz-v-proizvedeniyax-xudozhnikov-19-nachala-20-vv/.
30.
ნიკოლოზ იაროშენკოს მიწვევით, 1888 წელს, საქართველოში პირველად ჩამოვიდა  ცნობილი რუსი მხატვარი არხიპ კუინჯი (1842-1910), რომელიც შემდეგშიც, ბევრი სხვა რუსი მხატვრის მსგავსად, არაერთხელ დაბრუნდა აქ. მას აღაფრთოვანებდა ამაყი და თავისუფლებისმოყვარე ხალხის თვითმყოფადი კულტურა, წეს-ჩვეულებები და ტრადიციები, კავკასიის მთები, განსაკუთრებით კი -  იალბუზი, რომლის არაერთი ფერწერული ვარიაცია და, ფაქტობრივად, მთელი სერია შექმნა (ილ. 31-32). მათში გადმოცემულია დღის სხვადასხვა მონაკვეთში მიღებული შთაბეჭდილებები და განსხვავებული განწყობილებები. შვიდი ფერწერული კომპოზიცია, რომლებიც დაცულია სახელმწიფო რუსულ მუზეუმში, განასახიერებს როგორც ბუნების დიდებულებას, ასევე, ხაზს უსვამს იალბუზის მთის ერთგვარად მისტიკურ ხასიათს და მიუწვდომლობას.
31.32.
რუსული მუზეუმის ფონდებში დაცულია მე-19 ს. ბოლო მესამედის რუსული პეიზაჟური მხატვრობის ერთ-ერთი ცნობილი ოსტატის, არსენი მეშჩერსკის (1834-1902) რამდენიმე ნამუშევარი, რომლებიც ასახავს საქართველოს მთისა და ზღვის პეიზაჟებს. ამ უჩვეულოდ რეალისტურ  სურათებს ახასიათებს ყველაზე მცირე დეტალების საგულდაგულო შესრულება, ფერების სიკაშკაშე და ჰარმონია, განათების ეფექტების ოსტატურად  გამოყენება. მათ შორისაა „დარიალის ხეობა“ (1871, ილ. 33), რომლის მხატვრულად ასახვისთვის გვერდი არ აუვლია თითქმის არცერთ რუს მხატვარს, ვინც საქართველოში ჩამოსულა, რაც, უთუოდ, განპირობებული იყო „კავკასიის კარიბჭესთან“ მიახლოებისას მიღებული განსაკუთრებული და მძაფრი  შთაბეჭდილებით.
33.
საქართველოს ბუნების მრავალფეროვნება და კოლორიტული ყოფა აღაფრთოვანებდა არაპროფესიონალ მხატვრებსაც, მათ, ვინც საქართველოს სხვადასხვა მიზნით სტუმრობდა. ამ მხრივ, განსაკუთრებით საყურადღებოა რუსი პოეტისა და პროზაიკოსის, მიხეილ ლერმონტოვის (1814-1841) მრავალრიცხოვანი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, რომლებიც ასახავს კავკასიის და, მათ შორის, საქართველოს ეთნოგრაფიულ ყოფას და ბუნებას. ცნობილია, რომ მთელი თავისი ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე მ. ლერმონტოვი, ხატვით და ფერწერით იყო გატაცებული  და მისი ნამუშევრებიდან გამომდინარე, ლიტერატურულ ტალანტთან ერთად,  ნიჭიერი მხატვარიც ყოფილა. პოეტის ნამუშევრების უმრავლესობა დაცულია სანკტ-პეტერბურგში, სახელმწიფო ლიტერატურულ მუზეუმში (მაგ., 1837 წელს შესრულებული მისი ერთ-ერთი საუკეთესო ფერწერული ტილო „თბილისის ხედი“ (ილ. 34),  რომელიც ასახავს ქალაქის ხედს ავლაბრიდან), მ. ლერმონტოვის სახელმწიფო მუზეუმში (ტარხანი) და სხვ.  ხოლო სახელმწიფო რუსულ მუზეუმში დაცულია  მ. ლერმონტოვის რამდენიმე ნაწარმოები  („დარიალის ხეობა, თამარის ციხე“, „კოშკი სიონში ყაზბეგის მახლობლად“ და სხვ. ილ. 35),   რომლებიც ნათლად გადმოსცემს ავტორისეულ  განწყობას და ნანახით აღძრულ შთაბეჭდილებას.
34.35.
გარდა ზემოთ განხილული მასალებისა, სახელმწიფო რუსულ მუზეუმში დაცულია არაერთი რუსი მხატვრის ნამუშევრები, რომელთა შორისაა: ლევ ლაგორიოს მიერ შესრულებული  საქართველოს ხედები („დედოფალ თამარის ციხე საქართველოს სამხედრო გზაზე, დარიალის ხეობაში“, რომელიც ალექსანდრე III-მ  შეიძინა რუსული მუზეუმისთვის), „პერედვიჟნიკების“ გამოფენების აქტიური მონაწილეების - ალექსანდრე კისელევის, პოლიდორ ბაბაევის, კონსტანტინ ფილიპოვის, ფრანც რუბოს, ვასილ ტიმის, ილია ზანკოვსკის, რუფინ სუდკოვსკისა და სხვათა ნაწარმოებები, რომლებიც ასახავს საქართველოს ბუნებას, ხუროთმოძღვრულ ძეგლებს, სოფლებსა და ქალაქებს, ადამიანთა ცხოვრების წესს და ტრადიციებს, ეთნიკურ ტიპებს და სხვ. გარდა ამისა, უდავოდ საინტერესოა მუზეუმის ფონდში დაცული ორი ალბომი - „კავკასიის ხედები“ (80 ჩანახატი კომენტარებით) და „მოგონებები კავკასიაზე“ (40 ჩანახატი)Образы Кавказа. Музейные раритеты XIX века. / Сост. З.У. Махмудова; М.: -7, 2018. გვ. 39., რომლებიც ეკუთვნის ალექსეი ვიშესლავცევს (1831-1888), ხელოვნებათმცოდნე ნატალია უვაროვას ცნობით - „მოგზაურს, მეზღვაურს, მწერალს, მხატვარს, ხელოვნებათმცოდნესა და კოლექციონერს“ (ილ. 36-39); ასევე, მთის  პეიზაჟების ალბომი, რომელიც შეუსრულებია სამხედრო მინისტრს დ. მილიუტინს. გარდა ამისა, რუსი კოლეგების ინფორმაციით, მუზეუმში დაცულია არაერთ უცნობ ავტორთა მიერ შესრულებული ჩანახატები, რომლებიც საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიულ ყოფას ასახავს.
36.37.
38.39.
ცხადია, ჩვენს მიერ ამ მიმართულებით მოკვლეული ინფორმაცია სრული არ არის და ეს არც ყოფილა მიმდინარე პროექტის კვლევის საგანი, მაგრამ სახელმწიფო რუსულ მუზეუმში დაცული ქართული მასალების მოძიებისას, გვერდი ვერ ავუარეთ ამ მართლაც საყურადღებო მემკვიდრეობას და ჩავთვალეთ, რომ ხელოვნების ქართველ მკვლევართათვის საინტერესო იქნებოდა ზოგადი ცნობების მიწოდება რუს მხატვართა მიერ საქართველოს თემაზე შესრულებულ ნამუშევრებზე. მით უმეტეს, ეს ფერწერული ტილოები, გრაფიკული  ჩანახატები, ეტიუდები თუ სამოგზაურო ალბომები კომენტარებით, მოიცავს საკმაოდ ვრცელ ინფორმაციას მე-19 საუკუნის 30-იანი წლებისა და ბოლო მეოთხედის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის, ყოფისა და ასევე, თბილისის დაგეგმარების, არქიტექტურული იერისა და ურბანული ქსოვილის შესწავლის თვალსაზრისით და სასურველია, სამომავლო საფუძვლიანი   კვლევის საგნად იქცეს.


ნანახია: 4058-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani