Georgian (Georgia)English (United Kingdom)
2021 (II ნაწილი)
გამოკვლევა
რელიგიური თემა თანამედროვე ქართულ სახვით ხელოვნებაში დავით სულაკაურის ფრესკა „ქორწილი კანში“ რელიგიური თემა თანამედროვე ქართულ სახვით ხელოვნებაში დავით სულაკაურის ფრესკა „ქორწილი კანში“
There are no translations available.

მარიანა ოკლეი
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი

რელიგიური თემა თანამედროვე ქართულ სახვით ხელოვნებაში დავით სულაკაურის ფრესკა „ქორწილი კანში“
აღქმა, ინტერპრეტაცია, კონტექსტი.

ქართული ხელოვნების განვითარების, მხატვრული სახის ჩამოყალიბებისა და სულიერი რაობის დადგენისათვის ქრისტიანულ სარწმუნოებას და მის მოძღვრებას განმსაზღვრელი მნიშვნელობა ენიჭება. რელიგია მეტწილად  ყველა დროსა და ეპოქაში ადამიანის ცხოვრების წესის, მათი წარმოდგენების, შეფასებებისა და საზრისის მაჩვენებელია. ის საზოგადოების  მსოფლშეგრძნების გამომხატველია, რომელიც ინდივიდუალურ თუ კოლექტიურ აღქმაზეა დაფუძნებული.

ძმები ზდანევიჩების შემოქმედება - ავანგარდული წიგნი, ფუტურიზმი და სხვა ძმები ზდანევიჩების შემოქმედება - ავანგარდული წიგნი, ფუტურიზმი და სხვა
There are no translations available.

მზია ჩიხრაძე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი

„კავკასიამ რუსულ ფუტურიზმს მისცა ვლადიმერ მაიაკოვსკი და ძმები ილია და კირილე ზდანევიჩები“  - წერდა იური დეგენი ჟურნალ „ფენიქსში“ 1919 წელს. თბილისელი ძმების, ილია და კირილე ზდანევიჩების ღვაწლი უსაზღვროდ დიდია ავანგარდული ხელოვნების განვითარებაში.

ბალეტი „ოტელო“ - სოლიკო ვირსალაძის ინტერპრეტაცია ბალეტი „ოტელო“ - სოლიკო ვირსალაძის ინტერპრეტაცია
There are no translations available.

ელისო ჯულაყიძე
1958 წელს მოსკოვში საკავშირო დეკადაზე ქართული ბალეტი სპექტაკლით „ოტელო“ წარსდგა (ილ. 1). უილიამ შექსპირის ამავე სახელწოდების მქონე  ნაწარმოების მიხედვით დადგმული ბალეტის ქორეოგრაფი მრავალი ჯილდოს მფლობელი, სახელგანთქმული და აღიარებული მოცეკვავე და ქორეოგრაფი ვახტანგ ჭაბუკიანი იყო. (ილ. 2) სპექტაკლისთვის მუსიკა სპეციალურად შექმნა დიდმა ქართველმა კომპოზიტორმა ალექსი მაჭავარიანმა. დამდგმელი დირიჟორი დიდიმ მირცხულავა, მთავარი პარტიების შემსრულებლები კი თავად ვახტანგ ჭაბუკიანი - ოტელო, ვერა წიგნაძე - დეზდემონა და ზურაბ კიკალეიშვილი - იაგო იყვნენ.

ერეკლე ბაგრატიონის საცხოვრებელი სახლი თბილისში, მისი მნიშვნელობა და ადგილი ქალაქის XIX საუკუნის არქიტექტურის განვითარების ისტორიაში. ერეკლე ბაგრატიონის საცხოვრებელი სახლი თბილისში, მისი მნიშვნელობა და ადგილი ქალაქის XIX საუკუნის არქიტექტურის განვითარების ისტორიაში.
There are no translations available.

თამაზ გერსამია
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი

ჩვეულებრივ თვლიან, რომ ძველი თბილისი, ვგულისხმობთ მის ისტორიულად ჩამოყალიბებულ  განაშენიანებას,  ამჟამად უკვე მთლიანადაა  შესწავლილი. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც  გვხვდება შემთხვევები, როდესაც ახლად მოპოვებული  ცნობები არა მარტო აზუსტებს, არამედ,  ზოგ შემთხვევაში, ცვლის კიდევაც არსებულ წარმოდგენას ამა თუ იმ შენობა-ნაგებობაზე.  ჩვენი აზრით, ასეთ შემთხვევას  მიეკუთვნება ლეონიძისა და ინგოროყვას ქუჩების კუთხეში მდებარე საცხოვრებელი სახლი, # 9/1.

რეჟისორის მხატვართან მუშაობის ერთი თავისებურების შესახებ რეჟისორის მხატვართან მუშაობის ერთი თავისებურების შესახებ
There are no translations available.

ელენე თუმანიშვილი
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი

რეჟისორის მხატვართან მუშაობის ერთი თავისებურების შესახებ
(მიხეილ თუმანიშვილის საარქივო მასალების და სადღიურო ჩანაწერების მიხედვით)
ის, რასაც რეჟისორის საარქივო მასალებსა და სადღიურო ჩანაწერებში თავისი სპექტაკლების სცენოგრაფიასთან დაკავშირებულ, აქა-იქ გაბნეულ მოკლე ჩანაწერებში ვკითხულობთ, საინტერესო სურათს იძლევა, სადაც, ჩემის ფიქრით, გამოკვეთილი თავისებურება იჩენს თავს. შევეცდები ავხსნა: სათეატრო ხელოვნება, სხვადასხვა დარგის ხელოვნებათა (მხატვრობა, მუსიკა, ქორეოგრაფია) კონგლომერატი, ამ ხელოვნებათა სპეციფიკას კიდევაც ინარჩუნებს და, ამასთანავე, ამ ყველაფერს უქვემდებარებს, ასე ვთქვათ, თავის „მთავარ ნაწარმოებს“ - სპექტაკლს, მის შემადგენლად ხდის. ასეთ ერთობლიობაში იძერწება სპექტაკლის რთული ორგანიზმი.

„XX საუკუნის 60-70-იანი წლების ქართული თეატრალური პლაკატები“ „XX საუკუნის 60-70-იანი წლების ქართული თეატრალური პლაკატები“
There are no translations available.

სალომე ერისთავი 

თეატრალური პლაკატი ერთგვარი სახვითი ენაა, რომელიც მედიუმად გვევლინება თეატრსა და საზოგადოებას შორის. პლაკატი ავტორისაგან „მოითხოვს“ გარკვეული სიმბოლოებისა და სახვითი ნიშნების გამოყენებით ლაკონიურად გადმოსცეს კონკრეტული სპექტაკლის მთავარი იდეა. ამ ამოცანას შესანიშნავად გაართვა თავი ქართულმა თეატრალური პლაკატის ხელოვნებამ გასული საუკუნის 60-70-იან წლებში, რაზეც ამავე პერიოდის საეტაპო სპექტაკლებისათვის შექმნილი თეატრალური აფიშა-პლაკატები მეტყველებს.

ქართული პროფესიული მხატვრული მინის ჩამოყალიბებისა და განვითარების ისტორიისათვის ქართული პროფესიული მხატვრული მინის ჩამოყალიბებისა და განვითარების ისტორიისათვის
There are no translations available.

სოფიო ჩიტორელიძე

მინის წარმოებას საქართველოში უძველესი ტრადიცია აქვს, რასაც ჩვენს ტერიტორიაზე აღმოჩენილი არაერთი არტეფაქტი ადასტურებს. არქეოლოგიურ მასალაში გვხვდება როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტული ნივთები. მათ შორისაა დეკორატიულ-გამოყენებითი ფუნქციის ნიმუშები და მონუმენტურ-სივრცობრივი დანიშნულების არქიტექტურის გასაფორმებელი დეტალები. მინის წარმოებას საქართველოში, როგორც ჩანს, ფრაგმენტული ხასიათი ჰქონდა. შუა საუკუნეების შემდგომი ისტორიული ძნელბედობის ჟანმს, წარმოების ბევრი ცენტრი სრულიად გაქრა და დაიკარგა ტექნოლოგიური დამუშავების ბევრი მეთოდიც. ეს პროცესი, ფაქტობრივად, XX საუკუნის შუა წლებამდე გაგრძელდა.

მალხაზ კუხაშვილი მალხაზ კუხაშვილი
There are no translations available.

მარიამ გაჩეჩილაძე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი

საქართველოს დამსახურებული მხატვრის, მალხაზ კუხაშვილის სახელი კარგადაა ცნობილი ქართული სახვითი ხელოვნებით დაინტერესებული საზოგადოებისათვის. (ილ.1)
მალხაზ კუხაშვილის შემოქმედებას 2013 წელს, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, ნათია ასათიანის მიერ განხორციელებული ვრცელი მონოგრაფიული ნაშრომი მიეძღვნა და სწორედ ამიტომ, მხატვრის შესახებ რაიმე ახლის „აღმოჩენის“ გადაწყვეტილების მიღება რამდენადმე გამიჭირდა კიდეც, მაგრამ მაინც შევბედე და შევეცადე, უფრო დაწვრილებით შევხებოდი იმ სფეროს, რომელიც კონკრეტულად ჩემი პროფესიული კვლევის ობიექტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით გამედევნებინა თვალი ხელოვანის შემოქმედებისთვის, უფრო მეტად „ამომეწია“ მალხაზ კუხაშვილის მიერ საჟურნალო და წიგნის გრაფიკაში, პლაკატისა და ექსლიბრისის ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილი.

ერთი მნიშვნელოვანი უზუსტობა ვახტანგ VI-ის პორტრეტთან მიმართებაში ერთი მნიშვნელოვანი უზუსტობა ვახტანგ VI-ის პორტრეტთან მიმართებაში
There are no translations available.

გიორგი კალანდია
ქართული ფართო თუ სამეცნიერო საზოგადოებისათვის კარგადაა ცნობილი ქართლის სახელოვანი მეფის, ვახტანგ მეექვსის პორტრეტი, რომელიც 1709 წელს ტფილისში დაბეჭდილ სახარებაშია ჩართული. აქ ტახტზე მჯდომ ვახტანგს, რომელსაც ჯვრით გამშვენებული კვერთხი უპყრია, დაბალი, ორნაკეციანი მომრგვალებული ქუდი ახურავს, რომელიც წინიდან რაჟამითაა გაფორმებული. ამ ტიპის თავსაბურავს, სვეტიცხოველში, დედის წინ მდგარი ოტია დადიანის თავზეც ვხედავთ, თუმცა, ვახტანგისა უფრო გაევროპელებულია, ანაკეცებით წინ გახსნილი ქუდი ძალიან ჰგავს ევროპაში XVI საუკუნეში გავრცელებულ თავსაბურავებს. ფორმით ამ ტიპის, თუმცა, გაფორმებით განსხვავებული ქუდები ახურავთ ლუკას კრანახ უფროსის ნახატზე საქსონიის თავადს იოანეს (1468-1532) და ანოლო ბრონზინოს (1503-1572) მიერ დახატულ ახალგაზრდა ბიჭს. სახარებაში ჩართული პორტრეტი რომ მეფე ვახტანს ეკუთვნით, ეს შესაბამისი წარწერითაცაა გამყარებული: „ქ.მადიდებელი წმიდისა სამებისა ერთარსებისა, ძე გვარტომობით დავითაინ, სოლომონიან, პანკრატიონი. ძე ძირთაგან კეთილოვანთა, ძის ძე მეფეთა, გამგებელი ქართლისა, ბატონისშვილი ვახტანგ, მომღები ბეჭდის ამის, უფალო, დაიცევ ორთავე შინა ცხოვრებასა, მეუღლით, ძით და ასულით“.

წყალტუბოს სანატორიუმების ურბანულ-არქიტექტურული ფასეულობის შესახებ წყალტუბოს სანატორიუმების ურბანულ-არქიტექტურული ფასეულობის შესახებ
There are no translations available.

თამარ ამაშუკელი
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი

ეტიმოლოგია
წყალტუბოს ეტიმოლოგიაზე ერთიანი აზრი არ არსებობს, ვერსიების შესახებ კრებსითი ინფორმაცია თავმოყრილია ოთარ შავიანიძის ნაშრომში „წყალტუბო“

გახსენება
არქიტექტორი ედვინ რაისი არქიტექტორი ედვინ რაისი
There are no translations available.

თამაზ გერსამია
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი

ედვინ რაისი, ეროვნებით ინგლისელი, იყო საქართველოში XIX საუკუნის მეორე ნახევარში მოღვაწე არქიტექტორი. მან გარკვეული კვალი დატოვა თბილისის და საქართველოს XIX საუკუნის არქიტექტურის ისტორიაში. სამწუხაროდ, მის შესახებ ჩვენ ცოტა რამ თუ ვიცოდით. ფაქტობრივად, ცნობილი იყო მხოლოდ ის, რომ იგი არის ზუგდიდში, დადიანების სასახლის რეკონსტრუქციის პროექტის ავტორი. მაგრამ, როგორც გვიჩვენა  ჩატარებულმა კვლევამ, მისი შემოქმედებითი მოღვაწეობა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენ მანამდე ვთვლიდით. ედვინ რაისი (Edwin Race) დაიბადა 1819 წელს ინგლისში. 1840-იან წლების დასაწყისში, ჩვენი ვარაუდით, მუშაობდა ყირიმში, ალუპკაში, თავად მიხეილ ვორონცოვის (1782-1856), იმ დროს ნოვოროსიის და ბესარაბიის გენერალ-გუბერნატორის,  საყოველთაოდ ცნობილი სასახლის მშენებლობაზე. აღნიშნული სასახლის მშენებლობაში მონაწილეობას იღებდნენ უცხოეთიდან, ძირითადად, ინგლისიდან მოწვეული  ოსტატები. მათ შორის, როგორც ჩვენ ვფიქრობთ, იყო - უნდა აღინიშნოს, საკმაოდ მაღალ ანაზღაურებადი, ავეჯის ოსტატი, ედვინ რაისი.

ნაცნობი-უცნობი გუდიაშვილი ნაცნობი-უცნობი გუდიაშვილი
There are no translations available.

ირინე აბესაძე

(ეძღვნება მხატვრის დაბადებიდან 125 წლისთავს)

ლადო გუდიაშვილის დაბადებიდან 125 წლისთავზე არ შეიძლება არ მოვიგონოთ მხატვარი, რომელმაც  შორს გაუთქვა სახელი  ქართულ მხატვრობას. ნიკო ფიროსმანის შემდეგ, ქართველი მხატვრებიდან ყველაზე მეტი დაიწერა ლადო გუდიაშვილზე, განსაკუთრებით აქტიურობდნენ, ამ მხრივ, უცხოელი ხელოვნებათმცოდნენი.  მიუხედავად თავისი ცხოვრების  რთული დროითი მონაკვეთის  გავლისა, როდესაც მხატვარი ფორმალიზმში დაადანაშაულეს, თავისი სახელისა და შემოქმედების  „რეაბილიტაციას“  თავად მოესწრო.  ბატონ ლადოსთან  ურთიერთობას, მე  მისი სიცოცხლის ბოლო პერიოდში, ანუ მისი დიდების ზენიტში  მოვუსწარი.

სხვადასხვა
გიორგი ჩუბინაშვილის მეცნიერული კრედო გიორგი ჩუბინაშვილის მეცნიერული კრედო
There are no translations available.

გიორგი ხოშტარია
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი

გიორგი ნიკოლოზის ძე ჩუბინაშვილი გვევლინება ერთ-ერთ გამორჩეულ მეცნიერად, რომელმაც მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში დაამკვიდრა დამოუკიდებელი მეცნიერული დისციპლინა - ქართული ხელოვნების ისტორია, რომლის ბაზაზეც 1941 წელს გაიხსნა ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში. მანამდე იგი ხელმძღვანელობდა ხელოვნების კათედრას, ახლად ჩამოყალიბებულ უნივერსიტეტში. რაც მთავარია, მან თავის კლასიკურ ნაშრომებში „Пути развития архитектуры в Кахетии“, „Памятники типа Джвари“, „Архитектура Кахетии“ და ა.შ. მოგვცა ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი სფეროს, შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრების მეცნიერული მოაზრება, ევოლუციური სურათი, ის მხატვრული ლოგიკა, რომლის საფუძველზეც ხდებოდა ა) ქართული ხუროთმოძღვრების კანონზომიერი ევოლუცია და ბ) მან შემოიკრიბა ახალგაზრდა მეცნიერთა ჯგუფი, რომლებმაც შექმნეს ინსტიტუტის ბირთვი.  ესენი იყვნენ: რენე შმერლინგი, ვახტანგ ბერიძე, თინათინ ვირსალაძე, ლეო რჩეულიშვილი და სხვები. ვ. ბერიძე, ჩუბინაშვილის მერე, წარმატებით უძღვებოდა მეცნიერულ-კვლევით მუშაობას
...

დაწვრილებით...

„ხელოვნება და სივრცე - დავით კაკაბაძე: მეცნიერი, მოაზროვნე, მხატვარი“ „ხელოვნება და სივრცე - დავით კაკაბაძე: მეცნიერი, მოაზროვნე, მხატვარი“
There are no translations available.

სამსონ ლეჟავა
სამეცნიერო კონფერენცია

2021 წლის 24 მაისს გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევით ცენტრის ინიციატივითა და მასპინძლობით გაიმართა გამოჩენილი ქართველი შემოქმედის, საერთაშორისო რანგის გამორჩეული ოსტატის, „რენესანსული“ გაქანების მქონე უნივერსალის, საკუთარ სამშობლოში კი, სამწუხაროდ, ღირსებაშელახული, დისკრიმინირებული და დევნილი დიდი მხატვრისა და მეცნიერის, დავით კაკაბაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონფერენცია, რომლის წარმართვაშიც თანამონაწილეობდა დავით კაკაბაძის ფონდი.
ჩვენ ვალში ვართ ამ არაორდინარული პიროვნების წინაშე - ისიც კი ვერ მოგვიხერხებია, რომ გენიალურ მოღვაწეს სათანადო პატივი მივაგოთ და მთაწმინდის პანთეონში გადავასვენოთ - იგი ხომ თავისებური სიმბოლოცაა ჩვენი იდენტობისა!

Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani