Georgian (Georgia)English (United Kingdom)
2020

 

ჟურნალის 2020 წლის ნომერი ეძღვნება ქართული ხელოვნებათმცოდნეობის ფუძემდებელის, აკადემიკოს გიორგი ჩუბინაშვილის დაბადებიდან 135 წლის იუბილეს


გამოკვლევა
თბილისის ურბანული მემკვიდრეობის დაფარული სამშენებლო ფენები თბილისის ურბანული მემკვიდრეობის დაფარული სამშენებლო ფენები
There are no translations available.

მანანა სურამელაშვილი
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების
ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი


თბილისის ურბანული მემკვიდრეობის გამორჩეული მნიშვნელობა მე-20 ს-ის შუა წლებში უკვე სათანადოდ იქნა შეფასებული, მას მიეძღვნა ქართული სახელოვნებათმცოდნეო სკოლის ფუძემდებლების მონოგრაფიული, ყველასთვის კარგად ცნობილი და დღემდე სახელმძღვანელოდ ქცეული ნაშრომები, ...
დაწვრილებით...

თბილისი, თავისუფლების მოედანი XXI საუკუნეში თბილისი, თავისუფლების მოედანი XXI საუკუნეში
There are no translations available.

ციცინო ჩაჩხუნაშვილი
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების
ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი


წინამდებარე სტატია ჩაფიქრებულია, როგორც გაგრძელება ოცი წლის გამოქვეყნებული პუბლიკაციისა, რომლის შეკითხვის სახით დასმული სათაური _ თავისუფლების მოედანი, რა დაიკარგა, რას შევიძენთ? - მოითხოვს მომდევნო პერიოდის ცვლილებების შეფასებასაც. თუმცა, 1990 - იან წლების დასასრულს ჩვენი წუხილის საგანს ისევ 1991-1992 წწ. შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაზიანებული შენობების ბუნდოვანი მომავალი წარმოადგენდა. თავიდან, თითქოს, არაფერი მოასწავებდა მოვლენების ცუდად განვითარებას: შემუშავდა ომის დროს დაზარალებული უბნების აღდგენა-რეკონსტრუქციის კონცეფცია, ჩატარდა კონკურსი, ავარიული ნაგებობები აიზომა, მოძიებულ იქნა საარქივო მასალა, გამოიკვეთა შენობების აღდგენის და მომავალი გამოყენების პერსპექტივა, მაგრამ შემდეგ, რეალურად პროცესები სხვაგვარად წარიმართა.

თბილისის ურბანული ფორმის ანალიზი თბილისის ურბანული ფორმის ანალიზი
There are no translations available.

გიორგი (გოგა) ბერიძე
არქიტექტორი

დრო მუდმივად ცვლის ყველაფერს ქალაქების ცხოვრებაში. დრო კვალს ტოვებს ურბანულ ქსოვილშიც, სადაც ფიქსირდება თითქმის ყველაფერი, რაც ქალაქში ხდება და ქალაქის ურბანულ ფორმაზეც აისახება. მემკვიდრეობითობა, ტრადიციების უწყვეტობა, მათი შენარჩუნება თუ უარყოფა.

ეროვნული  გალერეის  ექსპოზიციათა ისტორიიდან ეროვნული გალერეის ექსპოზიციათა ისტორიიდან
There are no translations available.

ცისია კილაძე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა
და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი


ეროვნული გალერეის ამჟამინდელი შენობა, თავდაპირველად, სამხედრო-ისტორიული მუზეუმი, ე.წ. „სახალხო დიდების ტაძარი“ რუსული იმპერიალიზმის მნიშვნელოვან ძეგლს წარმოადგენდა, რომელიც 1888 წელს, ...
დაწვრილებით...

თანამედროვე საბალეტო სპექტაკლების გაფორმება - მხატვრობა თუ...? თანამედროვე საბალეტო სპექტაკლების გაფორმება - მხატვრობა თუ...?
There are no translations available.

ელისო ჯულაყიძე

მიუხედავად იმისა, რომ მოხსენებაში საბალეტო ხელოვნებას განვიხილავ, როგორც თანამედროვე ინტერდისციპლინარული ხელოვნების ფორმას, მაინც გავმიჯნავ მას საცეკვაო თეატრების ფორმატში შექმნილი ქორეოგრაფიული წარმოდგენებისგან. თანამედროვე ქორეოგრაფიის დიფერენციაცია შესაძლებელია. გარკვეული მიმართულებები ადასტურებს მათ შესაბამისობას ვიზუალური ხელოვნების როგორც ინტერესებთან, ასევე, პრაქტიკულ ნაწილთან, ამიტომ, ქორეოგრაფიაში, ამ გადასვლას საბალეტო ხელოვნებიდან თანამედროვე საცეკვაო თეატრალურ წარმოდგენამდე, მოაქვს სხვადასხვა კონტექსტი. ...
დაწვრილებით...

საქართველოს თემა რუს მხატვართა ხელოვნებაში საქართველოს თემა რუს მხატვართა ხელოვნებაში
There are no translations available.

ინგა (კლარა) ქარაია
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

საქართველოს თემა რუს მხატვართა ხელოვნებაში
(სახელმწიფო რუსული მუზეუმის კოლექციიდან, სანკტ-პეტერბურგი)

სტატია შესრულებულია შოთა რუსთაველის სამეცნიერო ეროვნული ფონდის მიერ ფუნდამენტური კვლევების პროგრამით დაფინანსებული პროექტის („ქართული მოძრავი კულტურული მემკვიდრეობის ვირტუალური ანასტილოსი სანკტ-პეტერბურგის მუზეუმებში დაცული კოლექციების კვლევის საფუძველზე“, პროექტის #FR17-503, წამყვანი ორგანიზაცია: აპ. ქუთათელაძის სახ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, 2018-2020) ფარგლებში.

„სად წაიყვან  სადაურსა...“, ანუ    ხელოვანთა  ერთი  საგვარეულოს ისტორიიდან „სად წაიყვან სადაურსა...“, ანუ ხელოვანთა ერთი საგვარეულოს ისტორიიდან
There are no translations available.

ირინე აბესაძე
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი

შოთა რუსთაველის ეს სტრიქონები გამახსენდა, როდესაც   ერთი   არისტოკრატული წარმომავლობის  ქართული  საგვარეულოს - გუგუნავების ხელოვანთა დინასტიის წარმომადგენელთა  კულტურულ  მემკვიდრეობას  ვეცნობოდი. ამ შესანიშნავი საგვარეულოს წარმომადგენელთა შესახებ მრავალ მეცნიერს დაუწერია. საკმარისია, გავიხსენოთ   ცნობილი ისტორიკოსის იოსებ მეგრელიძის   1987  წელს  ბათუმში  გამოცემული  ნარკვევი „გუგუნავები“, რომ  დავინახოთ,  ხსოვნა ამ საგვარეულოს წარმომადგენლებზე ქართველ ხალხს ლეგენდებშიც კი  შემოუნახავს. ვახუშტი ბაგრატიონი წერდა, რომ  ბარათაანთ  გუჯარში  იკითხება: „...მეფემან  ალექსანდრემ, ძემ გიორგი მეფისამან, გაჰყარა სამი ძმანი - აბაში, გუგუნა და დავით. ...
დაწვრილებით...

სხვადასხვა
ქართული წიგნის ხელოვნება XX-XXI ქართული წიგნის ხელოვნება XX-XXI
There are no translations available.

ნინო ჯიშკარიანი
მხატვარ-გრაფიკოსი
თსს აკადემიის პროფესორი
ასოციაცია „ქართული შრიფტი“-ს პრეზიდენტი


წიგნისგან მიღებული სიხარულის განცდა მხოლოდ მის შინაარსს არ უკავშირდება. მკითხველს ეს შეგრძნება ჯერ კიდევ გადაუშლელი წიგნის ხილვისას ეუფლება; და ამ მხარეს მისი შინაარსისაგან დამოუკიდებელი ღირებულება აქვს. ეს წიგნის შექმნის პროცესია და ცალკე ხელოვნებაა, რომელსაც მისი პირველი გულშემატკივარი, მხატვარი ქმნის. ყველა მხატვარს კი თავისი საკრალური დამოკიდებულება აქვს წიგნისადმი - განსაკუთრებული, პროფესიული გამოცდილებიდან მოსული ინდივიდუალური ხედვა. ყველა გაფორმებული წიგნი საავტოროა, თითოეული მათგანი ერთადერთია და განუმეორებელი, საკუთარი გამომსახველობითი ენით გამოხატული უსასრულო შესაძლებლობებით.

 


სამოქალაქო რელიგიის საკითხი და ვიზუალური რეპრეზენტაცია სამოქალაქო რელიგიის საკითხი და ვიზუალური რეპრეზენტაცია
There are no translations available.

ანა მგალობლიშვილი
აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

ჩვენი სტატიის მიზანია ვისაუბროდ საომოქალაქო რელიგიის საკითხზე და იმ ვიზუალურ მასალაზე, რომელიც მას უკავშირდება.
სამოქალაქო რელიგია, მეცნიერთა ერთი ნაწილის თვალსაზრისით, რელიგიის დამოუკიდებელი ფორმაა, რომელიც თავისთავში უნივერსალურ ანუ ყველა ნაციონალური სახელმწიფოსათვის მეტ-ნაკლებად  დამახასიათებელ ნიშნებს შეიცავს ან მომავალში შეძლება შეიცავდეს.
ტერმინი სამოქალაქო რელიგია უკავშირდება ფრანგი განმანათებლის ჟან-ჟაკ რუსოს ნაშრომს “საზოგადოებრივი შეთანხების შესახებ”. წიგნის მე-8 თავს ჰქვია “სამოქალაქო რელიგიის შესახებ”. ამ თავში რუსო გამოყოფს სამი სახის რელიგიას, რომელთაგან ერთ-ერთი მოქალაქის რელიგიაა.

გახსენება
მხატვარი გივი ჯაფარიძე მხატვარი გივი ჯაფარიძე
There are no translations available.

მარიამ გაჩეჩილაძე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების
ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი


ჩემი პირველი „შეხვედრა“ გივი ჯაფარიძესთან 1980-იანი წლებში „შედგა“. საკვალიფიკაციო საკვლევ თემად საქართველოს სახალხო მხატვრის, ლადო გრიგოლიას შემოქმედება მქონდა შერჩეული, თუმცა, ბატონი ვახტანგ ბერიძის რჩევით თემა შევცვალე და საქართველოში ექსლიბრისის ხელოვნების განვითარების ისტორიის შესწავლას მოვკიდე ხელი.

თბილისის სამხატვრო აკადემიის კერამიკის ფაკულტეტზე არსებული სასწავლო-მეთოდოლოგიური პროცესები  თბილისის სამხატვრო აკადემიის კერამიკის ფაკულტეტზე არსებული სასწავლო-მეთოდოლოგიური პროცესები
There are no translations available.

დავით ციციშვილი (1901-1986)
თბილისის სამხატვრო აკადემიის
კერამიკის ფაკულტეტის კათედრის დოცენტი

თბილისის სამხატვრო აკადემიის კერამიკის ფაკულტეტზე არსებული სასწავლო-მეთოდოლოგიური პროცესები ...
დაწვრილებით...

Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani