Georgian (Georgia)English (United Kingdom)
ჩუბინაშვილის ცენტრის მეცნიერ თანამშრომლები ეროვნული მუზეუმის საჯარო ლექციებზე | Print |

There are no translations available.

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები: მთავარი მეცნიერ თანამშრომელი გიორგი ხოშტარია, უფროსი მეცნიერ თანაშრომელი დიმიტრი თუმანიშვილი და მეცნიერ თანამშრომელი გიორგი პაპაშვილი მონაწილეობდნენ ეროვნული მუზეუმის განათლების დეპარტამენტის მიერ ორი კვირის მანძილზე (18-23 დეკემბერი, 29 იანვარი - 3 თებერვალი) დაგეგმილ ლექციების პროგრამაში, რომელიც დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში მიმდინარეობდა და ნიკო ფიროსმანაშვილის დაბადებიდან 150 წლის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა.

010203

ეროვნული კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა თავიანთი მოღვაწეობის სფეროების შესაბამისად წარმოადგინეს რამდენიმე მოხსენება: გიორგი ხოშტარიამ, რომლის კვლევის ძირითად საგანს შეადგენს ფიროსმანის შემოქმედება, წაიკითხა სამი მოხსენება: 1. „ნიკო ფიროსმანაშვილის სოციო-კულტურული ნიადაგი“; 2. „როგორ წავიკითხოთ ფიროსმანაშვილი“; 3. „ფიროსმანაშვილი და თანამედროვე ევროპული კულტურა“; დიმიტრი თუმანიშვილმა - „ფიროსმანის სურათების ქრონოლოგიის საკითხზედ“; გიორგი პაპაშვილმა - „ფიროსმანი - მედიუმი (ხელოვანი, დრო, სივრცე)“.   

ნანახია: 10713-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani