|
|
გამოკვლევა |
 | ერთი „დაფარული“ ფრესკის მხატვრული სახის ინტერპრეტაციისთვის (ლადო გუდიაშვილის მონუმენტური მხატვრობის ისტორიიდან) ნინო ჩიხლაძე საქართველოს ეროვნული მუზეუმი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი
2016 წელს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში ლადო გუდიაშვილის დაბადებიდან 120 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამართულ ექსპოზიციაზე „ლადო გუდიაშვილი და ქართული მონუმენტური მხატვრობა“ (21.12.2016-15.02.2017) ეროვნული მუზეუმის ფონდებსა და კერძო კოლექციებში დაცული უნიკალური მასალა გამოიფინა. წარმოდგენილი იყო შუა საუკუნეების ქართულ ძეგლთა მოზაიკისა და ფრესკის, ხშირ შემთხვევაში, დედნებად ქცეული, ლადო გუდიაშვილის მიერ შესრულებული ასლები და კერძო კოლექციებში დაცული, მეტწილად, დაღუპული ორიგინალური კედლის მხატვრობის ამსახველი ესკიზები და ფოტომასალა. ექსპონატებმა, რომელთა დიდი ნაწილი პირველად წარედგინა ფართო საზოგადოებას, განსხვავებული თვალთახედვით წარმოაჩინა მხატვრის მდიდარი შემოქმედების მონუმენტურ მხატვრობასთან დაკავშირებული მხატვრული სახე.
|
| |
|
|
 | ქართული შრიფტი (მოკლე ექსკურსი) ნინო ჯიშკარიანი ასოციაცია „ქართული შრიფტის“ პრეზიდენტი
ქართული კულტურული სივრცის ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა სამი საანბანე სისტემის თანაარსებობამ, რომელიც ქართული საზოგადოებისთვის ენასთან ერთად, კულტურული იდენტობის ძირითად მარკერად გვევლინება.
|
| |
|
|
|
|
|
|
 | ნიკოლოზ კანდელაკი ვახტანგ ბერიძე (1914-2000) აკადემიკოსი, გიორგი ჩუბინაშვილის ქართული ხელოვნების ისტორიის დირექტორი
ჩვენი დროის ქართული სახვითი ხელოვნების გამოჩენილ წარმომადგენელთა შორის მოქანდაკე ნიკოლოზ კანდელაკი ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული და მონუმენტური ფიგურათაგანია. თითქმის ორმოცდახუთი წელი გრძელდებოდა მისი დაუღალავი, დაძაბული მოღვაწეობა. ამ ხნის განმავლობაში მან ღრმა კვალი გაავლო, როგორც შემოქმედმა და პედაგოგმა, რომლის ხელშიაც გამოიარა ყველაზე თვალსაჩინო ქართველ მოქანდაკეთა რამდენიმე თაობამ. მარტო მის მოწაფეთა ჩამოთვლაც კი საკმარისია, რომ გავითვალისწინოთ ნიკოლოზ კანდელაკის როლი და მნიშვნელობა ეროვნული ხელოვნების განვითარებისათვის. ნიკოლოზ კანდელაკი ქართული საბჭოთა ქანდაკების ერთ-ერთი დამფუძნებელია.
|
| |
|
|
 | თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის შენობის არქიტექტურისა და მშენებლობის შესახებ
თამაზ გერსამია გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი
თბილისში, კარგარეთელის ქუჩა, # 6 მდებარე სახლი, ვგულისხმობთ შენობის მარცხენა ნაწილს, უდავოდ ძველი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაგებობაა, რომელმაც დღემდე შეინარჩუნა ისტორიულ-არქიტექტურული მნიშვნელობა. იგი გუთური სტილიზაციის ნიმუშს წარმოადგენს, მინიჭებული აქვს არქიტექტურული ძეგლის სტატუსი. ამჟამად, ეს საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის შენობაა. 2010-11 წლებში მუზეუმის შენობაში განხორციელდა მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოები.
|
| |
|
|
 | მხატვარ სერგო ქობულაძის სახელოსნოში დაცული კერამიკული ნიმუშები სოფიო ჩიტორელიძე გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი
მხატვარ სერგო ქობულაძის სახელოსნოში დაცული კერამიკა, თავისი შემადგენლობით, მრავალფეროვანია. მოიცავს როგორც ეთნოგრაფიულ და პროფესიულ კერამიკის ნიმუშებს, ისე, ქარხნულ ტირაჟირებულ ნაწარმსაც. კოლექციის მთავარ ღირებულებას კი მხატვრის მიერ შექმნილი კერამიკული მედალიონები წარმოადგენს.
|
| |
|
|
 | ძალაუფლების პორტრეტი: გურამ გელოვანის ლენინიანა ნინო ჭინჭარაული გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი
„ქართველ ხელოვანთა მისწრაფებაა ვ. ი. ულიანოვის სახე წარმოგვიდგინონ რევოლუციურ ქარცეცხლში, მასების ფონზე ყოველდღიურ დაძაბულ პარტიულ საქმიანობაში. შემოქმედნი ცდილობენ, დინამიკურ ხაზებში გადმოგვცენ რომელიმე ეპიზოდი მისი ცხოვრებისა, მოძრაობაში წარმოგვისახონ ლენინური იდეების აბობოქრება“ ლიანა მიქაძე, 1967 წელი
„გ. გელოვანის ტილოები გამოირჩევა დიდი რომანტიკული სუნთქვითა და ამაღლებული პოეტური პათოსით. ამ სურათებში ლირიკული და ეპიკური საოცარი ოსტატობითა და მხატვრული ძალით არის შერწყმული“ შალვა კვასხვაძე, 1964 წელი
... დაწვრილებით... |
| |
|
|
გახსენება |
 | ხელოვანის თვალით დანახული ეროვნული მოძრაობის პროცესები (ლევან დავითაშვილი)
მარიამ გაჩეჩილაძე გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი
მხატვარი ლევან ვიქტორის ძე დავითაშვილი დაიბადა 1946 წლის 29 ოქტომბერს, ყაზბეგის რაიონში, სოფელი სიონი. 1962-67 წლებში ი. ნიკოლაძის სახ. სამხატვრო სასწავლებელში, ხოლო 1968-1973 წლებში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე სწავლობდა. 1975 წლიდან არის საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. 1980-97 წლებში პედაგოგად მუშაობდა ი. ნიკოლაძის სახ. სამხატვრო სასწავლებელში. მონაწილეობდა, როგორც ადგილობრივ, ასევე საზღვარგარეთ მოწყობილ გამოფენებში. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ გალერეაში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, გერმანიის, იაპონიის, შვეიცარიის, რუსეთის კერძო კოლექციებში.
|
| |
|
|
 | ხელოვანის თვალით დანახული ეროვნული მოძრაობის პროცესები (გურამ წიბახაშვილი)
მარიამ გაჩეჩილაძე გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი
ფოტოხელოვანი გურამ გიორგის ძე წიბახაშვილი დაიბადა 1960 წლის 1 თებერვალს. 1977-82 წლებში სწავლობდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქიმიის ფაკულტეტზე; აქვე დაეუფლა ფოტოგრაფიის თეორიას(1990–1994).
|
| |
|
|
 | პოლკოვნიკო ფლიაგინ!
საქართველოს სახალხო მხატვარის ჯემალ ლოლუას წერილი, პოლკოვნიკ ფლიაგინისადმი დაიწერა 1989 წლის ივნისის თვეში.
|
| |
|
|
ინვერვიუ |
 | ინტერვიუ მხატვარ ვახტანგ მუსხელიშვილთან
მარიამ გაჩეჩილაძე გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი
ინტერვიუს უძღვება გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის ახალი და თანამედროვე ქართული ხელოვნების განყოფილების გამგე მარიამ გაჩეჩილაძე
ბატონო ვახტანგ, ვსარგებლობთ თქვენი თბილისში ჩამოსვლის მომენტით და გვსურს, ინტერვიუს ფარგლებში დავაფიქსიროთ ის აუცილებელი ინფორმაციები, რაც, ზოგადად, ყველა მხატვარისაგან გვსურს მივიღოთ და რადგან ეს ყველაფერი არქივისთვის კეთდება, გთხოვთ, თქვენ თვითონ დამისახელოთ გვარი, სახელი და მამის სახელი, დაბადების წელი და თარიღი, ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილი.
|
| |
|
|
სხვადასხვა |
 | თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორის სერგო ქობულაძის მოხსენების მოკლე მიმოხილვა
მარინა მეძმარიშვილიგიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი
თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორის სერგო ქობულაძის მოხსენების მოკლე მიმოხილვა
სერგო ქობულაძე უდავოდ შეიძლება, მივიჩნიოთ თანამედროვე ქართული ხელოვნების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურად. ის საყოველთაოდ ცნობილია, როგორც „ვეფხისტყაოსნისა“ და „თქმულება იგორის ლაშქრობაზე“ - ბრწყინვალე ილუსტრაციების ავტორი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ფარდის შემქმნელი, უამრავი დაზგური ნაწარმოების ავტორი, საქართველოს ხელოვნების ძეგლთა ფიქსაციისა და გრაფიკის სახელოსნოს და ხატვის კათედრის შექმნის ინიციატორი და სულისჩამდგმელი. წლების მანძილზე სერგო ქობულაძე პედაგოდიურ მოღვაწეობას ეწეოდა. 1952-1959 წლებში სერგო ქობულაძე თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორი იყო. (ილ. 1)
... დაწვრილებით... |
| |
|
|
 | სერგო ქობულაძის ესკიზების რესტავრაციის შესახებ თამარ დვალიშვილი კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
სერგო ქობულაძის ფასდაუდებელი შემოქმედება უდიდესი სიმდიდრეა არა მხოლოდ ქართველი, არამედ, მსოფლიო ხელოვნების საგანძურისთვის. სამწუხაროდ, ხელოვანის და მეცნიერის ცხოვრებაშიც და მისი გარდაცვალების შემდეგაც, საზოგადოებამ ბოლომდე ვერ გაიაზრა, შეაფასა და დააფასა ამ უნიკალური ნიჭისა და უდიდესი ცოდნის მქონე ადამიანის ღვაწლი. ხელოვნების მოღვაწეთა, მკვლევართა და მოყვარულთა საზოგადოების მხოლოდ გარკვეული ნაწილისთვისაა ბოლომდე გასაგები სერგო ქობულაძის შემოქმედება და სამეცნიერო ნაშრომების განსაკუთრებულობა.
|
| |
|
|
|