Georgian (Georgia)English (United Kingdom)
2014
ზაქარია მაისურაძის სამეცნიერო მოღვაწეობა ზაქარია მაისურაძის სამეცნიერო მოღვაწეობა
ლეილა ხუსკივაძე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი

ზაქარია მაისურაძე ქართველ ხელოვნებათმცოდნეთა პირველი თაობის წარმომადგენელია, იმ თაობისა, რომელიც გიორგი ჩუბინაშვილმა შემოიკრიბა თავის გარშემო და რომელმაც მტკიცე საფუძველი დაუმკვიდრა ჩვენში ხელოვნების მეცნიერული შესწავლის საქმეს. ეს იყო თანამოაზრეთა მცირე ჯგუფი, რომელთა თითოეულ წევრს, მათი განსხვავებული ტემპერამენტისა თუ უნარის მიუხედავად, აერთიანებდა საქმისადმი უდიდესი სიყვარული და ერთგულება, ის ფანატიზმი საქმეში, რაც ჩვენთვის, მათი შემდგომი თაობისათვის დიდი მაგალითის მომცემი იყო. სწორედ ეს იყო ის მთავარი მამოძრავებელი ძალა, რამაც ბევრი სიძნელე და დაბრკოლება გადაალახვინა მათ. ზაქრო მაისურაძეც თავისი საქმის ფანატიკოსი იყო. ალბათ, ამიტომაც, პირველ რიგში, ის გიორგი ჩუბინაშვილის დიდ პატივისცემასა და სიყვარულს იმსახურებდა.

ხუროთმოძღვრული კერამიკის ნიმუშები შიდა ქართლის ტაძრებიდან ხუროთმოძღვრული კერამიკის ნიმუშები შიდა ქართლის ტაძრებიდან
თამარ ხუნდაძე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი

შუა საუკუნეების საქართველოს საეკლესიო ხუროთმოძღვრებაში სხვადასხვა ჯიშის ქვასთან ერთად ხშირად იყენებდნენ კერამიკასაცდ. თუმანიშვილი, ნ. ნაცვლიშვილი, დ. ხოშტარია, მშენებელი ოსტატები შუა საუკუნეების საქართველოში, თბილისი, 2012, გვ. 210-223. მას მოიხმარდნენ სამშენებლო მასალად, აგურის სახით, ასევე, ტაძართა მხატვრული გაფორმებისთვის ორნამენტული თუ ფიგურულგამოსახულებიანი ფილებით.  წარმოდგენილი სტატია ეხება VIII-IX სს-ის ხუროთმოძღვრული კერამიკის ნიმუშებს, კერძოდ, რელიეფურგამოსახულებებიან  შორენკეცებს, რომლებიც შიდა ქართლის,  ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე სოფლების - წირქოლის, ყანჩაეთის და ქურთას ეკლესიებშია აღმოჩენილი.
...
დაწვრილებით...

ეკატერინე ბაბლიძე ეკატერინე ბაბლიძე
მაია იზორია
ა. ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

ეკატერინე ბაბლიძე(1916-1991)

ეკატერინე (კატო) ბაბლიძე მიეკუთვნება იმ თაობის ხელოვანთა რიგს, რომელიც 1960-იანი წლების ქართული თანამედროვე კერამიკის სახელგანთქმული სკოლის სათავეებში იდგა და სარკესავით აირეკლა ამ დარგის ეპოქალური მოთხოვნები თუ ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობითობისა და ტრადიციის გაგრძელებისკენ მიმართული მხატვრული ძიებები. ამ ხანებში დასმული და გადაწყვეტილი ამოცანების მასშტაბურობა განაპირობებს 1960-იანი წლების ქართული კერამიკისადმი დღემდე არსებულ ცხოველ ინტერესს, რასაც არა მხოლოდ სპეციალისტები და თეორეტიკოსები, არამედ საზოგადოებაც იჩენს. თუმცა, დროთა განმავლობაში დავიწყებას ეძლევა იმ მხცოვან მხატვართა სახელები, რომელთა ნახელავმა და მრავალმიმართულებიანმა კვლევებმა ქართული კერამიკის საყოველთაოდ აღიარებულ სკოლას საფუძველი ჩაუყარეს და მისი მომავალი მიღწევები განსაზღვრეს. მათ ღვაწლს მხოლოდ ამ დარგისადმი მიძღვნილი წინარეხანების გამოცემებისა და პერიოდული პრესის ფურცლების გადახედვისას თუ ვიხსენებთ.

ზაქარია მაისურაძე - მხტვარი, კერამიკოსი და მკვლევარი ზაქარია მაისურაძე - მხტვარი, კერამიკოსი და მკვლევარი
კიტი მაჩაბელი
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის
კვლევის ეროვნული ცენტრი


ვიდრე ზაქარია მაისურაძის შემოქმედების შესახებ მოგახსენებდეთ, მინდა გავიხსენო აკადემიკოს გიორგი ჩუბინაშვილის მიერ 1941 წელს შედგენილი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან დაარსებული ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის (მაშინ „სექტორის“) პირველი წლის სამეცნიერო მუშაობის გეგმა, რომელშიც ხუროთმოძღვრების, მონუმენტური მხატვრობის და ჭედური ხელოვნების კვლევასთან ერთად დიდი ყურადღება დაეთმო დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების სხვადასხვა დარგის შესწავლას (ჭურჭელი, იარაღი, ქსოვილები, გლიპტიკა) ...
დაწვრილებით...

ზაქარია მაისურაძე და ქართული ხალხური ხელოვნება ზაქარია მაისურაძე და ქართული ხალხური ხელოვნება
ნანა კიკნაძე
ა. ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის დარბაზში ამ რამდენიმე ხნის წინათ გაიხსნა მხატვარ-კერამიკოსის ზაქრო მაისურაძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი პერსონალური გამოფენა. გამოფენამ ცხადყო ზ. მაისურაძის როლი და ადგილი თანამედროვე ქართულ სახვით კულტურაში. ჩემი მიზანია ყურადღება შევაჩერო მისი შემოქმედების ერთ ასპექტზე, კერძოდ, მასში ხალხურ ხელოვნების ნაკადზე.

სერგო ქობულაძე (1909-1978) სერგო ქობულაძე (1909-1978)

მარიამ გაჩეჩილაძე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების
ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი


სერგო ქობულაძე (საქართველოს სახალხო მხატვარი, სსრკ სამხატვრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი; გრაფიკოსი, ფერმწერი, თეატრის მხატვარი) თბილისის სამხატვრო აკადემიის პირველკურსდამთავრებულთა თაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია.
სტატიის მიზანია, ისტორიულ ჭრილში მოხდეს მხატვრის შემოქმედებითი პორტრეტის გააზრება და მისი როლისა და ადგილის განსაზღვრა ქართულ კულტურულ მემკვიდრეობაში, რადგან დღევანდელი გადასახედიდან კიდევ უფრო კარგად იკვეთება სერგო ქობულაძის, როგორც შემოქმედის და მოქალაქის პიროვნული და პროფესიული ღირსებები.

 

 

...

დაწვრილებით...

დავით გაბაშვილი - 100 დავით გაბაშვილი - 100
მარიამ გაჩეჩილაძე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი

2014 წლის 18 ნოემბერს მხატვარ დავით (დუდა) გაბაშვილის დაბადებიდან 100 წელი შესრულდა.
ამ თარიღთან დაკავშირებით გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიმართა მხატვრის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა.
წინამდებარე მოგონება მხატვართან შეხვედრის თანადროული ჩანაწერის მიხედვითაა წარმოდგენილი.
ვფიქრობ, ხელოვნების ისტორიით დაინტერესებული საზოგადოებისათვის საინტერესო იქნება ჩვენი ქვეყნის მხატვრულ ცხოვრების ამა თუ იმ საკითხების მისეული  ხედვის გაცნობა.
...
დაწვრილებით...

კონცეფტუალური ხელოვნება (თეორია, პრაქტიკა, კრიტიკა) კონცეფტუალური ხელოვნება (თეორია, პრაქტიკა, კრიტიკა)
ნათია ებანოიძე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის   ქართული  ხელოვნების ისტორიისა და
ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი


„ყოველგვარი ხელოვნება (დუშამის შემდეგ) კონცეფტუალურია (ბუნებით), რადგან ხელოვნება მხოლოდ კონცეფტუალურად არსებობს“.
ჟოზეფ კოშუტი, „ხელოვნება ფილოსოფიის შემდეგ“, 1969
„ნიშნები გვანან გამოსახულებებს, რადგან ისინი კონკრეტულ მთლიანობებს წარმოადგენენ, მაგრამ ემსგავსებიან კონცეფტებს აღნიშვნის შესაძლებლობის გამო. არც ნიშნები და არც კონცეფტები წარმოადგენენ მხოლოდ საკუთარ თავს. ორივე შეიძლება აღნიშნავდეს რაღაც სხვას. თუმცა, კონცეფტებს, ამ მხრივ, უსასრულო პოტენციალი აქვთ, ნიშნებს კი - არა“.
კლოდ ლევი სტროსი, „ველური აზროვნება“.  1966.

ქართული მხატვრული ფაიფურის ისტორიისათვის ქართული მხატვრული ფაიფურის ისტორიისათვის
სოფიო ჩიტორელიძე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი

ქართული კერამიკის ხელოვნებამ განვითარების რთული და მეტად საყურდღებო გზა განვლო. ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან (ჩვენს წელთაღრიცხვამდე VIII ათასწლეული) ჩვენი წინაპრები თიხას სათანადოდ ამუშავებდნენ, მისგან ჭურჭლის  ფორმებს ძერწავდნენ, წვავდნენ და დეკორით ამკობდნენ. კერამიკული ხელოვნების განვითარების მაღალ კულტურაზე საქართველოს მუზეუმებში დაცული გასული საუკუნეების მრავალი მაღალმხატვრული ნიმუში მეტყველებს, ხოლო საქართველოს სხვადსხვა მხარეებში მუდმივად მიმდინარე არქეოლოგიური გათხრები დღესდღეისობითაც ახალ-ახალი ნიმუშებით ავსებს და ამდიდრებს ქართული კერამიკის უძველეს ფონდს.

ფიროსმანის „დიდი ნატურმორტი “ - სივრცის პრობლემისთვის ფიროსმანის „დიდი ნატურმორტი “ - სივრცის პრობლემისთვის
ნოდარ არონიშიძე
თბილისის სახელმწიფო    
სამხატვრო აკადემიის  მაგისტრანტი


ფიროსმანაშვილის, მისი ფენომენის კვლევამ სხვადასხვა დონე მოსინჯა და მოსაზღვრა, თანაც ისე, რომ მან ქართულ მეცნიერებაში ცალკე მიმართულება შექმნა, მნიშვნელობით თითქმის ისეთივე, როგორიც, ვთქვათ, რუსთველოლოგიაა. ქართველ მხატვრებთან და პოეტებთან ერთად უნდა აღინიშნოს, რომ ფიროსმანის შემოქმედების კვლევაში, მისი ფენომენის გააზრებასა და „პოპულალიზაციაში“ არანაკლები დამსახურება აქვთ უცხოელ მკვლევარებს (ი. ტუგენხოლდი, ე. კუზნეცოვი, ა. პეტრაკოვსკი) და, ასევე, რუს მხატვრებს (მ. ლარიანოვი, ნ. გონჩაროვა, მ. ლე-დანტიუ).

Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani