Georgian (Georgia)English (United Kingdom)
გადარჩენილი მემკვიდრეობა „ქართული ორნამენტის გენეზისი“
ასმათ ოქროპირიძე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი

ვინც ქართულ კულტურას ფართო თვალსაწიერით უყურებს, გვერდს ვერ აუვლის დავით კაკაბაძეს. უდიდესი პიროვნება, მეცნიერი, მხატვარი და ხელოვნებათმცოდნე არსებითად იაზრებს და აჯამებს კიდეც მრავალათასწლოვანი საქართველოს სულიერ თავისებურებებს. კაკაბაძის ხელოვნება, ადამიანური ვნებებისაგან განწმენდილი, ობიექტურობის ისეთ ხარისხშია აყვანილი, როდესაც შემოქმედი, არსებითად, უარს ამბობს „ავტორობაზე“ და, მსგავსად ძველი ოსტატებისა, ანონიმად ქცეულა. „ხელოვნების მთლიანი ნაწარმოები წარმოადგენს იმნაირ ერთეულს, რომელიც შექმნილია არა ადამიანის სუბიექტური ნებისყოფით, არამედ ნაწარმოების შინაგანი წყობილებით, რომლის ორგანიზაციული და ჰარმონიული წესები იმორჩილებენ სუბიექტურ ნებისყოფას. შემოქმედება მხოლოდ განცდაა ამ ორგანიზაციული და რიტმული წესებისა.
დაწვრილებით...
 
საქართველოს თემა რუს მხატვართა ხელოვნებაში
ინგა (კლარა) ქარაია
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

საქართველოს თემა რუს მხატვართა ხელოვნებაში
(სახელმწიფო რუსული მუზეუმის კოლექციიდან, სანკტ-პეტერბურგი)

სტატია შესრულებულია შოთა რუსთაველის სამეცნიერო ეროვნული ფონდის მიერ ფუნდამენტური კვლევების პროგრამით დაფინანსებული პროექტის („ქართული მოძრავი კულტურული მემკვიდრეობის ვირტუალური ანასტილოსი სანკტ-პეტერბურგის მუზეუმებში დაცული კოლექციების კვლევის საფუძველზე“, პროექტის #FR17-503, წამყვანი ორგანიზაცია: აპ. ქუთათელაძის სახ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, 2018-2020) ფარგლებში.
დაწვრილებით...
 
„სად წაიყვან სადაურსა...“, ანუ ხელოვანთა ერთი საგვარეულოს ისტორიიდან
ირინე აბესაძე
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი

შოთა რუსთაველის ეს სტრიქონები გამახსენდა, როდესაც   ერთი   არისტოკრატული წარმომავლობის  ქართული  საგვარეულოს - გუგუნავების ხელოვანთა დინასტიის წარმომადგენელთა  კულტურულ  მემკვიდრეობას  ვეცნობოდი. ამ შესანიშნავი საგვარეულოს წარმომადგენელთა შესახებ მრავალ მეცნიერს დაუწერია. საკმარისია, გავიხსენოთ   ცნობილი ისტორიკოსის იოსებ მეგრელიძის   1987  წელს  ბათუმში  გამოცემული  ნარკვევი „გუგუნავები“, რომ  დავინახოთ,  ხსოვნა ამ საგვარეულოს წარმომადგენლებზე ქართველ ხალხს ლეგენდებშიც კი  შემოუნახავს. ვახუშტი ბაგრატიონი წერდა, რომ  ბარათაანთ  გუჯარში  იკითხება: „...მეფემან  ალექსანდრემ, ძემ გიორგი მეფისამან, გაჰყარა სამი ძმანი - აბაში, გუგუნა და დავით.
დაწვრილებით...
 
თბილისის ურბანული ფორმის ანალიზი
გიორგი (გოგა) ბერიძე
არქიტექტორი

დრო მუდმივად ცვლის ყველაფერს ქალაქების ცხოვრებაში. დრო კვალს ტოვებს ურბანულ ქსოვილშიც, სადაც ფიქსირდება თითქმის ყველაფერი, რაც ქალაქში ხდება და ქალაქის ურბანულ ფორმაზეც აისახება. მემკვიდრეობითობა, ტრადიციების უწყვეტობა, მათი შენარჩუნება თუ უარყოფა.
დაწვრილებით...
 
თბილისი, თავისუფლების მოედანი XXI საუკუნეში
ციცინო ჩაჩხუნაშვილი
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების
ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი


წინამდებარე სტატია ჩაფიქრებულია, როგორც გაგრძელება ოცი წლის გამოქვეყნებული პუბლიკაციისა, რომლის შეკითხვის სახით დასმული სათაური _ თავისუფლების მოედანი, რა დაიკარგა, რას შევიძენთ? - მოითხოვს მომდევნო პერიოდის ცვლილებების შეფასებასაც. თუმცა, 1990 - იან წლების დასასრულს ჩვენი წუხილის საგანს ისევ 1991-1992 წწ. შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაზიანებული შენობების ბუნდოვანი მომავალი წარმოადგენდა. თავიდან, თითქოს, არაფერი მოასწავებდა მოვლენების ცუდად განვითარებას: შემუშავდა ომის დროს დაზარალებული უბნების აღდგენა-რეკონსტრუქციის კონცეფცია, ჩატარდა კონკურსი, ავარიული ნაგებობები აიზომა, მოძიებულ იქნა საარქივო მასალა, გამოიკვეთა შენობების აღდგენის და მომავალი გამოყენების პერსპექტივა, მაგრამ შემდეგ, რეალურად პროცესები სხვაგვარად წარიმართა.
დაწვრილებით...
 
ეროვნული გალერეის ექსპოზიციათა ისტორიიდან
ცისია კილაძე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა
და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი


ეროვნული გალერეის ამჟამინდელი შენობა, თავდაპირველად, სამხედრო-ისტორიული მუზეუმი, ე.წ. „სახალხო დიდების ტაძარი“ რუსული იმპერიალიზმის მნიშვნელოვან ძეგლს წარმოადგენდა, რომელიც 1888 წელს,
დაწვრილებით...
 
თბილისის ურბანული მემკვიდრეობის დაფარული სამშენებლო ფენები
მანანა სურამელაშვილი
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების
ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი


თბილისის ურბანული მემკვიდრეობის გამორჩეული მნიშვნელობა მე-20 ს-ის შუა წლებში უკვე სათანადოდ იქნა შეფასებული, მას მიეძღვნა ქართული სახელოვნებათმცოდნეო სკოლის ფუძემდებლების მონოგრაფიული, ყველასთვის კარგად ცნობილი და დღემდე სახელმძღვანელოდ ქცეული ნაშრომები,
დაწვრილებით...
 
თანამედროვე საბალეტო სპექტაკლების გაფორმება - მხატვრობა თუ...?
ელისო ჯულაყიძე

მიუხედავად იმისა, რომ მოხსენებაში საბალეტო ხელოვნებას განვიხილავ, როგორც თანამედროვე ინტერდისციპლინარული ხელოვნების ფორმას, მაინც გავმიჯნავ მას საცეკვაო თეატრების ფორმატში შექმნილი ქორეოგრაფიული წარმოდგენებისგან. თანამედროვე ქორეოგრაფიის დიფერენციაცია შესაძლებელია. გარკვეული მიმართულებები ადასტურებს მათ შესაბამისობას ვიზუალური ხელოვნების როგორც ინტერესებთან, ასევე, პრაქტიკულ ნაწილთან, ამიტომ, ქორეოგრაფიაში, ამ გადასვლას საბალეტო ხელოვნებიდან თანამედროვე საცეკვაო თეატრალურ წარმოდგენამდე, მოაქვს სხვადასხვა კონტექსტი.
დაწვრილებით...
 
თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის შენობის არქიტექტურისა და მშენებლობის შესახებ

თამაზ გერსამია
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა
და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი

თბილისში, კარგარეთელის ქუჩა, # 6 მდებარე სახლი, ვგულისხმობთ შენობის მარცხენა ნაწილს, უდავოდ ძველი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაგებობაა, რომელმაც დღემდე შეინარჩუნა ისტორიულ-არქიტექტურული მნიშვნელობა.  იგი გუთური სტილიზაციის ნიმუშს წარმოადგენს, მინიჭებული აქვს არქიტექტურული ძეგლის სტატუსი. ამჟამად,  ეს  საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის შენობაა. 2010-11 წლებში მუზეუმის შენობაში განხორციელდა მნიშვნელოვანი  სარეაბილიტაციო სამუშაოები.
დაწვრილებით...
 
ძალაუფლების პორტრეტი: გურამ გელოვანის ლენინიანა
ნინო ჭინჭარაული
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების
ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი


„ქართველ ხელოვანთა მისწრაფებაა ვ. ი. ულიანოვის სახე წარმოგვიდგინონ რევოლუციურ ქარცეცხლში, მასების ფონზე ყოველდღიურ დაძაბულ პარტიულ საქმიანობაში. შემოქმედნი ცდილობენ, დინამიკურ ხაზებში გადმოგვცენ რომელიმე ეპიზოდი მისი ცხოვრებისა, მოძრაობაში წარმოგვისახონ ლენინური იდეების აბობოქრება“
ლიანა მიქაძე, 1967 წელი

„გ. გელოვანის ტილოები გამოირჩევა დიდი რომანტიკული   სუნთქვითა და  ამაღლებული პოეტური პათოსით. ამ სურათებში ლირიკული და ეპიკური საოცარი ოსტატობითა და მხატვრული ძალით არის შერწყმული“
შალვა კვასხვაძე, 1964 წელი
დაწვრილებით...
 
<< დაწყება < წინა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 შემდეგი > ბოლოს >>

JPAGE_CURRENT_OF_TOTAL
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani